საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)

მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, დარწმუნებული ვარ, ბევრად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა, თუმცა უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა… More

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 895 other followers