ჯონ სტაინბეკი და მღელვარების ზამთარი

ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.

ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)…

…და აი, მორიგ ნაწარმოებსაც მივადექი. ეს არის “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”. სათაური უფრო შექსპირისეული ეპოქის ასოციაციას იწვევს (სხვა თუ არაფერი, “რიჩარდ მესამიდანაა” “ნასესხები”), მაგრამ რეალურად ჯონის საყვარელ თემასთან გვაქვს საქმე – ამერიკული ოცნების მსხვრევა და მორალური დაცემა ჰოულების დიადი გვარის გაღატაკებული წარმომადგენლის, ითენის სახითაა ნაჩვენები. ნოქარი ითენი გამდიდრებას გადაწყვეტს, მაგრამ საკითხავია, რა გზით და რა მოყვება ამას. “ფული ფულს აკეთებს”, პატარა ქალაქში კი ყველას თავისი მეთოდი აქვს… ჯონი, ტრადიცულად, დამაინტიგებელ ისტორიას გვთავაზობს თავისი ჩვეული იუმორის თანხლებით (მიუხედავად იმისა, რომ მძიმე თემებზე წერს, იუმორის “მარილს” არ აკლებს).

P.S. “ცუდმა რომანმა უნდა გაართოს მკითხველი, საშუალომ – იმოქმედოს მათ გრძნობებზე, ხოლო საუკეთესომ – გაუნათოს მათ გზა. არ ვიცი, შეძლებს თუ არა ჩემი რომანი, შეასრულოს ამ ამოცანათაგან ერთი მაინც, მაგრამ ჩემი მიზანია გზის განათება” – მგონი, ავტორი არ შემცდარა. თუ მთლად გზის განათება ვერა, გრძნობებზე მოქმედება მაინც შეძლო. ჯონ სტაინბეკს მოგვიანებით აუცილებლად დავუბრუნდები. ამჯერად “ედემიდან აღმოსავლეთით” ვიმოგზაურებთ.

32 Comments (+add yours?)

  1. katerina
    აპრილი 28, 2012 @ 00:30:02

    მეც მიყვარს სტეინბეკი, ოღონდ აქ აღმოვაჩინე, რომ რაღაცები გამომრჩენია და არ მცოდნია სრულყოფილად.გამოვასწორებ 🙂

    Like

    პასუხი

  2. tsotnee
    აპრილი 30, 2012 @ 18:55:15

    მე წავიკითხავ ოდესმე. “მრისხანები მტევნები” დავიწყე ადრე (რამდენიმე წლის წინ) არ მომეწონა და თავი გავანებე. 🙂

    Like

    პასუხი

  3. glamtaia
    მაისი 08, 2012 @ 02:28:18

    აი, მე კიდევ სტაინბეკის წაკითხული არაფერი არ მაქვს :(მაგრამ ისეთმა ხალხმა შემიქეთ წაუკიტხავობა როგორ იქნება ? 🙂

    Like

    პასუხი

  4. რუსუდანი
    მაისი 15, 2012 @ 19:33:11

    კარგია: ,,როცა ამბავს ჰყვები, ისიც უნდა იფიქრო, ყურს ვინ გიგდებს, რადგან ყველას ის გამოაქვს მოთხრობიდან, რაც მის გულს ეამება!” დიდი მწერალია სტაინბეკი!

    Like

    პასუხი

  5. ❥ Natsy
    მაისი 30, 2012 @ 15:02:44

    ერთი სული მაქვს, როდის გავიზრდები.. დედაჩემს რომ ვუთხარი კოელიოს წავიკითხავთქო არა, ადრეა ცოთათიო…. :/
    მოვკვდი ამ წიგნების შერჩევით, აი მაგალითად ადრე არის ამ ავტორის რომელიმე ნაწარმოების წაკითხვა ჩემთის?

    Like

    პასუხი

  6. რუსუდანი
    მაისი 30, 2012 @ 22:48:45

    გონებასაც გვინათებს და თავშესაქცევიცაა ერთდროულად, მაგრამ სტაინბეკის ,,მრისხანების მტევნებმა” საერთოდ შემძრა!

    Like

    პასუხი

  7. რუსუდანი
    ივნ 01, 2012 @ 18:36:17

    ასეა, მაგრამ რატომღაც აღარ გამოსცემენ, 50 წიგნის ფარგლებშიც ისევ “ზამთარი…” არის გათვალისწინებული.

    Like

    პასუხი

  8. naberayi
    აგვისტო 16, 2012 @ 12:35:53

    სტაინბეკი არცერთ იმ მწერალს არ ჰგავს ვინც კი წამიკითხავს, სწორედ ეს არის მისი ღირსება, ის შეუდარებელია. მე არცერთი წიგნი არ წამიკითხავს 2–ჯერ, მხოლოდ სტაინბეკის “ქრიზანთემები” წავიკითხე და მაგის მერე სულ ვკითხულობ..)) მრისხანების მტევნები მართლაც გვირგვინია სტაინბეკის შემოქმედებისა ჩემი მოკრძალებული აზრით და გამიკვირდა როდესაც ის არ მოხვდა საუკეთესო 50–ში.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 16, 2012 @ 19:23:20

      ზოგადად “გამოკითხვის” შედეგების ფონზე საერთოდ გამიკვირდა, რომ მოხვდა 🙂 უკვე გამოცემული (თან ცოტა ხნის წინ) რომ შეარჩიეს, ეს კი მოსალოდნელი იყო… მე რომ გამომცემელი ვიყო, “მრისხანების მტევნებს” გამოვცემდი აუცილებლად და “რუსულ დღიურს” ვთარგმნიდი 🙂

      Like

      პასუხი

  9. 4everyoungsoul
    აგვისტო 25, 2012 @ 22:21:39

    მართალი გითხრა ეს ნაწარმოები ადრე მაქვს წაკითხული და თავის დროზე, მახსოვს, იმედგაცრუებული დამტოვა. წიგნი მაჩუქეს და ისეთი სათური ჰქონდა, რომ აშკარად სულ სხვა რაღაცას ველოდი. მას მერე სტაინბეკის სხვა ნაწარმოებების მოძიების სურვილი არ გამჩენია.ამ პოსტის შემდეგ კი აუცილებლად შევიცვლი აზრს :)))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 26, 2012 @ 00:33:23

      სტაინბეკზე წარმოდგენის შესაქმნელად “მრისხანების მტევნებია” საუკეთესო. ამის მერეც თუ არ შეიცვლი აზრს, მაშინ ჯონი უბრალოდ არ ყოფილა “შენი” მწერალი 🙂

      Like

      პასუხი

  10. salomeaa
    სექ 03, 2012 @ 22:51:58

    gamagebine ra undoda am kacs?:D es aris wigni, romelic wavikitxe da ver gavige:(
    ra moxda bolos ver mivxvdi da am wignis danaxva chems taroze nervebs mishlis:D

    Like

    პასუხი

  11. Trackback: დეკემბრის მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  12. Cytoskeleton
    თებ 23, 2013 @ 20:06:35

    “სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა.”

    Like

    პასუხი

  13. Trackback: ზაფხული ნობელიანტებთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  14. Trackback: მოგზაურობა ამერიკაში ჩარლისთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  15. თე კორო
    თებ 03, 2014 @ 18:50:16

    “მრისხანების მტევნები” ქართული თარგმანი სად ვიშოვო?

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი