დიდი ძმა გვიყურებს ანუ როგორ კლავენ სულებს

“1984”, “ცხოველების ფერმა”-ამბობენ, ეს ნაწარმოებები ჯორჯ ორუელმა საბჭოთა კავშირს “მიუძღვნაო”, თუმცა ვერც  იმ ფაქტს უარვყოფთ, რომ დიქტატურა XX საუკუნის 20-იან წლებამდეც არსებობდა და XXI საუკუნეშიც არსებობს. აი, გრიგოლ რობაქიძემ კი ნამდვილად სსრკ-ს ჭეშმარიტი სახე დაგვიტოვა “ჩაკლული სულის” სახით. სწორედ ამ სამ ნაწარმოებს გავაერთიანებთ დღეს ჩემს “რიგგარეშე” პოსტში და ლიტერატურულ-რეალურ ავტორიტარიზმს განვიხილავთ.

როგორც წესი, დიქტატურის “საწყისი” საყოველთაო თანასწორობა და დემოკრატიაა ხოლმე (დიქტატურის წინაპირობა დოსტოევსკიმაც გვიჩვენა თავის რომანში “ეშმაკნი”). ამ ფასეულობების დამყარებისთვის ხდება რევოლუცია, მაგრამ რეალობა სულ სხვანაირია – პარტია იბრძვის ძალაუფლებისთვის საკუთარი თავისთვის და სულ არ ადარდებს ხალხის კეთილდღეობა. შედეგად თანასწორობა მხოლოდ ზოგიერთებისთვისაა. ახალი სახელმწიფოს მეთაური ნელ-ნელა მოხერხებულად ეწყობა დიქტატორის სავარძელში (ღორი ნაპოლეონისა არ იყოს, რომელიც სტალინის ალეგორიად მოიაზრებოდა), შემდეგ კი სულაც მისტიური ფიგურის სტატუსს იძენს (დიდი ძმის მსგავსად, რომელიც ასევე სტალინის პროტოტიპად ითვლება). ის იშორებს კონკურენტებს და მათგან მტრის ხატს ქმნის (გოლდსტეინი, რომელიც ტროცკის ანალოგად მიიჩნევა). მტრის ხატი იქმნება “ფარდის” იქით არსებული ქვეყნებისგანაც.

სანამ დიქტატორი პოზიციებს გაიმყარებს, მანამდე მიზანმიმართული, ჭკვიანურად მოფიქრებული გეგმის განხორციელებაა საჭირო. რადგან ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ თავიდანვე ხდება სულების ჩაკვლა, ღმერთის “მოსპობა” და წარსულის “გადაწერა”. ვინც წარსულს მართავს, ის მართავს აწმყოსა და მომავალს, ამიტომ წარსული უნდა “გაქრეს”. გაქრობას ექვემდებარება სიტყვები და ადამიანებიც (ცნობილი ფაქტია, რომ რეპრესირებულთა საჯაროდ ხსენებას  ერიდებოდნენ). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შენიღბულად ხდება. მთავარია, წვრილმანი კანონები დაიცვა და დიდ დარღვევებს რა უშავს.

მას შემდეგ, რაც დიქტატორი მყარად დაიმკვიდრებს ადგილს და შემოიკრებს კრიმინალებს, ის მდგომარეობის შესანარჩუნებლად “ქმნის” ახალ წესებს ცხოვრებისთვის. პირველ რიგში, ადამიანები უნდა “გადაეჩვიონ” ფიქრს. ამისთვის აუცილებელია მათგან “გამოიწოვოს” სიყვარული, მეგობრობა, სიცილი, სიხარული, სიმამაცე, ღირსება, ვნება (ამაზე “ის” ცნობილი ფრაზა რომ არ გაგვახსენდეს, არ შეიძლება, რომელიც თუ არ ვცდები, ბრეჟნევს ეკუთვნის). ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ პირადი საკუთრება, თავისუფალი დრო და რწმენა (და თუ მაინც ვერ გაუძლებენ ცდუნებას და წავლენ ეკლესიაში იქ ახალი “ტიპის” სასულიერო პირი დახვდებათ – როგორც ერთი საკმაოდ საინტერესო რუსი პოეტი და მუსიკოსი იტყოდა, მღვდელი, რომელიც ანაფორის ქვეშ სუკ-ის სამხრეებს მალავს).

ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება კითხვა – და მომავალი? რა ელით დიქტატურის მსხვერპლთ? ალბათ მათი მომავალი ისეთივე იქნება, როგორიც უინსტონის ან თამაზის. თუ გაიფიქრებენ, რომ ორჯერ ორი ოთხია, ფიქრების პოლიცია მათ სიყვარულის სამინისტროში ამოაყოფინებს თავს და მათ მომავალს იმ ჩექმის სახე ექნება, ადამიანს რომ თელავს. არსებობს მეორე ვარიანტიც – შეუძლიათ ისე დაიხოცონ, რომ სძულდეთ ავტორიტარული რეჟიმი, ეს კი ჯორჯ ორუელის აზრით, უკვე თავისუფლებაა.

საბედნიეროდ, საბჭოთა რეჟიმი წარსულს ჩავაბარეთ, მაგრამ დიქტატურის ფენომენი ისევ არსებობს (რაღა შორს წავიდეთ, სსრკ-ს სამართალმემკვიდრე დიქტატორითურთ სულ აქვე, მეზობლად გვყავს). ასე რომ, ორუელი ჯერ კიდევ ცოცხალია და ვინ იცის, იქნებ დიდი ძმა ჩვენც გვიყურებს?

P.S. თუ გაიხსენებთ ამ თემატიკის ნაწარმოებებს, არ დაიზაროთ და მირჩიეთ:)

16 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მარ 07, 2012 @ 23:53:58

    ორუელი, სამწუხაროდ, ყოველთვის ცოცხალი იქნება.

    ასტურიასის “ბატონ პრეზიდენტს” გადახედე.

    Like

    პასუხი

  2. Ibi
    მარ 08, 2012 @ 00:37:32

    1984 არ მაქვს წაკითხული, დანარჩენი 2 კი…
    შემიყვარდა შენი პოსტები, საშინლად ❤

    Like

    პასუხი

  3. სანდრო
    მარ 08, 2012 @ 12:44:38

    ნაპოლეონისადმი დამოკიდებულებამ ცოტა გამაოცა 🙂 მინდოდა რობაქიძის წაკითხვა მაგრამ ვერ მოვახერხე რატომღაც 🙂

    Like

    პასუხი

  4. tsotnee
    მარ 08, 2012 @ 13:07:49

    ერთადერთი დოსტოევსკი არ მაქვს ჯერ წაკითხული.
    პ.ს. გიყურებს! 😉

    Like

    პასუხი

  5. niksologi
    იან 25, 2013 @ 07:25:02

    ფრანც კაფკას “პროცესი”, კეჟერაძე

    Like

    პასუხი

  6. Trackback: წელს წაკითხული წიგნებიდან | A Magazine
  7. Trackback: მივაგოთ პატივი კატალონიას! | კეჟერაძის ბლოგი
  8. TheBrolest
    იან 09, 2016 @ 20:24:38

    ევგენი ზამიატინის “ჩვენ”
    ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო”

    Like

    პასუხი

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: niksologi კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: