“სამოსელი პირველი”

ჩემი ბლოგის სახელიდან გამომდინარე, არავის გაუკვირდება, თუ პირველ პოსტს გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოებს მივუძღვნი.

ჩემთვის “სამოსელი პირველი” მხოლოდ წიგნი არ არის. თუ კარგად დააკვირდებით, მასში მთელს ცხოვრებას აღმოაჩენთ. მანამდეც და მას შემდეგაც ბევრი კარგი წიგნი წამიკითხავს, მაგრამ ასე მწვავედ არასდროს მიგრძვნია სიყვარულის კაქტუსის ჩხვლეტა, არასდროს მიფიქრია, რომ თვითმკვლელობა შეიძლება ძმათა ხათრით სიკვდილი იყოს და რომ ადამიანთა სიკვდილის ყურებით ადამიანთა სიყვარულს ვსწავლობთ.

მწერლის მხარზე შემდგარმა შევიხედე ლამაზ-ქალაქის, კამორას ფანჯრებში, დომენიკოსთან ერთად გავიარე გზა სოფლიდან კანუდოსამდე და საბოლოოდ ერთ რამეს მივხვდი: ყოველი ჩვენგანი მარადიული მგზავრია, რომელიც საკუთარი სურვილით ტოვებს მამას, სოფელს, თანაც ისე, რომ უკან დასაბრუნებელ გზას არ იტოვებს. შემდეგ გვხვდება უამრავი ადამიანი, ისეთები, როგორებიც არიან კუმეო, ტულიო, მამიდა არიადნა, … პირადად მე დიდ ბედნიერებად მივიჩნევდი, თუ გზად “კაქტუსოვან” ალექსანდროს, “შველივით” მუსიკოს ანა-მარიას გადავეყრებოდი. დავიმეგობრებდი უმეგობრო ედმონდოს და მენდომებოდა, რომ გაოცებამდე მშვენიერი თვალები მქონოდა და ვყოფილიყავი ნამდვილი ქალი, რომელიც დუმილის დროსაც კი რაღაცას ამბობს, მეც ვყვარებოდი ვინმეს ისე, როგორც დომენიკოს უყვარდა.  წინ რთული გზაა, მაგრამ მუდამ ვგრძნობთ, რომ ვიღაცას ვუყვარვართ. სწორედ ეს გვმატებს ძალას და ვხვდებით: “ყველასა გვაქვს ჩვენი ქალაქი, ოღონდ ხანდახან არ ვიცით ხოლმე.” ეს ქალაქი ჩვენი თავისუფლებაა, ჩვენი ოცნების კანუდოსი, ქალაქი, სადაც სულს ვპოულობთ.შემდეგ კი გრძელდება გზა, უძღები შვილები ვუბრუნდებით სოფელს, მამას.

მანამდე კი გრძელი გზაა, დიდი კანუდოსელების, დიდი სიყვარულის გზა, იმ სიყვარულისა, რომელიც დედამიწას ატრიალებს. ბოლოს კი სოფელში მარადახალი მდინარის პირას ერთადერთი ფიქრია: ნუთუ ყოველივე ეს.

Advertisements

17 Comments (+add yours?)

  1. salolas
    Feb 18, 2011 @ 06:20:11

    კიდევ ერთი გამოდოჩანაშვილებული : )) (ეს ჩვენი ტერმინია “სამოსელ პირველზე” უთავბოლოდ შეყვარებულების)

    მიხარია ❤

    Like

    Reply

  2. მარტინ იდენი
    Feb 18, 2011 @ 13:50:10

    ღმერთმა უმრავლოს საქართველოს შენისთანა კარგი მკითხველები, ნათია! ძალიან კაი გოგო ხარ!..

    Like

    Reply

  3. litterator
    Feb 20, 2011 @ 12:42:21

    ახალი ბლოგი? welcome 🙂

    Like

    Reply

  4. tsotnee
    Sep 01, 2011 @ 13:45:31

    აუ შეიძლება ჩაგეხუტო? :დ მეც ძალიან მიყვარ დოჩანაშვილი, რაც კი ხელში ჩამივარდა ყველაფერი წავიკითხე, მაგრამ დაგეთანხმები “სამოსელი პირველი” მაინც პირველია. სიყვარულის კაკტუსი და სხვა (ბევრი გაქვს ჩამოთვლილი) და მე მხოლოდ ერთს სისხლის მსმელ კაატინგაზე გავამახვილებ ყურადღებას, ის მტელი თავისი ქცევით – გაუმაძღრობით საბჯოთა კავშირია. 🙂 ძალაინ მომწონს შენი ბლოგი!

    Like

    Reply

  5. Kejeradze
    Sep 01, 2011 @ 19:17:54

    დიდი მადლობა 🙂 კაატინგები შორს ჩვენგან 🙂 მხოლოდ სიყვარულის კაკტუსი უნდა გვჩხვლეტდეს ქართველებს.

    Like

    Reply

  6. tsotnee
    Sep 02, 2011 @ 07:49:27

    მართალია.

    Like

    Reply

  7. giomaxara174
    Oct 03, 2011 @ 10:59:42

    სიმბოლურია ამოსაელი პირველით დაწყება 🙂 კარგი ბლოგიამომეწონა 🙂

    Like

    Reply

  8. karcerluqsi
    Nov 05, 2011 @ 11:26:09

    ძალიან მიყვარს ეს რომანი და თვითონ მწერალიც

    Like

    Reply

  9. Trackback: ოთარ ჭილაძე: “ქართული მწერლობა მონობაშია შექმნილი, მხოლოდ თავისუფალი ადამიანებისთვის”. « &q
  10. vivien
    Mar 13, 2012 @ 15:51:40

    ყოველ წელს ვუბრუნდები ისევ და ისევ ახალს ვსწავლობ და ვხვდები. წელს კი ვერ წავიკითხე.

    Like

    Reply

  11. lamorac
    Mar 28, 2013 @ 21:23:11

    პირადად ჩემთვის ეს წიგნი მართლა გენიალურია, უზარმაზარი ცხოვრებისეული გამოცდილების მატარებელი. თან ყველა პერსონაჟს განსაკუთრებული ადგილი უკავია მთელ წიგნში.

    Like

    Reply

  12. ellemamageishvili
    Dec 12, 2013 @ 21:46:08

    აი,ძალიან შემრცხვა რომ წაკითხული არ მაქვს,დიდი ხნის წინ დავიწყე,მაგრამ ძალიან ზერელედ და მალევე შევეშვი.არ მესმის,როგორ შევწყვიტე კითხვა. აი, მართლა ვიწყებ ჩემს თავზე მუშაობას. ვიწყებ “სამოსელი პირველით” )) თავს ვინუგეშებ,წინ მაქვს პირველად წაკითხვის ბედნიერება. ))

    Like

    Reply

  13. Trackback: ქარავანი მიდის… | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: