ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.
ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)…
…და აი, მორიგ ნაწარმოებსაც მივადექი. ეს არის “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”. სათაური უფრო შექსპირისეული ეპოქის ასოციაციას იწვევს (სხვა თუ არაფერი, “რიჩარდ მესამიდანაა” “ნასესხები”), მაგრამ რეალურად ჯონის საყვარელ თემასთან გვაქვს საქმე – ამერიკული ოცნების მსხვრევა და მორალური დაცემა ჰოულების დიადი გვარის გაღატაკებული წარმომადგენლის, ითენის სახითაა ნაჩვენები. ნოქარი ითენი გამდიდრებას გადაწყვეტს, მაგრამ საკითხავია, რა გზით და რა მოყვება ამას. “ფული ფულს აკეთებს”, პატარა ქალაქში კი ყველას თავისი მეთოდი აქვს… ჯონი, ტრადიცულად, დამაინტიგებელ ისტორიას გვთავაზობს თავისი ჩვეული იუმორის თანხლებით (მიუხედავად იმისა, რომ მძიმე თემებზე წერს, იუმორის “მარილს” არ აკლებს).
P.S. “ცუდმა რომანმა უნდა გაართოს მკითხველი, საშუალომ – იმოქმედოს მათ გრძნობებზე, ხოლო საუკეთესომ – გაუნათოს მათ გზა. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჩემი რომანი, შეასრულოს ამ ამოცანათაგან ერთი მაინც, მაგრამ ჩემი მიზანია გზის განათება” – მგონი, ავტორი არ შემცდარა. თუ მთლად გზის განათება ვერა, გრძნობებზე მოქმედება მაინც შეძლო. ჯონ სტაინბეკს მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდები. ამჯერად “ედემიდან აღმოსავლეთით” ვიმოგზაურებთ.
აპრილი 28, 2012 @ 00:30:02
მეც მიყვარს სტეინბეკი, ოღონდ აქ აღმოვაჩინე, რომ რაღაცები გამომრჩენია და არ მცოდნია სრულყოფილად.გამოვასწორებ 🙂
LikeLike
აპრილი 28, 2012 @ 00:54:23
კიდევ ექნება საინტერესო ნაწარმოებები 🙂 ეს მხოლოდ ჩემი მოკრძალებული ნაცნობობის შედეგია 🙂
LikeLike
აპრილი 30, 2012 @ 18:55:15
მე წავიკითხავ ოდესმე. “მრისხანები მტევნები” დავიწყე ადრე (რამდენიმე წლის წინ) არ მომეწონა და თავი გავანებე. 🙂
LikeLike
აპრილი 30, 2012 @ 19:22:50
როგორც მიყვარს ხოლმე თქმა, ყველა წიგნს თავისი დრო აქვს 🙂
LikeLike
აპრილი 30, 2012 @ 19:25:01
ხო ^^
LikeLike
მაისი 08, 2012 @ 02:28:18
აი, მე კიდევ სტაინბეკის წაკითხული არაფერი არ მაქვს :(მაგრამ ისეთმა ხალხმა შემიქეთ წაუკიტხავობა როგორ იქნება ? 🙂
LikeLike
მაისი 08, 2012 @ 12:43:25
სასწრაფო და გადაუდებელი არ არის 🙂 მოასწრებ 🙂
LikeLike
ივნ 20, 2013 @ 16:47:35
ამას კეჟერაძეები მისალოცს ეძახიან 🙂
LikeLike
მაისი 15, 2012 @ 19:33:11
კარგია: ,,როცა ამბავს ჰყვები, ისიც უნდა იფიქრო, ყურს ვინ გიგდებს, რადგან ყველას ის გამოაქვს მოთხრობიდან, რაც მის გულს ეამება!” დიდი მწერალია სტაინბეკი!
LikeLike
მაისი 15, 2012 @ 23:52:08
ნამდვილად : )
LikeLike
მაისი 30, 2012 @ 15:02:44
ერთი სული მაქვს, როდის გავიზრდები.. დედაჩემს რომ ვუთხარი კოელიოს წავიკითხავთქო არა, ადრეა ცოთათიო….
მოვკვდი ამ წიგნების შერჩევით, აი მაგალითად ადრე არის ამ ავტორის რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა ჩემთის?
LikeLike
მაისი 30, 2012 @ 19:20:08
კოელიოზე ვერაფერს გეტყვი 🙂 მე რომ 14-ს ვიყავი, ჯერ არც იყო თარგმნილი 🙂
LikeLike
მაისი 30, 2012 @ 19:24:41
ჰაჰა…. 🙂 გამაცინე 🙂
არ ვიცი, არ ვიცი.. საგონებელში ვარ :დ მარკ ტვენის ადამის და ევას დღიურები მაინც უნდა წავიითხოო… 🙂
LikeLike
მაისი 30, 2012 @ 19:33:49
მარკ ტვენი ზოგადად კარგია და “უასაკოც” 🙂
LikeLike
ივნ 20, 2013 @ 16:51:09
მეც დედავარ , მაგრამ უფრო ადრე მკითხველი ვიყავი და გირჩევ, რაც გინდა წაიკითხე, ოღონდ წაიკიტხე…
LikeLike
მაისი 30, 2012 @ 22:48:45
გონებასაც გვინათებს და თავშესაქცევიცაა ერთდროულად, მაგრამ სტაინბეკის ,,მრისხანების მტევნებმა” საერთოდ შემძრა!
LikeLike
ივნ 01, 2012 @ 14:35:59
ჩემი მოკრძალებული აზრით, “მრისხანების მტევნები” საუკეთესოა მის შემოქმედებაში…
LikeLike
ივნ 01, 2012 @ 18:36:17
ასეა, მაგრამ რატომღაც აღარ გამოსცემენ, 50 წიგნის ფარგლებშიც ისევ “ზამთარი…” არის გათვალისწინებული.
LikeLike
ივნ 01, 2012 @ 20:17:48
ნობელიანტების სერიაში გამოცემულის ხელახლა გამოცემა უფრო “ემარტივათ”… 🙂
LikeLike
აგვისტო 16, 2012 @ 12:35:53
სტაინბეკი არცერთ იმ მწერალს არ ჰგავს ვინც კი წამიკითხავს, სწორედ ეს არის მისი ღირსება, ის შეუდარებელია. მე არცერთი წიგნი არ წამიკითხავს 2–ჯერ, მხოლოდ სტაინბეკის “ქრიზანთემები” წავიკითხე და მაგის მერე სულ ვკითხულობ..)) მრისხანების მტევნები მართლაც გვირგვინია სტაინბეკის შემოქმედებისა ჩემი მოკრძალებული აზრით და გამიკვირდა როდესაც ის არ მოხვდა საუკეთესო 50–ში.
LikeLike
აგვისტო 16, 2012 @ 19:23:20
ზოგადად “გამოკითხვის” შედეგების ფონზე საერთოდ გამიკვირდა, რომ მოხვდა 🙂 უკვე გამოცემული (თან ცოტა ხნის წინ) რომ შეარჩიეს, ეს კი მოსალოდნელი იყო… მე რომ გამომცემელი ვიყო, “მრისხანების მტევნებს” გამოვცემდი აუცილებლად და “რუსულ დღიურს” ვთარგმნიდი 🙂
LikeLike
აგვისტო 25, 2012 @ 22:21:39
მართალი გითხრა ეს ნაწარმოები ადრე მაქვს წაკითხული და თავის დროზე, მახსოვს, იმედგაცრუებული დამტოვა. წიგნი მაჩუქეს და ისეთი სათური ჰქონდა, რომ აშკარად სულ სხვა რაღაცას ველოდი. მას მერე სტაინბეკის სხვა ნაწარმოებების მოძიების სურვილი არ გამჩენია.ამ პოსტის შემდეგ კი აუცილებლად შევიცვლი აზრს :)))
LikeLike
აგვისტო 26, 2012 @ 00:33:23
სტაინბეკზე წარმოდგენის შესაქმნელად “მრისხანების მტევნებია” საუკეთესო. ამის მერეც თუ არ შეიცვლი აზრს, მაშინ ჯონი უბრალოდ არ ყოფილა “შენი” მწერალი 🙂
LikeLike
აგვისტო 26, 2012 @ 02:04:43
აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას 🙂
LikeLike
სექ 03, 2012 @ 22:51:58
gamagebine ra undoda am kacs?:D es aris wigni, romelic wavikitxe da ver gavige:(
ra moxda bolos ver mivxvdi da am wignis danaxva chems taroze nervebs mishlis:D
LikeLike
სექ 03, 2012 @ 23:49:23
საქმეც მაგაშია, რომ ითენმაც კი ვერ გაიგო, რა უნდოდა : ))
LikeLike
თებ 23, 2013 @ 20:06:35
“სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა.”
LikeLike
თებ 03, 2014 @ 18:50:16
“მრისხანების მტევნები” ქართული თარგმანი სად ვიშოვო?
LikeLike
თებ 03, 2014 @ 21:03:14
სამწუხაროდ, ახალი თარგმანი არ გვაქვს. ერთადერთი გზა ბუკინისტებია.
LikeLike