ვლადიმერის შეწყვეტილი ფრენა

43a0858bb2b85a867d0a44c841384d98 “ვალოდიას ბევრი მეგობარი ჰყავდა. ერთნი ყოველდღე ხვდებოდნენ მას, სხვები ხანდახან მის კონცერტებზე მოხვედრას ახერხებდნენ, მესამენი მხოლოდ ჩანაწერებს უსმენდნენ. მაგრამ ყველანი მისი მეგობრები იყვნენ.” სწორედ მეუღლის მეგობრებისთვის დაწერა მარინა ვლადიმ ეს წიგნი… წიგნი, რომელიც სავსეა ემოციით – სიხარულით, ბედნიერებით, ტანჯვით… სავსეა ვლადიმერით…

ერთი შეხედვით უცნაურია, რას შეიძლებოდა ასე მტკიცედ დაეკავშირებინა წარმატებული ფრანგი მსახიობი და “ოდიოზური, შეუმჩნეველი გარეგნობის უიღბლო” პოეტი, მუსიკოსი და მსახიობი, ამასთან ლოთი და ნარკომანიც… მაგრამ ამ არცთუ შესაშური “თვისებების” მიღმა იმალებოდა საოცარი გამოხედვის მქონე გენიოსი, ადამიანი, რომელმაც მარინას თვალწინ გაანიავა ცხოვრება და ბოლომდე მაინც არ წავიდა ამქვეყნიდან. სწორედ ამიტომ წლების შემდეგ ის შენობით მიმართავს უკვე მსოფლიოს კერპს (თითქოს ის მის გვერდით ზის) და გვიყვება საბჭოთა რეალობისთვის არაორდინალური პიროვნების ნამდვილ ისტორიას…

ვლადიმერი რომ თავისი “ზედმეტად” თამამი შემოქმედების გამო, სსრკ-ში მაღალ ეშელონებთან დაახლოებული პირი არvladi5 იყო, ეს ცნობილი ფაქტია. ის ყოველთვის ავტორ-შემსრულებლად ითვლებოდა – უკეთეს შემთხვევაში, ბარდად, თუმცა მის პოეტობაზე არავინ საუბრობდა. მას არც ლიტერატურული განათლება ჰქონდა არც დაბეჭდილი კრებული. “ოფიციალური” პოეტები სერიოზულად არ აღიქვამდნენ. არც კომპოზიტორად აღიარეს – იმიტომ, რომ კონსერვატორია არ დაუმთავრებია. მის ერთადერთ შემოსავალს ტაგანკის თეატრი წარმოადგენდა, სადაც გენიალურად ასრულებდა როლებს, მაგრამ მძიმე შრომის ფასად – მხოლოდ “ჰამლეტის” დროს რამდენიმე კილოგრამს იკლებდა… რუსეთს სამუდამოდ მაინც არ ტოვებდა, რადგან მიაჩნდა, რომ პოეტი ფესვების გარეშე არაფერია. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ყველა წერტილში (მათ შორის, საქართველოშიც) უყვარდათ, თანამემამულეების სიყვარულის გარეშე იხრჩობოდა, მაგრამ თან თავისუფლების არქონა კლავდა…

ამ ჩაკეტილმა წრემ და რეალობისგან დამალვის სურვილმა უდროოდ შეწყვიტა ვლადიმერის ფრენა და მისი და მარინას სიყვარულის ისტორია (დიდმა სიყვარულმა მხოლოდ 12 წლით მოახერხა მისი წასვლის გადავადება)… ხალხმა, რომელიც ასე უყვარდა, უკანასკნელ გზაზე გააცილა კერპი (არადა, მისი სიკვდილი არ გაუხმაურებიათ), წლების მერე კი ისევ ემატებიან ახალი მეგობრები, რომლებიც უსმენენ მის ჩანაწერებს…

About these ads

6 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Mar 09, 2013 @ 00:22:41

    სტუდენტობის დროს მათხოვა მეგობარმა “პრერვანნი პალიოტ”. მართლა კარგი წიგნია.

    ოღონდ, უიღბლო და “შეუმჩნეველი გარეგნობის” ნამეტანი მოგივიდა :) ჰო, ვისოცკი არ უყვარდა ოფიციოზს, რაღაცებში ხელსაც უშლიდნენ, მაგრამ როლებიც ჰქონდა, პოპულარობაც ისეთი, ბარე ორს დაესიზმრებოდა, ფულიც საკმარისზე მეტი (იმ დროისთვის საუკეთესო მანქანებს ატარებდა. “მერსედესი” კერძო პირებიდან, ჰყავდა მხოლოდ მას და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონ კარპოვს). ქალებიც ბლომად ჰყავდა, მარინა მესამე ცოლი იყო, თუ სწორად მახსოვს. და სახალხო არტისტობაც მისცეს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 09, 2013 @ 00:34:20

      მართალია, ბრჭყალებში უნდა ჩამესვა – ციტატაა, თან წიგნშიც ბრჭყალებში იყო, როგორც “გადაჭარბებული” აზრი :)
      …ქალებს ახლაც აჯადოებს და სიცოცხლეში წარმომიდგენია, როგორ უყვარდა ყველას :) …მაგრამ ლეონტიევიც რომ სახალხო არტისტი იქნება და ვისოცკიც (მომიტევონ ბატონი ვალერის მოყვარულებმა), როგორც მინიმუმ უსამართლობაა :)

      Like

      Reply

      • მოლი ბლუმი
        Mar 09, 2013 @ 00:40:02

        ცხადია :) მე თუ მკითხავ, ვისოცკის თითზე ჩამოსათვლელი “სახალხო” და “დამსახურებული” თუ შეედრება.

        Like

        Reply

  2. tsotnee
    Mar 09, 2013 @ 17:58:09

    დედაჩემს მოსწონდა ვისოცკი და ეს წიგნიც მაქვს წაკითხულიო. და ხო მესამე ცოლიაო.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 09, 2013 @ 20:43:55

      მარინა (ანუ ბოლო ცოლი და წიგნის ავტორი) იმასაც წერს, ხელის მოწერის დროს “შეგვახსენეს”, რომ ორივესთვის მესამე ქორწინებაა და იქნებ დაფიქრებულიყავითო…მაგრამ რომელი გაექცეოდა ერთმანეთის მომხიბვლელობას :)

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 881 other followers

%d bloggers like this: