“ეშმაკნი” – რომანი-წინასწარმეტყველება

საზაფხულო მოგზაურობა ლიტერატურულ ლაბირინთებში დოსტოევსკისთან შეხვედრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ამჯერად მისი ერთ-ერთი გამორჩეული რომანი “ეშმაკნი” შევარჩიე.

როგორც მკვლევარები მიიჩნევენ, “ეშმაკნი” დოსტოევსკის ყველაზე პოლიტიზირებული ნაწარმოებია. მისი დაწერა მწერალს იმ დროს აღმოცენებულმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შთააგონა. დოსტოევსკის “დიდი ცოდვილის ცხოვრების” აღწერა მანამდეც სურდა, მაგრამ ამ პერიოდში ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.ერთ-ერთმა ასეთმა დაჯგუფებამ, რომელიც ინტელიგენციის წარმომადგენლებმა შექმნეს, დასმენაში ეჭვმიტანილი სტუდენტი მოკლა. ასე შეიქმნა რომანი-წინასწარმეტყველება, რომანი-გაფრთხილება.

ბოლშევიკურ რევოლუციამდე ბევრად ადრე მწერალმა აღმოაჩინა რუს რევოლუციონერებში “არაადამიანური ძალების” არსებობა. მოგვიანებით პატარა ქალაქში მომხდარი ამბები მთელს რუსეთზე გავცელდა. რეალურ ცხოვრებაშიც გამოჩნდნენ შატოვის მსგავსი რევოლუციონერები, რომლებიც ქვეყნის შეცვლას ღმერთის სახელით აპირებდნენ, მაგრამ ღმერთის არ სწამდათ. ისინი იყვნენ ან მემარჯვენეები, ან მემარცხენეები, მაგრამ პირველ რიგში ერისა და რევოლუციის სჯეროდათ, ამტკიცებდნენ, რომ რუსეთი ცივილიზაციაზე მაღლა დგას და მისთვის კანონები არ არსებობს.

ეშმაკით შეპყრობილთა სათავეში დგას ვერხოვენსკი – რევოლუციის ლიდერი. ის ეუფლება სხვათა სულებს და ამავე დროს თვითონაც ეშმაკის მსახურია. მას აღარ აქვს ადამიანის სახე და აღარ არის ღმერთის ხატი და მსგავსი. დოსტოევსკიმ მისი სახით გვიჩვენა, თუ როგორ ანგრევს პიროვნებას ცრუ იდეა. ეს არის იდეა რუსული ნიჰილიზმისა, სოციალიზმისა, თანასწორობისა, იდეა ღმერთის წინააღმდეგ ბუნტისა. ასეთი იდეების გამავრცელებელი რევოლუციონერები მრავლად იდგნენ რუსეთის სათავეში და ბევრი ვერც კი ამჩნევდა მათ “შეპყრობილებას”.

დოსტოევსკიმ იწინასწარმეტყველა, რომ რუსული რევოლუცია ხალხს “უღირსი საქციელის უფლებას მისცემდა” და ხალხიც დაუფიქრებლად გაყვებოდა მათ. მართლაც, ინდივიდუალობის არ მქონე ბრბო  “Шигалевщина”-ად იქცა და ფედკა-კატორღელის მსგავსი ადამიანების ხელით რევოლუციონერებმა დაიწყეს ლოთობის, დასმენის, ჭორების, გარყვნილების თესვა. დემოკრატიის ნაცვლად დამყარდა ახალი ტიპის დიქტატურა, რომელიც თანასწორობაზე დაფუძნდა.

რევოლუციის რელიგიური მხარის სახეა კირილოვი, რომელსაც სწამს ღმერთის, მაგრამ ამას ვერ აცნობიერებს და “კაცღმერთის” მოსვლას ელის ქვეყნის შესაცვლელად. ამავე ხაზს აგრძელებს სტავროგინი – მეამბოხე და ურწმუნო, რომელიც თითქოს არც ისეთი მნიშველოვანი ფიგურაა, მაგრამ რეალურად ყველაზე მეტადაა შეპყრობილი – ის დგას მოვლენათა ცენტრში. სწორედ მასთან ერთად სურს ვერხოვენსკის “ქვის შენობის” აგება და არა ხალხთან ერთად, სწორედ ამ ნიღბის მსგავსი უძრავი ადამიანისგან იქმნებიან ვერხოვენსკის, კირილოვის და შატოვის მსგავსი ადამიანები. სტავროგინის სულიდან გამოსული ეშმაკები ეუფლებიან სხვებს, თავად კი ფესვების გარეშე რჩება. სამშობლოს მოწყვეტილი კი წყდება ღმერთსაც, რადგან: “ვისაც არ აქვს ერი, მას არც ღმერთი ჰყავს! იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ვეღარ უგებს თავის ერს და კარგავს მასთან კავშირს, მაშინვე კარგავს რწმენასაც, ხდება ათეისტი ან გულგრილი.”

დოსტოევსკიმ შექმნა ეს გმირები, გააცოცხლა არარეალური ადამიანები. ამ ადამიანთა “მოღვაწეობის პერიოდი” 1871-1872 წლებია. უკვე მომდევნო საუკუნეში კი რუსეთში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ. ლენინის ხელმძღვანელობით მათ, ისევე როგორც დოსტოევსკის “ქმნილებებმა”, დაიწყეს მმართველობა საყოველთაო თანასწორობის გამოცხადებით და ბოლოს უსაზღვრო დესპოტიზმამდე მივიდნენ. სწორედ ასეთ რუსეთზე ამბობს უფროსი ვერხოვენსკი: “ო, რუსები უნდა განადგურდნენ კაცობრიობის კეთილდღეობისთვის, როგორც მავნე პარაზიტები!”, სწორედ ასეთი რუსებისგან უნდა განიდევნოს ეშმაკი და სამუდამოდ ჩაიძიროს ტბის ფსკერზე. მხოლოდ ასე განიკურნებიან შეპყრობილნი.

22 Comments (+add yours?)

  1. tsotnee
    სექ 14, 2011 @ 16:58:23

    აუ, როგორ მაინტერესებს! 🙂 🙂 ჯერ შენი პოსტი, მერე მეგობარმა შემჭამა, წაიკითხეო. უნდა ვიპოვო სადმე. 🙂

    Like

    პასუხი

  2. salomeaa
    ოქტ 09, 2011 @ 10:47:00

    დოსტოევსკის შემოქმედებიდან რაც წამიკითხავს ,,ეშმაკნი” ყველაზე მეტად მომეწონა. ,,ძმებ კარამაზოვებს” ველოდები ახლა დიდი ინტერესით: )))

    Like

    პასუხი

  3. Trackback: დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს « კეჟერაძის ბლოგი
  4. სანდრო
    მარ 08, 2012 @ 12:46:13

    სულ მინდოდა წაკითხვა, ახლა უფრო მომინდა 🙂

    Like

    პასუხი

  5. niniaa
    ოქტ 20, 2012 @ 10:41:04

    dzalian kargi nawarmoebia martla, kargadac gaqvt ganxiluli… magram, chemi azrit, ragac uzustobebic gaqvt. tumca saboloo jamshi magaria. magaria dostoevski

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 20, 2012 @ 12:13:35

      მადლობა 🙂 უზუსტობები, რა თქმა უნდა, უამრავი იქნება – უფრო სუბიექტური შეფასებაა, ვიდრე განხილვა ( როგორც ყველა პოსტი ჩემს ბლოგზე) 🙂

      Like

      პასუხი

  6. lika
    მარ 24, 2013 @ 21:49:23

    მომეწონა პოსტი და წიგნს აუილებლად წავიკითხავ დოსტევსკის ვიცნობ უკვე და ეჭვიც არ მეპარება, რომ “ეშაკნი” შესანიშნავი იქნება.

    Like

    პასუხი

  7. Trackback: ბიოგრაფიული გაზაფხული | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: ყმაწვილი არკადი დოლგორუკი | კეჟერაძის ბლოგი
  9. tebe
    ოქტ 18, 2013 @ 13:46:02

    ძალიან კარგი წიგნია, ახლა ვკითხულობ და საერთოდ დოსტოევსკი გენიალურია

    Like

    პასუხი

  10. salome
    ნოე 03, 2013 @ 02:19:52

    გეთანხმებით, ალბათ შეიძლება სტავროგინი ჩავთვალოთ ყველაზე მეტად შეპყრობილად და სტავროგინ-ვერხოვენსკის ფიგურა ივან კარამაზოვ-სმერდიაკოვისას შევადაროთ…სმერდიაკოვმაც იწამა ივანისნაირი “ჭეშმარიტად ნიჰილისტი” ადამიანის არსებობა და გზა მისცა იდეალისკენ საკუთარ მოთხოვნილებებს…მაგრამ ეს მოთხოვნილებებიც და იდეალიც საკუთარი იყო ვერხოვენსკის შემთხვევაშიც, უბრალოდ თითქოს ამ იდეალის არსებობის დასაბუთების ძებნაში ისინი სტავროგინს და ივანს წააწყდნენ…
    სტავროგინთან დაკავშირებით ალბათ ყოველთვის სუბიექტური ვიქნები და შეფასებას – “ნიღბის მსგავსი უძრავი ადამიანი”, ‘სიმკაცრეში’ ჩავთვლი:)

    Like

    პასუხი

  11. Kejeradze
    ნოე 03, 2013 @ 18:06:46

    “უძრაობაში” ვიზუალურ მხარეს ვგულისხმობ – ე.წ. “ნორმალურ” გარეგნობას. “შეპყრობილება” თავისთავად გამორიცხავს შინაგან “უძრაობას” 🙂

    Like

    პასუხი

  12. salome
    ნოე 03, 2013 @ 18:17:54

    გასაგებია, თუმცა როგორც უკვე ვთქვი მე მაინც არ ვთვლი რომ სტავროგინისგან იქმნებიან კირილოვის ვერხოვენსკისნაირები…

    Like

    პასუხი

  13. ნათია
    ივნ 15, 2014 @ 13:25:52

    დღესვე უნდა დავიწყო კითხვა! 🙂

    Like

    პასუხი

  14. Trackback: დოსტოევსკის დაუვიწყარი სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a reply to tsotnee კომენტარის გაუქმება