ჩემი ლიტერატურული აგვისტო :)

აგვისტოც დადგა და ლიტერატურულ ლაბირინთებში მოგზაურობაც გაგრძელდა : )

კონსტანტინე გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი” – როგორც იქნა კონსტანტინეს ტეტრალოგიასაც “შევეჭიდე”.ნაწარმოებს აშკარად ეტყობოდა, რომ მწერალი წლების მანძილზე მუშაობდა მასზე. თავიდან ყველა მოვლენა დაწვრილებითაა აღწერილი, ბოლოს კი დიდგორის ბრძოლა და თბილისის აღება ზედმეტად ზედაპირული მეჩვენა. მიუხედავად ამ “ნაკლისა”, საერთო ჯამში მომეწონა. დავით აღმაშენებელი უდავოდ უძლიერესი მეფე იყო და საინტერესო იყო იმის გაგება, თუ როგორ გააერთიანა ქვეყანა, როგორ დაამარცხა შინაური და გარეშე მტრები თავის თანამოაზრეებთან -შამან ერისთავის ასულ გვანცასთან, ნიანია ბაკურიანთან, მარიამ დედოფალთან, მახარასთან, ჯონდი ერისთავსა და კიდევ მრავალ ქართველთან – ერთად.ისინი ბრძოლებში გაჭაღარავდნენ, მონასტრის კედლებში აღმოჩნდნენ, სიცოცხლე დათმეს.  სამშობლოს კეთილდღეობისთვის ბრძოლას დავითმა შესწირა საქართველოს ისტორიაში უდიდესი მოღალატის, ლიპარიტ ბაღვაშის ქალიშვილის სიყვარული. მეფე თავადვე ეუბნება დედისიმედს: “მაპატიე დაო, ჩემი და შენი სიცოცხლე საქართველოს რომ შევწირე ტარიგად”.  დავითმა სამშობლოს დიდება აღუდგინა, მაგრამ მაინც მარტო დარჩა ბოლო მტრის – სიკვდილის – წინაშე.

ვიქტორ ჰიუგოს “საბრალონი” – როგორც წიგნის შესავალშია ნათქვამი: “ეს წიგნი თავიდან ბოლომდე დეტალებში გვიჩვენებს მოძრაობას ბოროტებიდან სიკეთისკენ, უსამართლობიდან სამართლიანობისკენ, სიცრუიდან ჭეშმარიტებისკენ, წყვდიადიდან სინათლისკენ, გაუმაძღრობიდან სინდისიერებისკენ, ცხოველური მდგომარეობიდან მოვალეობის გრძნობისკენ, ჯოჯოხეთიდან ზეცისკენ, არარაობიდან ღმერთისკენ.”   საზოგადოებამ გარიყა ყოფილი კატორღელი ჟან ვალჟანი, ღარიბი ფანტინა, ობოლი კოზეტა და მეამბოხე მარიუსი, რესპუბლიკელი ახალგაზრდები და პატარა უსახლკარო გავროში, მოხუცი მაბეფი და ბანდიტების შვილი ეპონინა. მაგრამ ასეთ საზოგადოებაშიც არსებობენ ეპისკოპოსის მსგავსი წმინდა ადამიანები და სწორედ მათი დახმარებით იღვიძებს სინდისი და სიკეთე თვით კატორღელშიც კი.

ვიქტორ ჰიუგოს “93 წელი” – ჰიუგო გვაცნობს საფრანგეთის რევოლუციის ნამდვილ სახეს: “რევოლუცია არის ის, რაც გვავიწროვებს ყოველი მხრიდან და რომელსაც ჩვენ აუცილებლობას ვეძახით. და ამ კეთილშობილებისა და ტანჯვის ამოუცნობი ერთიანობის წინაშე ისტორია დაჟინებით სვამს კითხვას: რატომ? ” მართლაც, რატომ ხოცავს ორივე მხარე ხალხს, რატომ წვავენ სოფლებსა და ქალაქებს, რატომ პასუხობენ ძალადობით ძალადობას? ისტორია პასუხს ვერ გვაძლევს, ისევე როგორც ვერ გვპასუხობენ რობესპიერი, მარატი და დანტონი – რევოლუციის ლიდერები. ისინი წარსულს ბარდებიან მონარქებთან ერთად, მარადიული კი მხოლოდ სიკეთე და სამშობლოა, რომლისთვისაც რესპუბლიკელი გოვენი იბრძვის.

Advertisements

7 Comments (+add yours?)

  1. Nini Berdzenishvili
    Oct 03, 2011 @ 17:46:44

    ძალიან ძალიან მიყვარს კონსტანტინეს ,,დავით აღმაშენებელი” . სწორედ ამ წიგნის შემდეგ არის რომ ასე უზომოდ შემიყვარდა დავითი.მისი მსხვერპლი საქართველოსთვის უდიდესია და ვამაყობ რომ მისი შთამომავალი ვარ…დიახ,სამწუხაროდ უკანასკნელი ომი ვეღარ მოიგო …

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Oct 03, 2011 @ 18:03:09

      დავითი ჩემთვის ყოველთვის დიდი ქართველი იყო და მეც ნამდვილად ვამაყობ, რომ მისი შთამომავალი ვარ.

      Like

      Reply

  2. სანდრო
    Jan 03, 2012 @ 21:35:18

    ძალიან მიყვარს ჰიუგო და სულ მინდა წავიკითხო “საბრალონი”, მაგრამ, რომ შევხედავ მეშინია და აღარ ვკითხულობ იმხელაა 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 04, 2012 @ 09:41:49

      მეც გადავდე, გადავდე და ბოლოს “გავრისკე” 🙂 სულაც არ “გაიწელა”

      Like

      Reply

  3. vivien
    Mar 13, 2012 @ 15:26:28

    ძალიან გემრიელი წიგნები წაგიკითხია 🙂 თან რა დამთხვევა აღმაშენებელი მეც აგვისტოში წავიკითხე 🙂 ის შეუდარებელია, ნამდვილად ღირდა კონსტატინეს 25 წლად 🙂 ჩემი ფავორიტი წიგნების სიაში დამსახურებულად დაიკავა ადგილი. ჰიუგო კი ბავშვობიდან მიყვარს, უცნაურია არა? არასოდეს მეშინოდა იმის რომ დიდი წიგნია და ვერ წავიკითხავ მეთქი 🙂 12 წლის ვიყავი ომი და მშვიდობა რომ წავიკითხე 🙂 ოკ უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ კარგად წერ და ყოველთვის გკითხულობ 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 13, 2012 @ 17:19:04

      მეც ადრე წავიკითხე “ომი და მშვიდობა”, მაგრამ მგონი ჯერ “დავით აღმაშენებლისთვის” უნდა “მიმეხედა” 🙂
      ჰიუგომ თავიდან ზუსტად სიდიდით მიმიზიდა და ბოლომდე აღარ “გამიშვა” 🙂
      დიდი მადლობა შეფასება-დაფასებისთვის 🙂

      Like

      Reply

  4. Trackback: დავითი – მეფე ტყეთა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: