სამი დიუმა და ერთი მორუა

ალექსანდრ დიუმა-მამა ბიბლიოფილების უმეტესობისთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. მის ვაჟსაც ყველა თუ არა, უმეტესობა მაინც იცნობს. დიდი ალექსანდრის მამაზე ცოტას თუ სმენია, მაგრამ ისიც საკმაოდ საინტერესო პიროვნება იყო. სწორედ მათი ცხოვრების დეტალების გასაგებად ვისარგებლე ანდრე მორუას მეგზურობით და ახლოს გავიცანი “სამი დიუმა”.

გენერალი თომა-ალექსანდრ დიუმა ცნობილი სამხედრო პირი გახლდათ. ფრანგი მარკიზისა და შავკანიანი მონა ქალის ეგზოტიკური გარეგნობის ვაჟის ცხოვრების ისტორია ინტერესს ნამდვილად იწვევს. მამისგან გვარჩამორთმეული (მარკიზი დავი დე ლა პაიეტრის საპატიო გვარს ატარებდა) სამშობლოს სამსახურში ჩადგა, რევოლუციაში აქტიური მონაწილეობაც მიიღო, მაგრამ ეგვიპტის დაპყრობისას ძველ მეგობარ ნაპოლეონთან ურთიერთობა გაუფუჭდა, იტალიაში ტყვედ ჩავარდა და საბოლოოდ მძიმედ დაავადებული და უარყოფილი ოჯახს დაუბრუნდა, რის შემდეგაც დიდხანს აღარც უცოცხლია. სწორედ მისგან მიიღეს მემკვიდრეობით მომდევნო ალექსანდრებმა წარმოსადეგი გარეგნობა, მემბოხე სული და საფრანგეთის სიყვარული.

რა თქმა უნდა, არ გამკვირვებია, რომ მორუა ნაწარმოების უმეტეს ნაწილს მსოფლიოში ცნობილ მწერალს ალექსანდრ დიუმა-მამას უთმობს. როგორც აღმოჩნდა, პროვინციიდან ჩამოსული ალექსანდრისთვის არც თუ ისე ადვილი ყოფილა პარიზის დაპყრობა. მკითხველების გულებამდე მიმავალ გზაზე იყო სიღარიბე, იმედგაცრუება, დამარცხება, უამრავი მტერი თუ მეგობარი, უამრავი ქალი… ყველაფერი გადამწერობიდან დაიწყო, შემდეგ კი იყო თეატრი. როგორც დღეს ჩანს, დიუმა დრამატურგიაში ვერ ავლენდა თავის შესაძლებლობებს, რადგან მისი პიესები ინტერესს აღარ იწვევს. თუმცა იმ ეპოქაში ეს იყო ცხოვრების ერთადერთი საშუალება. ჰიუგო და ბალზაკიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ და ახალგაზრდა დიუმაც გადაეშვა თეატრის ბოჰემაში, მით უფრო, რომ მსახიობი ქალების უმეტესობა სიხარულით ებმებოდა მექალთანე ალექსანდრის მახეში. სავსე პარტერი და სახელი აფიშაზე – მას მეტი არაფერი სურდა. თუმცა ნელ-ნელა დრო შეიცვალა. მწერლები ისტორიულ დრამაზე გადავიდნენ. ვიქტორ ჰიუგომ “პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი” დაწერა და ალექსანდრმაც მას მიბაძა. ასე დაიბადა ყველასთვის საყვარელი არაერთი ნაწარმოები. იმ დროს რომანებს “კონვეირული” წესით წერდნენ – გასამრჯელოს მოცულობის მიხედვით იღებდნენ და ამ მიზნის მიღწევაში მწერალს თანაავტორები ეხმარებოდნენ. სწორედ ასეთ პიროვნებასთან, ოგიუსტ მაკესთან ერთად დაამუშავა დიუმამ “დ’არტანიანის მემუარები” და “მადამ ლაფაიეტის მემუარები” მუშკეტერების ციკლისთვის, პარიზის არქივში აღმოჩენილი “პიკოს საქმე” მონტე-კრისტოს იდეისთვის და ა.შ. პარალელურად მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო – ალჟირში, შვეიცარიაში, იტალიაში, საქართველოში – და ჩანაწერებს აკეთებდა. ერთი შეხედვით, ალექსანდრ დიუმა-მამამ მიზანს მიაღწია, მისი სახელი ყველამ გაიგო, მაგრამ გულღია და მხიარულ მწერალს სერიოზულად არ უყურებდნენ, არ ელეოდა პრობლემები ქალებთან, უკანონო შვილებთან, კრედიტორებთან…

…და აი, მორუა გვაცნობს კიდევ ერთ ცნობილ პიროვნებას ამ ოჯახიდან – ეს არის ალექსანდრ დიუმა-შვილი – თანატოლებისა და დედინაცვლისგან დაჩაგრული, სიღარიბეში გაზრდილი, დიდი მწერლის უკანონო შვილი. ასეთი წარსულის ახალგაზრდისთვის ადვილი არ იყო მამის ჩრდილიდან გამოსვლა და შესაძლოა ბოლომდე ვერც შეძლო ამის გაკეთება. ფართო მასებისთვის მხოლოდ ერთი ნაწარმოების მწერლად დარჩა (ეს არის “ქალი კამელიებით”, რომელიც მისი ცხოვრების ეპიზოდს წარმოადგენს), მაგრამ მთავარს მიაღწია – ის მხოლოდ დიდი ალექსანდრის შვილად არ დარჩა – დიდ ალექსანდრსაც ალექსანდრ დიუმა-მამას უწოდებენ…

P.S. ამ ოჯახის ისტორია ალექსანდრ დიუმა-მამის ნაწარმოებს ნამდვილად დაამშვენებდა, მაგრამ მაშინ ვერ გავიგებდით, რა არის სინამდვილე და რა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი : ) ანდრე მორუამ შესანიშნავად გაართვა თავი ბიოგრაფიულ რომანს და გარდა იმისა, რომ რეალობა გადმოგვცა, მოწყენის საშუალებაც არ მოგვცა…

7 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 05, 2012 @ 23:36:36

    ახლა “დიუმას კლუბიც” გადაიკითხე და სრული სურათი გექნება 🙂

    Like

    Reply

  2. katerina
    Apr 06, 2012 @ 17:30:43

    დიუმებიდან მე მამა უფრო მომწონს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 06, 2012 @ 19:13:18

      როგორც მივხვდი, მორუასაც მამა უფრო მოსწონს 🙂 როგორც ყველას (ან უმეტესობას მაინც)…

      Like

      Reply

  3. სანდრო
    Apr 07, 2012 @ 10:10:00

    რა თქმა უნდა დიუმები მეც მომწონს მამა უფრო თავისთავად მაგრამ მისი შვილის კამელიებიც ძალიან მომეწონა, ისე არ ვიცოდი შვილი თუ უკანონო ყავდა 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 07, 2012 @ 15:58:05

      თვითონ ამბობდა, 500-მდე შვილი მეყოლებაო 😀 …და ყველა უკანონო 😀

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: