საფეხბურთო ოცნებები

“ბავშვობიდანვე მინდოდა, რომ ფეხბურთელი ვყოფილიყავი და თუ ვინმემ ჩემსავით ეს ოცნება ვერ აისრულა, მისი მთავარი მატჩიც არ შედგა და გადამწყვეტი გოლიც ვერ გაიტანა, შეუძლია ჩათვალოს, რომ ეს წიგნიც სწორედ მისთვის დაიწერა”- ფეხბურთელობაზე არ მიოცნებია (უფრო სწორად, ვოცნებობდი, მაგრამ არასერიოზულ ასაკში :)), მაგრამ უკვე ათი წელია ფეხბურთი ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრია და ეს წიგნიც სწორედ ჩემთვის დაიწერა…

მიუხედავად ასაკისა, ქართული ფეხბურთის სიმბოლო ყველასთვის 1981 წლის 13 მაისია. ამ დღეს აწ უკვე 31 წელია იმ იმედით ვხვდებით, რომ მომდევნო წელს კიდევ გვექნება საზეიმო თარიღი, მაგრამ…ჯერჯერობით არც მესხი ჩანს, არც ყიფიანი,…სამაგიეროდ, ისეთი ფეხბურთელები გვყავდა, როგორებიც არიან არშემდგარი ვარსკვლავი უმცროსი მესხი, იუმორით გამორჩეული შოთი და აჩი არველაძეები, თავდაუზოგავი ქეცბაია, უნიჭიერესი ქინქლაძე, მებრძოლი იაშვილი,… გუნდური თამაში არ გვეხერხებაო დათომ და ალბათ მართალიცაა. არც “სანტიაგო ბერნაბეუ” გვაქვს, არც “ატლეტიკის” გულშემატკივრებივით აქტიურად ვქომაგობთ საყვარელ გუნდს, თვით მარადონასაც კი არ ვხვდებით სათანადოდ და კანონის უზენაესობასაც არ ვცნობთ (ამ მხრივ არც იტალიას ულხინს). რომელ კანონზეა ლაპარაკი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობას არჩევნები სულაც არ წყვეტს…

P.S. ევრო 2012-ის დაწყების დღეს ცოტა პესიმისტური მიმოხილვა გამომივიდა, მაგრამ დათოს იუმორი არც აქ ღალატობს და წიგნიც იმედიანად დავხურე. ერთხელ (იმედია, მალე) ჩვენი “ბერნაბეუც” გვექნება, ჩვენი ბიჭებიც გამოიყენებენ ნიჭს, ჩვენც ვიქნებით მეთორმეტე მოთამაშის პოზიციაზე, გავალთ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე და ჩვენი “დინამოს” კაპიტანიც აღმართავს ჩემპიონთა თასს, ისევე როგორც ცხრა წლის წინ “ჩემს” პირველ ფინალში პაოლო მალდინიმ ჩაიბარა ევროპის საუკეთესოს ტიტული “მილანის” სახელით…ბოლო-ბოლო პაიჭაძისნაირი ვაჟკაცების ქვეყანა ვართ!

17 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 08, 2012 @ 22:49:23

    დათო როგორ მომწონს, კი იცის ჩემმა მკითხველმა, მაგრამ ეს წიგნი მაინც განსაკუთრებით გემრიელი გამოდგა.

    Like

    პასუხი

  2. Ibi
    ივნ 09, 2012 @ 19:57:01

    მეც ძალიან მიყვარს
    ფეხბურთიც და დათო ტურაშვილიც
    ეს წიგნიც, რომელიც წიგნების ფესტივალზე ვიყიდე ❤

    Like

    პასუხი

  3. glamtaia
    ივნ 13, 2012 @ 14:34:58

    მე და ფეხბურთი სასტიკად შორ დისტანციაზე ვართ ერთმანეთიდან 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 13, 2012 @ 15:04:37

      გარკვეულწილად კარგია 🙂 დამაწყვიტეს ნერვები ცალკე ქართველებმა და ცალკე მილანელებმა :)))

      Like

      პასუხი

  4. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი
  5. niksologi
    იან 24, 2013 @ 08:56:43

    წელს მაინც მილანი საერთოდ სხვაგანაა.
    დროგბას დაბრუნებაზე მიდის ლაპარაკიო მაგრამ მგონი თვითონ აფრიკელია უარზე…
    ახალი სისხლია საჭირო …

    Like

    პასუხი

  6. niksologi
    იან 24, 2013 @ 08:58:22

    დაბდუნებაზე – ვგულისხმობ საფეხბურთო სამყაროში დაბრუნებას. იცი რომ ეხლა ჩინეთში ჩამაშობს : )

    Like

    პასუხი

  7. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: აკა ფეხბურთზე | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: მეცამეტე | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: