საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)

მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” – ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” – ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, ურიგო არ იქნებოდა, თუმცა ახლაც ძალიან მომეწონა (იმდენად, რომ ჩემი ფავორიტთა შორისაც კი მოხვდა). იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა, დრო, როდესაც ატიკუს ფინჩის მსგავსი დიდებული ადამიანები მხოლოდ ერთეულები იყვნენ…

მიგელ დე უნამუნოს “ბურუსი” – ესპანურ ლიტერატურასთან ვმეგობრობ (სხვანაირად არც შეიძლება – ეს ხომ სერვანტესის, სელას და რევერტეს სამშობლოა), მაგრამ ჰარპერ ლის მსგავსად, უნამუნოც გრძელ რიგში იდგა და მოთმინებით მელოდა : ). ბევრი რომ არ ვისაუბროთ ამ მცირე მოცულობის ნაწარმოებზე, მოკლედ ვიტყვი – ეს არის “მოჰამლეტო” აუგუსტო პერესის ბურუსით მოცული ცხოვრების ისტორია, უფრო სწორად, ამბავი იმისა, თუ როგორ შეიჭრნენ ბურუსში ქალები. თუ გაინტერესებთ როგორია მწერლისა და რიმანის (რომანში არ შეგეშალოთ) გმირის დიალოგი, ძაღლის მონოლოგი, მაშინ დონ მიგელს უნდა მიმართოთ…

თეოდორ დოსტოევსკის “მარადი ქმარი” – მარადი ქმარი – ყოველთვის მოსაწყენი და უინტერესო, ძველმოდური, სასაცილო, ხანდახან გამაღიზიანებელიც, საიმედო, ერთგული, მოსიყვარულე, წარმატებული…ქმარი, რომელსაც ბრმად სჯერა ცოლის და შეგნებულად თუ შემთხვევით ვერ ამჩნევს მის თაყვანისმცემლებს… მაგრამ ერთ დღესაც მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდება და საიდუმლოს ფარდა აეხდება. შედეგად მარადი ქმრის მცდელობა, რომ თავი დააღწიოს ტკივილს და წყენას, მისი სრული განადგურებით, კარიკატურად ქცევით მთავრდება… მოკლედ, საქმე ტრადიცულ, “დოსტოევშინით” დაავადებულ გმირებთან გვაქვს და ფიოდორიც, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზეა…

გრიგოლ რობაქიძის “ჰიტლერი” – დიქტატურის თემა ყოველთვის მაინტერესებდა, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი დიქტატორი კი სწორედ ჰიტლერი იყო. ალბათ ყველასთვის ცნობილია, რომ გრიგოლ რობაქიძე მისი მმართველობისას გერმანიაში ცხოვრობდა და შესაბამისად მოვლენებს განსხვავებულად აფასებდა. საბჭოეთში ფიურერს მხოლოდ სისხლისმსმელ ურჩხულად იცნობდნენ, არადა ამ ყველაფრის უკან არაერთი საინტერესო ნიუანსი იდგა. როგორც ყველა დიდმა დიქტატორმა, ჰიტლერმაც ისარგებლა ერის მძიმე მდგომარეობით და იმედდაკარგულ ხალხზე გავლენა ადვილად მოახდინა. როგორც აღმოჩნდა, გრიგოლ რობაქიძეც “მოტყუებულთა” შორის აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავის ჩვეულ “მითოსურ” სტილს არ უღალატა, პირადი დამოკიდებულება მაინც ვერ დაფარა – მასაც, ისევე როგორც გერმანელთა უმრავლესობას და ქართველთა ნაწილს, ადოლფ ჰიტლერი სამყაროს მხსნელად მიაჩნდა…ერთადერთი, რაშიც მწერალს დავეთანხმე ისაა, რომ ფიურერი გულწრფელი ადამიანი იყო (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია), თუმცა მისი ეს თვისება სულაც არ აქცევს დადებით პიროვნებად…

17 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 01, 2012 @ 23:23:34

    მშვენიერი საგაზაფხულო სერია გქონია. კუნდერა და ჰარპერ ლი თავის დროზე ძალიან მომეწონა.

    Like

    პასუხი

  2. »♥» ana «♥«
    ივნ 02, 2012 @ 22:44:51

    ყოველთვის საინტერესო არჩევანს აკეთებ ხოლმე. 🙂 ყოველ შემთხვევაში ანოტაციებიდან მე ასე მეჩვენება. 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 03, 2012 @ 21:14:44

      ასე ვთქვათ, მიმართლებს 🙂 დიდი ხანია წიგნს იმედი არ გაუცრუებია (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა) 🙂

      Like

      პასუხი

  3. იალინდა
    ივნ 03, 2012 @ 08:32:25

    მომეწონა შენი must read სია 🙂

    Like

    პასუხი

  4. finiki
    ივნ 07, 2012 @ 23:18:46

    გადასარევი ჩამონათვალია ❤

    Like

    პასუხი

  5. Jason Evans
    აგვისტო 17, 2012 @ 16:20:43

    დიდი ხანია მილან კუნდერას “ყოფიერების აუტნელი სიმსუბუქე”-ს ვეძებ და ვერსად ვიპოვე. ძალიან გთხოვ თუშეგიძლია მითხარი სად იყიდე ეს წიგნიდ ა რამდენად?

    Like

    პასუხი

  6. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: კუნდერას ჩეხეთი | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: