ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდი

news_1580საქართველოში დათო ტურაშვილს ალბათ ყველა იცნობს. უფროს თაობას ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროიდან ახსოვს, დღეს კი, გარდა იმისა, რომ ბიბლიოფილების უმეტესობის საყვარელი მწერალია, ლიტერატურული სამყაროს საუკეთესო გიდიცაა – ორშაბათობით ტელეეკრანიდან გვეპატიჟება სამოგზაუროდ და ჩვეული გულწრფელობით გვხიბლავს. მისი დახმარებით უკვე რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები აღმოვაჩინე, ან გავიხსენე და ბოლო-ბოლო მისი, როგორც მწერლის, ახლოს გაცნობაც გადავწყვიტე.

ჩემი და დათოს პირველი ნაცნობობა რამდენიმე წლის წინ “ჯინსების თაობით” შედგა. ამ ისტორიის ტყუილ-მართალზე ვერაფერს ვიტყვი (ზედმეტად ბევრი დრო გავიდა სიმართლის დასადგენად), ამიტომ თავიდანვე ისე შევხედე, როგორც მწერლის ფანტაზიის ნაყოფს და საშუალო შეფასებით დავხურე.

სულ ცოტა ხნის წინ თაროზე “ჩაკარგული” პიესა “შავი კეტები” აღმოვაჩინე. ქვესათაური დამაინტრიგებლად ჟღერდა – “წინასაარჩევნო პიესა თეთრი იუმორის თახლებით”. შინაარსი ნაკლებად მიმზიდველი აღმოჩნდა – ე.წ. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები, მათი კლიენტები და ახალი ცხოვრების დასაწყებად აუცილებელი შავი კეტები… მცირე მოცულობის პიესისგან მეტი არც იყო მოსალოდნელი – ფესტივალის წინ სამუშაო დღის შემდეგ ერთი საათის მშვიდად გასატარებლად სულაც არ იყო ცუდი…

მთავარი მოგზაურობები ფესტივალის შემდეგ დაიწყო. პირველად დიდი თამარის შვილიშვილის, მისი მოსახელე გურჯი ხათუნის კვალს გავყევი ანატოლიაში, შემდეგ კი აფხაზეთში, ბრისტოლში, პრაღაში, თბილისსა და დიდგორის ბრძოლის ეპიცენტრშიც კი აღმოვჩნდი.

…შემდეგ იყო “ამერიკული ზღაპრები” – შეხვედრა დიდ კურტ ვონეგუტთან და ამერიკულ ოცნებასთან, რომელმაც ისეთი შთამეჭდილება დამიტოვა, თითქოს მე გავატარე ასი დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში მწერლების გვერდით ,  “მე რომ ფეხბურთელი ვიყო” და “ჩაძირული ქალაქის ღამე” – ეთნოგრაფიული რომანი, რომელმაც ერთი აუხდენელი ოცნება ცოტათი მაინც ამიხდინა – ყოველთვის მინდოდა, რომ თუნდაც რამდენიმე საათით ძველი თბილისი მენახა და თბილი ტფილისის მოსახლეობა გამეცნო.

P.S. ასე დავმეგობრდით მე და დათო 🙂 მიკვირს, აქამდე როგორ ვერ “შევხვდით” ერმანეთს წიგნის მაღაზიის თაროზე, მაგრამ ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო 🙂

19 Comments (+add yours?)

  1. watching panda
    ივნ 19, 2012 @ 10:25:11

    ტურაშვილის რომანებიდან ყველაზე მეტად “ტიბეტი” მომწონს, მის წინამორბედ “კატმანდუზე” მეტადაც. “გურჯი ხათუნზე” მაჟრიალებს (ცუდად). “ამერიკული ზღაპრებმა” საერთოდ არაფერი დატოვა, მომეჩვენა რომ მისივე ადრეული იდეების გადამღერება იყო და მეტი არაფერი. მით უმეტეს ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესის” შემდეგ წავიკითხე და მასშიც სხვა მწერლებთან ერთად უცხოეთში მოგზაური ავტორის თემა მეორდებოდა. ასე რომ ჩემი ტურაშვილი ტიბეტში დარჩა 🙂

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    ივნ 19, 2012 @ 11:59:09

    ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ჯინსების თაობაა.

    “იყო და არა იყო რა” მოიძიე. რამდენიმე სასიამოვნო საათს გაგატარებინებს.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 19, 2012 @ 12:26:32

      “ჯინსების თაობა” დახურვის შემდეგ მაშინვე რომ “მთავრდება”, ისეთია (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მომეჩვენა)…

      საფესტივალო “მარაგის” ამოწურვისთანავე მოვიძიებ 🙂 საინტერესო ჩანს…

      Like

      პასუხი

  3. »♥» ana «♥«
    ივნ 20, 2012 @ 12:52:30

    ერთადერთი ჯინსების თაობა მაქვს წაკითხული და ისტორია იმდენად მომეწონა,რომ გადავწყვიტე ეს ნამდვილად მოხდა-მეთქი. : ))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 20, 2012 @ 14:31:41

      თვითმფრინავის გატაცება კია ნამდვილი ამბავი, მაგრამ დეტალები, რა თქმა უნდა, დათომ მიამატა : ) რეალურად რა მოხდა, არავინ იცის…

      Like

      პასუხი

  4. სანდრო
    ივნ 22, 2012 @ 14:37:35

    ძლივს დავბრუნდი და დავიწყე კითხვა, ბევრი საინტერესო პოსტი გამომიტოვებია მაგრამ წავიკითხავ, ტურაშვილის ”ტიბეტი არ არის შორს” მაინც გამორჩეულად მიყვარს, ძალიან კარგი მწერალია 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 22, 2012 @ 21:23:54

      ჩემთან ბევრი არ გექნება გამოტოვებული 🙂 ბევრი პოსტი საერთოდ არ მაქვს :)) …”ტიბეტს” უნდა “მივხედო” ახლო მომავალში :))

      Like

      პასუხი

  5. finiki
    ივნ 23, 2012 @ 14:20:11

    მე (ჯერ) არ ვმეგობრობ. ინტერესია არ გამაჩნია რატომღაც დიდი, “ჯინსების თაობაზეც” ჩემი შეხედულება მაქვს. თუმცა თუ შემთხვევით ჩამივარდება ხელში შესაძლოა ჩემ თაროებზეც გამოჩნდეს შემდეგ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 23, 2012 @ 16:35:54

      “ჯინსების თაობა” ყველაზე ნაკლებად მომეწონა (უფრო სწორად, სხვებთან შედარებით, არ მომეწონა)… საერთოდ, როგორც მიყვარს ხოლმე თქმა, წიგნები მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება :))

      Like

      პასუხი

  6. tsotnee
    ივნ 23, 2012 @ 19:11:48

    მე მარტო “ჯინსების თაობა” და “გურჯი ხათუნი” მაქვს წაკითხული. პირველს არაუშავს, მეორე ძალიან მომწონს.

    Like

    პასუხი

  7. rusa111
    ივნ 27, 2012 @ 18:30:21

    მე დათოს წიგნებიდან ყველაზე მეტად ,,გურჯი ხათუნი” და ,,ჩაძირული ქალაქის ღამე” მიყვარს, საერთოდ მომწონს მისი წერის მსუბუქი სტილი, იდეებით თავი არ უსკდება, მაგრამ კარგად იკითხება, ყოველთვის ვყიდულობ მის წიგნებს და მერე სხვებს ვჩუქნი, ისეთი არაა, რომ დიდ ხანს შეინახო.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 28, 2012 @ 01:44:14

      წიგნების გაჩუქებას ვერ ვახერხებ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან ვიწროდ “არიან” 🙂 …”ჩაძირული ქალაქის ღამე” ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია – თითქოს ძველი თბილისის სითბო ჩანს…

      Like

      პასუხი

  8. rusa111
    ივნ 28, 2012 @ 04:24:21

    აი, ,,იყო და არა იყორაც” უკვე გაჩუქებული მაქვს, თორემ მოგცემდი, არა უშავს, ეგეც სტატიების კრებულია, მანამდე ჟურნალ ,,ცხელ შოკო-“ში იბეჭდებოდა. ეროვნული მოძრაობის წლების გახსენებაა.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 29, 2012 @ 01:48:25

      სიამოვნებით “ვიმოგზაურებ” ეროვნული მოძრაობის წლებში 🙂 საფესტივალო “მარაგის” ამოწურვისთანავე “მივხედავ” 🙂

      Like

      პასუხი

  9. Trackback: აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი I) « კეჟერაძის ბლოგი
  10. Trackback: იყო და არა იყო რა | კეჟერაძის ბლოგი
  11. Trackback: მეცამეტე | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი