სინიორ უმბერტო და “პრაღის სასაფლაო”

სინიორ უმბერტოს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს, მაგრამ რატომღაც მის ბოლო რომანს (იმედია, არა უკანასკნელს) წიგნის მაღაზიების თაროებზე ვერ წავაწყდი (არადა, “ვარდის სახელის” წარმატების შემდეგ წესით უნდა ეთარგმნათ). საბედნიეროდ, რუსული თარგმანი უკვე არსებობს, ჰოდა მეც მოვიძიე და გზას გავუდექი.

მაშ ასე, თქვენს წინაშეა სიმონე სიმონინი – ნაწარმოების ერთადერთი გამოგონილი და ჩემი ლიტერატურული გამოცდილების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გმირი. თავად ავტორს თუ დავუჯერებთ, ის რეალური პიროვნება არ არის, მაგრამ აერთიანებს დღემდე არსებულ ადამიანთა თვისებებს. დანარჩენი გმირები არსებობდნენ და მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდნენ მე-19 საუკუნის ისტორიაში. სწორედ ამ საუკუნეში მოხდა არაერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი: დაიღუპა გარიბალდის რაზმის გამორჩეული წევრი იპოლიტო ნიევო, გაყალბდა სიონისტური ოქმები (რომელიც შემდეგ ჰიტლერის “შთაგონების” წყაროდ იქცა), მოეწყო უამრავი შეთქმულება სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო პოლიციის, მასონების და იეზუიტების მონაწილეობით… მოკლედ, ჭეშმარიტად დიუმას შესაფერისი ჟამი იდგა…

სხვათა შორის, ჩვენს საყვარელ ალექსანდრს აქაც შევხვდებით ზიგმუნდ ფროიდთან, ლეო ტაქსილთან, ჯუზეპე გარიბალდისა და სხვა ნაცნობ პიროვნებებთან ერთად. სინიორ უმბერტოც არ ღალატობს დიუმას სტილს და დაუვიწყარ თავგადასავლებს გვპირდება – ხან იტალიელთა რაზმში ვართ, ხან ჯაშუშობის მომსწრენი ვხდებით, ხან ბარიკადებს ვაგებთ და თქვენ წარმოიდგინეთ, სატანურ მესას და ორგიასაც ვესწრებით…

მგონი, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. მეტს აღარ გავაგრძელებ და თავად პრაღის სასაფლაოსაც შეგნებულად არ შევეხები. თუ ჯერ არ იცით და გაინტერესებთ სათაურის კავშირი ნაწარმოებთან, ასევე ანტისემიტიზმი, მასონები, შეთქმულებები, იეზუიტები და სატანიზმი, მაშინ სინიორ უმბერტოს მიმართეთ 😉

16 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მაისი 19, 2012 @ 00:08:27

    ქინდლში მიდევს 🙂

    ქართულად “ფუკოს ქანქარას” ველოდებით. ამბობენ, მალე იქნებაო.

    ისე, ცოდო არ არის, ამის მეტი არაფერი დაწეროს ამ პატიოსანმა კაცმა?

    Like

    პასუხი

  2. tsotnee
    მაისი 19, 2012 @ 18:21:18

    საინტერესოა! 😉 მე ეკოს მარტო “ვარდის სახელი” მაქვს წაკითხული. 🙂

    Like

    პასუხი

  3. finiki
    მაისი 21, 2012 @ 10:18:51

    ვაიმე იმდენი წიგნის წაკითხვა მინდა დრო აშკარად არ მეყოფა, ამ პოსტით კი ჩემი სასოწარკვეთის დონე უფრო გაიზარდა 🙂

    Like

    პასუხი

  4. kevana
    მაისი 22, 2012 @ 18:54:31

    vaaa, ra magaria… me kide imdeni wigni maqvs wasakitxi, romlit daviwyo agar vici :S

    Like

    პასუხი

  5. ჭიამარია
    ივნ 06, 2012 @ 10:16:05

    მეც მაგ პრობლემებშ ვარ გარემოცული. ეხლა მითუმეტეს საგამოცდო პერიოდი მაქვს, წიგნის კი არა ნეტავ იმის წაკითხვას ვასწრებდე რაც ჩასაბარებელი მაქვს :)) ეს თვეც და ცოტა ამოვისუნთქებ. ეკოს გაცნობა მინდა ძალიან, ალბათ ვარდის სახელით დავიწყებ და მერე ვნახოთ :)) დარწმუნებული ვარ ცუდი ნაცნობობა არ გვექნება

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 07, 2012 @ 13:33:38

      ეჰ, ეს გამოცდები რომ არა… ეკო ისეთ საინტერესო მოგზაურობებში გვეპატიჟება, ცუდი ნაცნობობა როგორ იქნება 🙂

      Like

      პასუხი

  6. Trackback: ფლობერის თუთიყუში | კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: რომენ გარის თეთრი ძაღლი | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: თბილისის წიგნის მე-16 საერთაშორისო ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  10. სანდრო
    თებ 19, 2015 @ 01:29:14

    ახლა წავიკითხე “ვარდის სახელი” და ამის წაკითხვაც მინდა. უნდა ვნახო აუცილებლად :))

    Liked by 1 person

    პასუხი

  11. Trackback: Et Cetera – დასაწყისი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: