თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი

564379_212022975573030_1552592017_nმოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”) 🙂

პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად…

ახლა უშუალოდ წიგნებზე გადავიდეთ. ყველაზე დიდი ფასდაკლება “დიოგენეს” ჰქონდა და პატარა სიურპრიზიც დამახვედრეს პალანიკის “მებრძოლთა კლუბის” სახით. აქვე ორჰან ფამუქის ჯერ წაუკითხავი თარგმანებიც აღმოვაჩინე  🙂 სიურპრიზები “აგორამაც” გააგრძელა და კამიუს “დაცმესთან” ერთად “შავი ჭირიც” შემოგვთავაზა. “არტანუჯმა” დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გრიგოლ რობაქიძის “ჰიტლერი” გამოსცა და საბავშვო წიგნების მხრივაც საკმაოდ კარგი ვითარება დამხვდა (წინა წლებს ვერ შავადარებ – პირველად დავინტერესდი)… ამ სასიამოვნო სიახლეების გარდა, პატარა პრობლემასაც გადავაწყდი – დათო ტურაშვილის “ჩაძირული ქალაქის ღამე” დეფიციტური აღმოჩნდა და მხოლოდ კოლექტიური ძებნის შემდეგ მოვახერხეთ მისი პოვნა 🙂

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ზემოთხსენებული ავტორების გარდა, “მომლოდინეთა რიგში” რეი ბრედბერი, გაბრიელ გარსია მარკესი, უმბერტო ეკო, კლიფორდ საიმაკი, ელიზაბეტ ჯილბერტი, ამელი ნოტომი, ჟან-პოლ სარტრი, პოლ ოსტერი, უილიამ ფოლკნერი, ედით უორტონი, პელემ გრენვილ ვუდჰაუსი, ფრიდრიხ დიურენმატი და ჰერმან ჰესე ჩადგნენ. დაწვრილებით მათ ნაწარმოებებზე უკვე წაკითხვის შემდეგ ვისაუბრებთ 🙂

16 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    May 27, 2012 @ 17:12:29

    “ჩაძირული ქალაქის ღამეს” საჩუქრად ვეძებდი და ვერ ვნახე.

    ხალვათობა მარტო მე არ შემიმჩნევია… ძალიან კარგი.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 27, 2012 @ 19:19:19

      მთელი პავილიონის შემოვლის შემდეგ, “ბიბლუსში” აღმოვაჩინე… არ მეგონა, “დეფიციტური” თუ იქნებოდა 🙂

      Like

      Reply

      • მოლი ბლუმი
        May 27, 2012 @ 19:24:32

        ძველია და ალბათ, იმიტომ. ახალი ტირაჟი დაიბეჭდა უკვეო, მითხრეს. ოღონდ, ფესტივალზე არ წამოუღიათ. არა უშავს, ამ დღეებში მაღაზიებში მოვიკითხავ.

        Like

        Reply

      • Kejeradze
        May 27, 2012 @ 19:34:25

        “ჯინსების თაობის” უსასრულოდ ბეჭდვას “ჩაძირული ქალაქის ღამე” დაებეჭდათ… უფრო მოთხოვნადია…

        Like

        Reply

  2. kevana
    May 27, 2012 @ 19:11:06

    კიდე შემხვდა დემონები, მგონი რობაქიძის… მაგრამ მახსოვს არ დამაინტერესა, ეზოთერიკული გავლენა მომეჩვენა და ..ჯერ ისევ არ მიზიდავს ეს ეზოთერიკა.
    ტურაშვილის ჩაძირული ქალაქის ღამე მართლა დეფიციტური იყო, სამაგიეროდ ბლომად იყო ჯინსების თაობა და ამერიკული ზღაპრები, მეკიდე ეთნორომანებზე ვარ შეყვარებული… ორი ეთნორომანი ვიპოვე მორჩილაძის, მაგრამ მეძვირა, მერე ვიყიდი როცა საამისო ფული მექნება :შ : (
    საბავშვო ლიტ. კი მართლა უამრავი იყო, თან დაბალ ფასებში :დ :დ ზღაპრების გამოცემები ვნახე, მსოფლოს ხალხთა ზღაპრების სერიიდან არ იყო, მაგრამ ქვეყნების მიხედვით კი იყო, ხოდა ის არ იყო რაც მინდოდა, უკმაყოფილო გამოვედი, სამაგიეროდ საბავშვო ენციკლოპედიები; ზღაპრები, რომ გადაშლი და მუყაოს სასახლეები რომ წამოიჭიმება, სხვათაშორის ბავშვობაში მქონდა ეგეთი, ნაცარქექიასი, მერე ეტყობა გავაფუჭე, არ შემოგვრჩა :დ :დ, ხმოვანი წიგნები და ა.შ. N რაოდენობის :დ
    ეჰ,..

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 27, 2012 @ 19:32:44

      “დემონები” მეც იგივე მიზეზით გადავდე…

      “ჯინსების თაობა” სამ ენაზეც კი იყო 🙂 მაინცდამაინც მოთხოვნადი არ უნდა იყოს…

      საბავშვო ლიტერატურას ვერ მოვწყდი 🙂 ქართული ზღაპრები მინდოდა და კიდევ რამდენიმე “შემომეყიდა”…

      Like

      Reply

  3. Ibi
    May 27, 2012 @ 21:43:06

    ჩაძირული ქალაქის ღამე მეც ვიყიდე, დიდი ხანი მინდოდა…
    ისე 40 ლარის წიგნები ვიყიდე და კმაყოფილი ვარ, მაგრამ ფესტივალზე უფრო ბევრი მინდება და კიდე ერთი ამდენს დავხარჯავდი მინიმუმ…

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 28, 2012 @ 00:29:30

      საინტერესო წიგნებს რა გამოლევს ფესტივალზე 🙂 მაგრამ მთავარი ახლა იწყება – “დაგემოვნება” 🙂

      Like

      Reply

  4. finiki
    May 28, 2012 @ 23:14:48

    აგორას შემოთავაზებული კამიუ ყველაზე მეტად გამიხარდა და ხელს “დაცემა” და “ქორქინება, ზაფხული” გამოვაყოლე 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 28, 2012 @ 23:33:28

      “უცხოს” შემდეგ “ვნადირობ” კამიუზე და “აგორამ” საჩუქარი გამიკეთა 🙂

      Like

      Reply

      • finiki
        May 28, 2012 @ 23:37:12

        მეც ასე ვარ, ჯერ “შავი ჭირით” აღვფრთოვანდი და შემდეგ “უცხო” წავიკითხე.
        გასხივოსნებული დავბრუნდი კამიუთი სახლში 🙂

        Like

        Reply

      • Kejeradze
        May 28, 2012 @ 23:39:48

        “შავი ჭირიც” აგორამ “მაჩუქა” 🙂 ახლო მომავალში “დავმეგობრდებით” მე და ალბერი :))

        Like

        Reply

  5. salomeaa
    May 30, 2012 @ 23:02:01

    ცოტა იყო პოსტი
    მე კიდევ მინდოდა წამეკითხა:))

    Like

    Reply

  6. რუსუდანი
    Jun 01, 2012 @ 18:43:24

    მე შევიძინე ნუგზარ შატაიძის მოთხრობები, ოლდოს ჰაქსლი და სელმა ლაგერლიოფის “პორტუგალიის იმპერატორი”. ეს შვედი ქალბატონი განსაკუთრებით მიყვარს. ტურიკოს და კამიუს რაც შეეხება, ეგენი დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული, პირველი გამოცემის დროს. ყოველთვის ველოდები ხოლმე წიგნის ფესტივალს, კარგია!

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 01, 2012 @ 20:33:02

      ფესტივალი ერთი დიდი ლიტერატურული ზეიმია, დიდი აღმოჩენებით სავსე 🙂

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: