მარადიული ომის სურათები

…ის არ ცდილობდა თავისი ფოტოების რეალისტური სისატიკის გამართლებას იმით, რომ ომი სძულდა… მას მხოლოდ ომის, როგორც კოსმიური აბსურდის, გაშიფრვა სურდა… ის ბატალისტი იყო… მან ფოტოებზე აღბეჭდა ომის ქარცეცხლში გახვეული კვიპროსი, ვიეტნამი, ლიბანი, კამბოჯა, ერიტრეა, სალვადორი, ნიკარაგუა, ანგოლა, ერაყი, … მაგრამ ასეთი ადგილები ხომ ყოველთვის ერთი ადგილია… ვიღაც იყო ომში, ვიღაც – არა, მაგრამ სინამდვილეში ომი ყველას უნახავს… და აი, ფოტოგრაფ ფოლკთან ერთად ვათვალიერებთ მარადიული ომის სურათებს: ნჯამენაში ტყვეებს ნიანგებს უგდებენ, დაჭრილი ბავშვი მოკლული დედის ცხედარს დაჰყურებს, მასწავლებელი მოსწავლეებს წინ მიუძღვის, ძალაგამოცლილი, მზერადაცარიელებული ჯარისკაცები მიუყვებიან გზას, რომელიც თითქოს არსად მიდის… ბოლო ფოტოზე ფოლკის საყვარელი ქალი აღიბეჭდა, ომის კიდევ ერთი მსხვერპლი და ყოფილ იუგოსლავიაში ომიც დამთავრდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ის ისევ გაცოცხლდეს – ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ნიუ-იორკში. დასაღვრელი სისხლი კიდევ ბევრია, ჰაერში ისევ ტრიალებს smell of war, მანამდე ჩვენ ავტომობილისა და ტელევიზორის ყიდვაზე ვფიქრობთ, ომის ფოტოები კი რეკლამის საშუალებაა… ასე გრძელდება ტროადან ერაყამდე, ავღანეთიდან საქართველომდე…

…ომის ჟურნალისტები მარკესი და ბარლესიც ყოფილ იუგოსლავიაში მუშაობენ. მათთვის ეს კომანჩების ტერიტორიაა – ადგილი, სადაც გზები ცარიელია, სახლები ნანგრევებადაა ქცეული და ფეხქვეშ ყოველთვის შუშის ნამტვრევებს გრძნობ იმიტომ, რომ ომში გზა ყოველთვის ნამტვრევებითაა მოფენილი… ომი ყოველთვის მოულოდნელად გვატყდება თავს და ყოველთვის ერთნაირია – ორი შეშინებული ჯარისკაცი ერთმანეთს ესვრის, ვიღაც ნაბიჭვარი კი სავარძელში ზის კონდიციონერის ქვეშ, სიგარას ეწევა და იგონებს ლოზუნგებს, ქმნის უცნობი ჯარისკაცის საფლავის ესკიზებს…

P.S. ამ ორი (ზოგადად კი, სამი) ნაწარმოების შემდეგ არტურო პერეს-რევერტემ ჩემს ფავორიტთა შორის დაიმკვიდრა ადგილი… თემატიკიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ სასიამოვნო მოგზაურობა გამოვიდა, მაგრამ მარადიული ომის ასეთი რეალური სურათები არავისთან შემხვედრია…

9 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    აპრილი 17, 2012 @ 21:55:01

    ბატალისტი ძალიან კარგი რომანია. მაგრამ მხოლოდ ძალიან კარგი 🙂 აი, კომანჩების ტერიტორია, მიუხედავად იმისა, რომ დიუმას კლუბიც არსებობს, ფლამანდური დაფაც და სევილიური ზიარებაც, ჩემთვის საუკეთესო (ყოველგვარი კონკურენციის გარეშე) რევერტეა. თვე არ გავა, ორჯერ მაინც არ ჩავაგდო ჩანთაში ეს წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ ქინდლშიც მაქვს, და არ გადავიკითხო.

    Like

    პასუხი

  2. ჭიამარია
    აპრილი 18, 2012 @ 10:54:32

    რევერტეზ წაკითხვას თავი ევრ მოვაბი. ძალიან აქებთ თქვენ ორი 🙂

    Like

    პასუხი

  3. mecmikvarkhar
    აპრილი 18, 2012 @ 14:36:51

    მეც მალე შემოვუერთდები რევერტეს კლუბს ვატყობ 🙂 თან ქინდლი ამის საშუალებას მაძლევს აწი 🙂 რითი დავიწყო რას მირჩევთ თქვენ?

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აპრილი 18, 2012 @ 21:24:44

      ჯერ “რევერტოლოგი” არ მეთქმის, მაგრამ “დიუმას კლუბი”, “ბატალისტი” და “კომანჩების ტერიტორია” კარგი იყო 🙂 დარწმუნებული ვარ, დანარჩენებიც არ იქნება ნაკლები…

      Like

      პასუხი

  4. Trackback: ივლისის მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: