ეს კითხვა ვასიკო კეჟერაძისთვის რომ დაგვესვა, კარცერ ლუქსს შემოგვთავაზებდა : ) მაგრამ მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ლიტერატურის მოყვარული კაცის მიმართ, უნდა ვაღიაროთ, რომ კარცერი მხოლოდ მკითხველების ოცნებაა. ფრანგები მომავალი კლიმის აღზრდისას უფრო რეალურ რჩევებს იყენებენ, რომლებსაც მათ დანიელ პენაკი აძლევს (მისი რჩევების უმეტესობა პირადად მაქვს გამოცდილი (ჯერჯერობით ცალმხრივად) და შემიძლია ვთქვა, რომ ამართლებს.). როგორც პოსტის წერის დროს აღმოვაჩინე, რამდენიმე დღის წინ ბატონი პენაკი ქართულადაც “ამეტყველდა”, ასე რომ, იქნებ ჩვენც დაგვეხმაროს “რომანივით საკითხავი” წიგნი : )
ახალგაზრდების უწიგნურობა რომ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა, ეს არავისთვისაა საიდუმლო. ოჯახებში, სანათესაო-სამეგობრო-სამეზობლოში თუ სოციალურ ქსელებში სერიოზული დისკუსიები იმართება მომავალი თაობის ინტელექტის დონის განსაზღვრისთვის. ძირითადად დასკვნა ყოველთვის ერთნაირია: ახალგაზრდები არ კითხულობენ და ამის მიზეზი ტელევიზორი და კომპიუტერია. პენაკი მათ არ ეთანხმება და, ჩემი აზრით, მართალიცაა.
მომავალი კლიმის აღზრდა, რა თქმა უნდა, ზღაპრების კითხვით იწყება. საინტერესოდ წაკითხული ზღაპარი ისე აღვიძებს მკითხველის მადას, რომ მომავალი კლიმი ვეღარ ითმენს და კითხვას სწავლობს (თუ აღმზრდელები კარგად “მუშაობენ”, მაშინ ეს სკოლაში შესვლამდე ხდება ხოლმე). მშობლებიც “ამოისუნთქავენ” და მშვიდად გადაინაცვლებენ ტელევიზორთან – მომავალი კლიმი უკვე თავად კითხულობს ზღაპრებს და აღარ ართმევს მათ “ძვირფას” 15 წუთს. თან დიდი მონდომებით ფიქრობენ, რამდენი გვერდის წაკითხვის შემდეგ დააჯილდოვონ პატარა მკითხველი ტელევიზორის ყურების უფლებით. შედეგად წიგნის “ავტორიტეტი” ეცემა და კლიმიც სხვადასხვა “მაქინაციებით” ცდილობს წიგნის ფილმებით ჩანაცვლებას. ამასობაში “გამოფხიზლებული” მშობლები უკვე “მაღალ ტონალობაში” ითხოვენ ანგარიშის ჩაბარებას წაკითხული წიგნის შესახებ და აი აქ თავს იჩენს ვერ გაგების შიში.
ოჯახური კონფლიქტების პარალელურად, “ლიტერატურული დრამა” ვითარდება სკოლაშიც. აქ ვერ გაგების ფობიას ემატება ვერ მოსწრების შიში და შედეგად ყველა პროგრამული ნაწარმოები “სისულელედ” იქცევა.
რა უნდა ვქნათ ასეთ დროს? წიგნის თაროები ივსება მტვრით და მომავალი კლიმიც მეტად ეჯაჭვება “პლეერს”. მასწავლებლებიც სულ უფრო ნაკლები ინტერესით კითხულობენ ერთმანეთისგან გადაწერილ თემებს და მშობლებიც “დანანებით” უყვებიან მეგობრებს, რომ კითხვის დრო უბრალოდ არ რჩებათ.
როგორც ჩანს “სამკურნალო” მხოლოდ მომავალი კლიმი არ ყოფილა : ) პირველ რიგში მშობლები უნდა დაფიქრდნენ – რატომ პოულობს კითხვისთვის დროს ქალი, რომელიც მუშაობს, დარბის მაღაზიებში, ზრდის შვილებს, აბამს რომანს ერთდროულად სამ კაცთან, დადის დანტისტთან და ბინას იცვლის? ბოლოს იქნებ იმ დასკვნამდეც მივიდნენ, რომ მთავარი სურვილი ყოფილა და დროის “მოპარვა” ყოველთვის შეიძლება. ის, რომ მომავალმა კლიმმა კითხვა იცის, სულაც არ ნიშნავს, რომ ხანდახან ძველებურად “ერთობლივი კითხვის სეანსების” ჩატარება არ შეიძლება. და სხვათა შორის, ისიც შეიძლება, რომ კლიმი მშობლებივით არ იყოს შეყვარებული სტენდალზე : )
რაც შეეხება სკოლას, სულაც არ არის აუცილებელი მასწავლებელი “ტრადიციული” გაკვეთილების ჩატარებით შემოიფარგლოს. საინტერესოდ მიწოდებული ნაწარმოებები მოსწავლეების თვალში მწერლებს გააცოცხლებს და უცებ კლასში გამოცხადდებიან ზოლა, ბრეხტი და უაილდი. აბა რომელი მოსწავლე გაუძლებს ცდუნებას და შემდეგ გაკვეთილამდე დაელოდება ჟან ბატისტ გრენუის ამბის გაგრძელებას? იგივე მოხდება ოჯახშიც – შვილი მშობლების სამსახურიდან დაბრუნებამდე “ჩაუჯდება” “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას” და საბოლოოდ მივიღებთ სასურველ შედეგს – ბოლო ფურცლის გადაშლის შემდეგ კლიმი მარტო არ რჩება. მასთან ერთად არის ექო. ზიუსკინდის ხმა თარგმანის ფილტრის შემდეგაც კი არ ჰგავს მარკესის ხმას – პირველი სიტყვებიდანაც კი ცხადია. და ჩნდება უცნაური გრძნობა – ზიუსკინდი და მარკესი მიმართავენ პირადად კლიმს, პირადად მას უყვებიან ამბავს და ისიც ირჩევს ხმას, რომელიც მეტად მოსწონს.
და ბოლოს პენაკის შემოთავაზებული მკითხველის 10 ხელშეუხებელი უფლება:
2.გამოვტოვოთ გვერდები
3.ბოლომდე არ წავიკითხოთ
4.ხელახლა წავიკითხოთ
5.რაც გვინდა ის წავიკითხოთ
6.ბოვარიზმი(ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება)
8. საიდანაც გვინდა,იქიდან დავიწყოთ კითხვა
9.ხმამაღლა ვიკითხოთ
10.არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე
თებ 01, 2012 @ 20:44:59
ფანტასტიკური უფლებებია, ვისიამოვნე
LikeLike
თებ 02, 2012 @ 06:21:44
ძალიან მომეწონა 🙂
მართლა ასეა, მე არც კითხვის დაძალების დრო გამომივლია არც დაუძალებლობის. მამაჩემმა სხავანაირად მოახერხა ჩემში “მკითხველის” გაღვივება,. გვიყვებოდა ძალიან საინტერესო ამბებს , მერე გვეუბნებოდა რომ ამაზე უფროკარგად აი “ამ” წიგნში ერია. მერე მივხვდი რომ ბევრი წიგტნია ისეთი სადაც საინტერესო რამეების პოვნა შეიძლება 🙂 და ნელ-ნელა ავეწყვე მერე 🙂
მე-5-ე და მე-7-ე წესები მიმაქვს 🙂
LikeLike
თებ 02, 2012 @ 09:54:37
მეც მომეწონა მკითხველის უფლებები 🙂 მეცხრეს გარდა ყველა მაქვს წარმატებით გამოყენებული 🙂
LikeLike
თებ 02, 2012 @ 11:05:23
მკითხველის კონსტიტუცია 🙂 ფანტასტიურია. ყოჩაღ მესიე პენაკს.
ეს წიგნი მაგნუმშიც ახსენეს ამას წინათ და ვერ მივაღწიე მაღაზიამდე. არადა, საინტერესოა.
LikeLike
თებ 02, 2012 @ 14:20:25
გაიხარე ამ წიგნზე რომ დაწერე 🙂
მე ვახსენე მოლ მაგნუმში, პრეზენტაციაზე მინდოდა წასვლა მაგრამ ვერ წავედი. დღეს ვიკითხე და “დიოგენე”ს ფბზე მითხრეს თებერვლის ბოლომდე აქცია გვაქვს 7 ლარი ეღირებაო :)) უნდა ვიყიდო აუცილებლად 🙂
LikeLike
თებ 02, 2012 @ 16:59:54
ნამდვილად ღირს წაკითხვა 🙂
LikeLike
თებ 02, 2012 @ 17:43:43
საონტერესოა, უფლებები მთლად გადასარევი. 🙂
LikeLike
თებ 03, 2012 @ 12:38:50
…და, რაც მთავარია, “ურეალურესი” 🙂
LikeLike
თებ 03, 2012 @ 13:10:18
ხო ნამდვილად. აი ხანდახან მე-9 უფლებასაც ვიყენებ ხოლმე. მომწონს როდესაც განსაკუთრებულ რამეს რამდენიმენაირად აღვიქვამ – თვალით, სმენით და გონებით. 🙂 🙂 🙂
LikeLike
თებ 03, 2012 @ 17:07:05
ჯერჯერობით მე-9 უფლების გამოუყენებლობის უფლებით ვსარგებლობ 😀
LikeLike
თებ 03, 2012 @ 12:13:24
მიყვარს მგზავრობისას კითხვა, მაგრამ ვინ დაგაცდის ნინო ჩხეიძეს ხომ უნდა მოუსმინონ მარშუქტკის მძღოლებმა? 🙂 კარგი პოსტია ნამდვილად 🙂 მშობლები ყველაზე მეტს აშავებენ თავისი ’’მოუცლელობით’’.
LikeLike
თებ 03, 2012 @ 12:37:44
ნინო ჩხეიძე მტკივნეული თემაა 😀 კონსპექტების კითხვა მისი ხმის ფონზე “უდიდესი სიამოვნებაა” (მხატვრულ ლიტერატურაზე აღარაფერს ვამბობ) 😀
LikeLike
თებ 08, 2012 @ 19:07:51
მოუთმენლად ველოდი თქვენს პოსტს, მაგრამ ახლა მოვახერხე მისი წაკითხვა, ძალიან საინტერესოა უნდა ვნახო ეს წიგნი დამაინტერესეთ 🙂
LikeLike
თებ 08, 2012 @ 19:50:52
დიდი მადლობა 🙂
…”თქვენ” ანუ მე? 🙂 ჯერ ახალგაზრდა ვარ ასეთი ოფიციალურობისთვის 😉
LikeLike
თებ 09, 2012 @ 18:06:30
გავითვალისწინებ 🙂
LikeLike
თებ 12, 2012 @ 17:24:16
ვახ,ვახ.. 🙂 მშვენიერი რჩევებიი,ნეტავ მშობლებს ასე რომ აღვეზარდე,როგორი ვიქნებოდი? 🙂
LikeLike
თებ 12, 2012 @ 20:32:13
მე მგონი რაღაც მეთოდი მათაც ექნებოდათ 😉 🙂
LikeLike
თებ 13, 2012 @ 11:39:05
ეგ ჰოო. 🙂 მგონი..
LikeLike
თებ 13, 2012 @ 13:33:30
კარგია, ერთი შეხედვით (წიგნი) სად შეიძლება ვიშოვო?
LikeLike
თებ 13, 2012 @ 14:10:20
ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში. ახლახანს გამოსცა “დიოგენემ”.
LikeLike
თებ 13, 2012 @ 15:57:03
აუცილებლად მოვძებნი 🙂
LikeLike
თებ 16, 2012 @ 14:35:33
დღეს ვიყიდე 🙂 თან თებერვლის ბოლომდე დიოგენეში 7 ლარადაა 🙂
LikeLike
თებ 16, 2012 @ 19:00:18
ჩემი აზრით, საუკეთესო ფასია ამ მოცულობის წიგნისთვის. ყოჩაღ, დიოგენე 🙂
LikeLike
თებ 18, 2012 @ 08:12:28
ჰაჰააჰ, რა მაგარია :დ აი მესმის
LikeLike
აგვისტო 25, 2012 @ 22:51:23
პენაკის სიტყვებს გავიმეორებ: “უწინგნურობა, ალბათ, ასეთი სადარდებელი არ იქნებოდა, ჩვენ რომ ისეთ თაობას, ეპოქას, წრეს ან ოჯახს ვეკუთნოდეთ, სადაც კითხვას უშლიდნენ.” აკრძალული ხილი,მართლაც რომ, ყველაზე გემრიელია ეს ჩვენი წინაპრებიდან ვიცით 🙂 🙂 )
LikeLike
აგვისტო 26, 2012 @ 00:35:32
მართალია ბატონი დანიელი, როგორც ყოველთვის 🙂
LikeLike
იან 20, 2013 @ 20:07:45
მართლაც რომ შესანიშნავი წიგნია.
LikeLike
იან 20, 2013 @ 21:19:40
ნამდვილად 🙂
LikeLike