მილორად პავიჩის “ქარის შიგნითა მხარე” – ამბობენ, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარიო. ალბათ მართლაც ასეა, რადგან ყველას და ყველაფერს აქვს მეორე მხარე, თვით ქარსაც კი: “ქარის შიგნითა მხარეა ის, რომელიც მშრალია მაშინაც კი, როცა წვიმაში ქარი უბერავს,” – იქნებ ქარი დროა და ლეგენდის გმირი ლეანდრიც დროს ებრძვის და არა ტალღებს, რათა ჰეროსთან მივიდეს? გმირის სეხნია სერბი ლეანდრი კი სიყვარულით აშენებს მტრობით დანგრეულს და ეძებს თავის ჰეროს, რომელთანაც მხოლოდ სიკვდილი აერთიანებს, სიკვდილი, რომელსაც: “შეუძლია ელოდოს შენს დაბადებას, ან დაბრუნდეს შენს წასაყვანად შორეული მომავლიდან.”
ილია ილფისა და ევგენი პეტროვის “ოქროს კერპი” – დიდი კომბინატორი ბრუნდება! : ) ოსტაპ ბენდერი ამჯერად მილიონზე ნადირობს და ხელმძღვანელობს ახალ “აღლუმს”. თუ გაინტერესებთ, როგორ წარიმართა “კომანდორის” ცხოვრება 12 სკამის ისტორიის შემდეგ, მაშინ გადაშალეთ პირველი ფურცელი და მაშინვე იგრძნობთ, რომ “ყინული დაიძრა, ბატონო ნაფიცნო მსაჯულნო, ყინული დაიძრა!” კვლავ იწყება ძიებით, წარუმატებლობებით, მცდელობებითა და თავბრუდამხვევი ავანტიურებით სავსე თავგადასავალი…
ალბერტო მორავიას “ზიზღი” – “რაც უფრო დიდია ბედნიერება, მით უფრო ნაკლებად ამჩნევ მას,” – მართლაც ასეა, მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა ორწლიანი ბედნიერი ოჯახური ცხოვრების შემდეგ ქრება სიყვარული და მის ადგილს ზიზღი და ტკივილი იკავებს? სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გასაგებად მივყვებით ალბერტო მორავიას იტალიის სანაპიროზე, მაგრამ რიკარდოსა და ემილიას ურთიერთობა ისეთივე რთული და ამოუცნობია, როგორც ოდისევსისა და პენელოპესი…
ლუიჯი პირანდელოს “განსვენებული მატია პასკალი” – ეს არის ისტორია მატია პასკალისა, რომელიც მოულედნალად “გაქრა”, იქცა განსვენებულად და ამ გზით გათავისუფლდა ცოლისგან, სიდედრისგან, ვალებისგან, უაზრო ცხოვრებისგან. ოფიციალურად გარდაცვლილმა მატიამ გაწყვიტა კავშირი წარსულთან და გადაწყვიტა, რომ პირველ რიგში დააფასებდა თავის თავისუფლებას, ისეირნებდა მასთან ერთად ახალ გზებზე, როგორც კი რაიმე უსიამოვნოს დაინახავდა, უბრალოდ დახუჭავდა თვალებს და ჩაუვლიდა, დატკბებოდა ყოველი წუთით და ბოლოს სამართლიანად იფიქრებდა, რომ არა მხოლოდ იცხოვრა ორი ადამიანის ცხოვრებით, არამედ იყო ორი განსხვავებული ადამიანი. თუმცა რეალობა ოცნებას არ დაემთხვა. ე.წ. თავისუფლება მარტოობად და მოწყენილობად იქცა. “აი, ეს დარჩა სტიაში დაღუპული მატია პასკალისგან – ჩრდილი რომის ქუჩებში”. მატია პასკალმა ადრიანო მეისის ნიღაბი ვერ მოირგო, ვერ გაექცა საკუთარ თავს და ძველ “სხეულს” დაუბრუნდა.
პატრიკ ზიუსკინდის “სუნამო: ამბავი ერთი მკვლელისა” – ეს არის წიგნი სურნელის შესახებ, ადამიანის შესახებ რომელსაც არ აქვს საკუთარი სუნი. სწორედ სუნზე “ნადირობს” ჟან-ბატისტ გრენუი, რადგან “სურნელში არის დამაჯერებლობა, რომელიც უფრო ძლიერია, ვიდრე სიტყვები, გრძნობები და ნება. სურნელი ისე შემოდის ჩვენში, როგორც ჰაერი ჩვენს ფილტვებში, ის ბოლომდე გვავსებს, მისი საწინააღმდეგო საშუალება არ არსებობს. სურნელი პირდაპირ გულში აღწევს და იქ გამოაქვს კატეგორიული განაჩენი სიმპათიისა და ზიზღის, სიყვარულისა და სიძულვილის შესახებ. ვინც ფლობს სურნელს, ის ფლობს ადამიანთა გულებს.” თუ გაინტერესებთ, მართლა აქვს თუ არა სურნელს ასეთი ძალა, მაშინ ისარგებლეთ პატრიკ ზიუსკინდის მეგზურობით.
უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” – ალბათ ადამიანთა უმეტესობას უფიქრია უკაცრიელ კუნძულზე მოხვედრაზე, მაგრამ თუ გოლდინგს გავყვებით, მივხვდებით, რომ რეალობა ნაკლებად შეესაბამება ეგზოტიკურ ოცნებას. კუნძულზე მოხვედრილმა ბავშვებმა უფროსების გარეშე თავისუფლებით ტკბობა გადაწყვიტეს და უცებ აღმოაჩინეს, რომ: “ყველა ყოველთვის აღმოჩნდება ისეთი, როგორსაც არ ელი.” ინგლისელი ზრდილობიანი ბიჭები ველურებად იქცნენ, მათში საშიშმა მხეცმა გაიღვიძა, იმძლავრა ბრბოს ფსიქოლოგიამ, მორალური პრინციპები გაქრა და დარჩა მხოლოდ ბრძოლა გადარჩენისა და ძალაუფლებისთვის, გახუნდა ფერადი ნიჟარა და გამეფდა ბოროტი ძალა – ბუზთა ბატონი, რომელმაც სიკეთის წინააღმდეგ გაილაშქრა. ერთადერთი ხსნა სამყაროს ჩარევაა, მაგრამ ეს სამყაროც ომის ქარცეცხლშია გახვეული…
ნოე 30, 2011 @ 10:04:31
ზიუსკინდი მიყვარს, ქართულად მგონი მეტი არაფერია ნათარგმნი, კარგი მოთხრობები აქვს. სამწუხაროდ ძალიან იშვიათად წერს 😦
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 10:29:17
ილფი და პეტროვი ჩემი სიყმაწვილის სიყვარულია 🙂 და ახლაც დიდი სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე.
ზიუსკინდის ქართული თარგმანი მომეწონა. პრინციპში, პარფიუმერის და კონტრაბასის გარდა სხვა არც არაფერი წამიკითხავს.
გოლდინგი ძალიან კარგია და პავიჩის მხოლოდ ხაზარული ლექსიკონია საჩემო. სხვა პავიჩს სადღაც ავცდი.
მშვენიერი ნოემბერი გქონია 🙂
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 10:51:33
მოლი, მისტერ ზომერი არ გაქვს წაკითხული გირჩევ, ძალიან კარგია მართლა 🙂
http://knigosite.ru/library/books/79879
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 10:55:00
მადლობა, თეო 🙂 ვნახავ აუცილებლად.
საიტი მომეწონა. ბევრი წიგნია და სათანადო ფორმატში. დანკე!
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 16:40:03
საინტერესოა მისტერ ზომერი. კონტრაბასსა და მტრედთან ერთად “ჩადგება რიგში” 🙂
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 11:29:27
უილიამ გოლდინგის “ბუზთა ბატონი” – უკვე რამოდენიმეჯერ შემხვდა და ძალიან მინდა რომ წავიკითო 🙂
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 16:40:41
ნამდვილად ღირს 🙂
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 19:18:27
ილფი და პეტროვი კლასიკაა ირონიის და სატირის და საერთოდ ძალიან მიყვარს. ზუსკინდიც ფავირიტებში მყავს.პავიჩი რაღაც ვერ მივიღე…
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 19:32:07
პავიჩისგან მეტს ველოდი, მაგრამ ერთი ნაწარმოებით მიჭირს თქმა, “ჩემი” მწერალია თუ არა. მოგვიანებით დავუბრუნდები
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 19:22:03
როგორც სხვა თვეები ნოებერიც ჩემთვის ჯერ უცნობი, საინტერესო წიგნებითაა დატვირთული. აი მე აქედან მარტო ბუზთა ბატონი მაქვს წაკითხული. ძალიან მაგარი წიგნია, ახლაც მახსოვს საწყალი ღუტა თავისი სათვალით ან ჯუნგლებში მორბენალი რალფი. (იმდენად მძაფრად განვიცადე რომ რალფი რომ არსებობდეს და ცოცხალი იყოს ეგრევე მივხვდებოდი, რომ ისაა). ძალიან მაგარია! ❤ ყველაზე საშინელი კი ამ ყველაფრის დღევანდელ რეალობასთან შედარებაა, ისინი ცივილიზაციას მოწყდნენ, მაგრამ ეს ცივილიზებული ადამიანებიც რომ კარგავენ ადამიანობას! საშინელებაა! 😦
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 19:37:50
საინტერესო ნაწარმოებების “სიძლიერე” სწორედ დღევანდელობასთან სიახლოვეა…
ღუტა? რა საინტერესო თარგმანია 🙂 რატომღაც მეგონა, რომ ქართულად მსუქანა იქნებოდა 🙂
LikeLike
ნოე 30, 2011 @ 19:42:38
ნამდვილად! 🙂 🙂 🙂 ხო რავი, ნამდვილად ეგრე წერია ღუტა. 🙂 🙂 🙂 ❤
LikeLike
დეკ 03, 2011 @ 18:25:42
დავიმალე და გავქრი მე . . . არც ერთი არ მაქვს განაგონი ზიუსკინდის გარდა 🙂
LikeLike
დეკ 03, 2011 @ 18:29:08
როგორც ვასიკო იტყოდა, მოსალოცი ამბავია 🙂
LikeLike
დეკ 04, 2011 @ 15:47:58
არ მაქვს წაკითხული არც მე. :ს
ვაიმე,იმდენი საინტერესო წიგნია ამ ქვეყნად წასაკითხი,რომ მოვასწრებ კი მათ წაკითხვას? 🙂
LikeLike
დეკ 04, 2011 @ 17:09:00
დიდი ხანია ეს აზრი მაწუხებს 🙂 24 საათი აშკარად არ არის საკმარისი ყველა საინტერესო წიგნის წასაკითხად (არც ძილისთვის, ხეტიალისა და კიდევ რამდენიმე “კარგი” საქმისთვის) 🙂
LikeLike
დეკ 05, 2011 @ 21:46:08
ამ ბლოგზე ბევრ ისეთ წიგნს ვპოულობ… დავფიქრდები ხოლმე – ჩავაბარო და მერე ყველა უცნობს წავიკითხავ-თქო.
ისე მომენატრა ახალი წიგნის წაკითხვა, გონებას რომ მთლიანად მოგტაცებს… სულ რომ აგირ-დაგირევს მოსაზრებებს, ისევ წაიკითხავ, კიდევ დაფიქრდები, აღელდები, კიდევ წაიკითხავ-უფრო მეტი აზარტით, საყვარელ ადგილებს ისევ ამოიკითხავ… და უცებ ისეთ დეტალებს შეამჩნევ… თავადვე გაგიკვირდება. შემდეგ სხვა ნაწარმოებებს გონებაში გადახედავ და ახლა მათ დაუკავშირებ,
ამათგან არცერთი წამიკითხავს.
ისევ დავფიქრდი – ჩავაბარო და… : )
LikeLike
დეკ 06, 2011 @ 11:31:02
ჩემი აბიტურიენტობა გამახსენდა 🙂 შიგადაშიგ “ვაპარებდი” ხოლმე არასაპროგრამო ნაწარმოებებს, მაგრამ… ჩაბარების მერე ავინაზღაურე დანაკლისი 🙂 ალბათ სტუდენტობა საუკეთესო პერიოდია “ლიტერატურული მოგზაურობებისთვის” 🙂
LikeLike
დეკ 13, 2011 @ 22:55:26
გოლდინგი მეც მომწონს… აი, პავიჩს თითქოს ვერ გავუგე და ვერ ჩავუჯექი, მაგრამ შენი აღწერის მერე კიდევ ვცდი 🙂
LikeLike
დეკ 14, 2011 @ 15:07:52
ამბობენ პავიჩს უკეთესი ნაწარმოებებიც აქვსო. მოგვიანებით მეც უნდა ვცადო 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 07:58:28
ჰეროსთან მე ცუდი მოგონებები მაკავშირებს და გამაჟრიალა, ახლა აქ რომ წავაწყდი :დ :დ :დ
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 14:27:00
რადგან ცუდი მოგონებაა, არ ვიკითხავ კავშირს ჰეროსთან, მაგრამ პავიჩს უკვე ვაპატიე პატარა იმედგაცრუება : )
LikeLike
დეკ 24, 2011 @ 17:09:46
და შენ აღარ წერ ?
LikeLike
დეკ 24, 2011 @ 18:17:08
მთლად წერას ვერ დავარქმევდი, რასაც აქ ვაკეთებ 😀 მაგრამ თვის ბოლოს ტრადიციულად მაინც “მოვაბოდიალებ” რამეს 😀
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 16:18:26
ნოემბერში უფრო კარგად მქონია საქმე 🙂
LikeLike
იან 08, 2012 @ 20:23:53
სუნამოც წაგიკითხავს 🙂 გუდ 🙂
LikeLike
იან 08, 2012 @ 20:34:29
დიახ, დიახ 🙂 გავიცანი ბატონი პატრიკი 🙂
LikeLike
იან 24, 2012 @ 20:59:48
მორავია გავიცანი თინეიჯერობისას :დ ფრიად “ურცხვი” (და აკრძალული, ასე ეძახდა ჩემი მშობლების თაობა) რომანით “ჩოჩარა”. მალულად ვკითხულობდი, დედაჩემს რომ არ დაენახა. ისე გულისმომკვლელი ისტორიაა..
მერე ხელში ჩამივარდა ნოველების კრებული… მაგარი მწერალია,
და “ბუზთა ბატონი” – კარგი არჩევანია…
LikeLike
იან 25, 2012 @ 11:31:16
დედაჩემისგან ვიცი “ჩოჩარას” “ურცხვობის” ამბავი 😀 მაშინ ჯერ უელბეკი და ბეგბედერი არ არსებობდნენ…
LikeLike
იან 26, 2012 @ 08:21:05
დედა მოგიყვა შინაარსს?
ნეტა მე რატო არ მომიყვა? 😦 დამჩაგრეს რა… ეხლა კი შემიძლია ველაპარაკო ჩოჩარაზე, ნერვი არ აუტოკდება (იცის რომ ბევრი ვიცი :დ), მაგრამ მაშინ 14 წლისას…
პირანდელოც მეცნო, მაგრამ მაგის ნოველების კრებული მაქვს გასინჯული, მაინცდამაინც ძლიერი არაა, მორავია ჯობია.
LikeLike
იან 26, 2012 @ 11:21:52
შინაარსს არა, მაგრამ წაკითხვის წინ “გამანდო” ძველი საბჭოთა აზრი ამ ნაწარმოების შესახებ 😀
ამ ორ იტალიელს შორის მეც მორავიას ვამჯობინებ.
LikeLike
აპრილი 05, 2012 @ 13:21:31
ზიუსკინდზე შემიძლია გითხრათ, მე მაქვს თარგმნილი წიგნი სამი ამბავი და ერთი დაკვირვება; მასში შედის: ,ბიძგი სიღრმისაკენ”, “ბრძოლა”, “მეტრ მუსარის აბდერძი” და ლიტერატურული ამნეზია. პირველი და ბოლო ნიკასთან დავდე მკითხველის ბლოგზე Santeli.ge . “მტრედიც” რა ხანია თარგმნილი მაქვს და კოპირაიტზე გვაწვალებენ შვეიცარიელები. უნებართვოდ ვერ გამოვცემთ.
LikeLike
აპრილი 05, 2012 @ 16:19:13
“მტრედი” ძალიან მაინტერესებს 🙂 იმედია, ნებართვას მალე მიიღებთ…
LikeLike
აპრილი 07, 2012 @ 12:21:09
მეც ვიმედოვნებ, კარგი იუმორითაა დაწერილი, ნოველები სულ სხვაა, ვიდრე ეს მისი გახმაურებული რომანი. თვითონვე უთქვამს, ასეთ საშინელებას მეორედ ნამდვილად ვეღარ დავწერო!
LikeLike