კეჟერაძეები ანუ “სამშობლო, ადამიანები, ლიტერატურა”

“არის და არა არის რა, არიან სამნი ძმანი კეჟერაძეები”: შალვა, გრიშა და ვასიკო.  ერთი ერთგან იწევდა, მეორე – მეორეგან, მესამე – კიდევ სხვა მხარეს, მაგრამ ერთმანეთს მაინც ჰგავდნენ.

შალვა კეჟერაძე სოფელ-სოფელ წოწიალის გზით წავიდა ერთი რამის სიყვარულით, დაფარვა რომ სჭირდება. უხერხულია გამჟღავნება, იმდენად ნაღდია… გულში სათუთად უნდა ატარო… ეს ჩვენი საქართველოა. აქ გაადამიანურებაც შეიძლება, აქ ისე თენდება, ცხონდება კაცი… ასეთ საოცარ სამშობლოს ათვისება უნდა. ამიტომაც ატარებდა შალვა ცხოვრებას ხეტიალში. საქართველოს სითბოთი ცხოვრობდა, სუნთქავდა. ესმოდა, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და ხინკალი არაა, სამშობლო ადამიანიცაა. შალვასაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, საქართველოს და ქართველების სიყვარულისა.

გრიშა კეჟერაძე ადამიანთა შორის უკეთესი ურთიერთობის დამყარების გზით წავიდა. იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი. ამიტომაც ატარებდა ცხოვრებას “ადამიანების გაუმჯობესებაში”.

ვასიკო კეჟერაძე ლიტერატურის სიყვარულის გზით წავიდა. კარგად იცოდა, რომ “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია, მკითხველი – ეს სწორედ ისაა, ვისაც შეგიძლია ისედაც ვიწრო საძილე ტომარაში შეყვარებულებს შორის იწვე და სულაც არ იყო ზედმეტი, ეს – სასწაულია და მეტსაც გეტყვით, ზედმეტი კი არა, აუცილებელი ხარ, რადგან ავტორმა ასე ინება”. ამიტომაც პროფესიით ფოტოგრაფმა ატელიედან გასვლის გარეშე მოიარა მთელი მსოფლიო, გადახდა უამრავი თავგადასავალი, შეიყვარა უამრავი ქალი, მიაღწია პიროვნულ თავისუფლებას. ვასიკოსაც ჩხვლეტდა სიყვარულის კაქტუსი, ლიტერატურის სიყვარულისა.

“არც ერთი ძმა კეჟერაძე ბოროტი ნამდვილად არ იყო. და თავ-თავიანთი მიდრეკილება ჰქონდათ.” განა არის რამე ცუდი იმაში, თუ ვიცხოვრებთ იმაზე ფიქრით, რომ “უსამშობლოდ კაცი არა ხარ”, “ადამიანი ადამიანისთვის დღეა”, “ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი..”?!

ღმერთო, კეთილად გეტარებინოს სამთავე ძმა და მათი მსგავსი ადამიანები საქართველოს ძნელ, მიმოხვეულ გზებზე…

14 Comments (+add yours?)

  1. salolas
    მარ 02, 2011 @ 09:43:18

    აააააა აი უზომოდ მიყვარს ❤ ვგიჯDები სამივე ძმაზე და როგორ მინდა ვიცნობდე.. არსებობდნენ ზუსტად ასეთები…
    შენი ბლოგის მიმართაც ასეთი სიმპატიით თავიდანვე იმიტომ განვეწყვე რომ ყველაფრის მთქმელი სახელი ქონდა!

    სამშობლოს, ადამიანების და ლიტერატურის მოყვარული რიგითი კლიმი… ❤

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 02, 2011 @ 11:12:28

      მეც მინდა კეჟერაძეებს ვიცნობდე : ) ან მქონდეს საშუალება, მხოლოდ სამშობლოსთვის, ადამიანებისა და ლიტერატურისთვის ვიცხოვრო : )

      Liked by 1 person

      პასუხი

  2. tsotnee
    სექ 01, 2011 @ 13:39:07

    აუ მეც ხო გამაცნობთ? მეც რა, მეც!

    Like

    პასუხი

  3. tsotnee
    სექ 02, 2011 @ 07:50:45

    🙂

    Like

    პასუხი

  4. giomaxara174
    ოქტ 03, 2011 @ 10:58:37

    ვგიჟდები კეჟერეძეებე 🙂 ნათ , აქ თუ გიპოვიდი იმ გრუპის მერე არ მეგონა 🙂

    Like

    პასუხი

  5. katerina
    ნოე 05, 2011 @ 19:15:30

    ჩემები არიან ეგენი :))). მაგრამ გრიშას რაღაც გამორჩეული რომანტიკა მოაქვს…

    Like

    პასუხი

  6. სანდრო
    იან 03, 2012 @ 21:40:29

    ძალიამ მიყვარს დოჩანაშვილი და ძალიან ლამაზად გაქვთ გადმოცემული სამი მოთხრობა, მაგრამ პირველი შალვა არ მეცნო, აუცილებლად უნდა მოვძებნო და გავიცნო. 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 04, 2012 @ 09:46:13

      ჭეშმარიტად მოსალოცი ამბავია 🙂 შალვას გაცნობის მერე ჩემს თავშიც აღმოვაჩინე “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება” 😉

      Like

      პასუხი

  7. natagoletiani11
    ნოე 29, 2013 @ 15:07:14

    ვასიკოზე და თანაშემწე კლიმზე ვარ შეყვარებული მე ♥

    Like

    პასუხი

  8. Mariam Qobalia
    ივლ 11, 2016 @ 18:45:21

    მევასიკოში ამოვიცან თავი ჩემი :დდ
    აი სამივე ხო უსაყვარლესია,მაგრამ ვასიკო.. უბრალოდ გენიოსია..იშვიათი გენიოსი.

    Liked by 1 person

    პასუხი

  9. odilavadze
    იან 21, 2017 @ 08:57:25

    ნათია, ნათია, შენ ,,სამშობლოსთვის, ადამიანებისა და ლიტერატურისთვის” უკვე ცხოვრობ ❤

    Liked by 1 person

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: