“დასავლეთის სინდისის” ფილოსოფია

“დასავლეთის სინდისად” წოდებული ალბერ კამიუ დიდი ხნის წინ გავიცანი – მასთან ერთად მერსოც – ადამიანი, რომელიც უცხო იყო სამყაროსთვის და საზოგადოებამაც დაუფიქრებლად მოიშორა თავიდან. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ერთმანეთს ისევ შევხვდით. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავალ…

“დაცემა” – ეს არის ერთი დიდი აღსარება, ისევე როგორც ცხოვრებაა ერთი დიდი აბსურდი, ერთი დიდი დანაშაული… სამყარო სიცარიელეა და ამ სიცარიელეში ადამიანი უსასრულოდ ეცემა…ცნობიერების ნაკადიც უსასრულოდ მიედინება…ჟან ბატისტ კლამანსმა ჰარი ჰალერი გამახსენა და კიდევ – დოსოტევსკის “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”…

“კალიგულა” – ამჯერად რომის იმპერიაში აღმოვჩნდი – კალიგულას კარზე. რომის ამ დაუნდობელ მმართველს ყველა იცნობს. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანი განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობდა, მაგრამ ის იყო პირველი, ვინც უსაზღვროდ იყენებდა მას და იქამდეც კი მიდიოდა, რომ უარყოფდა ხალხს და სამყაროს. ის ანადგურებდა ყველაფერს და ამით სპობდა საკუთარ თავსაც, ეძებდა თავისუფლებას და ამის ნაცვლად უფრო შორდებოდა მას…

“შავი ჭირი” – გამოგონილი ქალაქი და ნამდვილი დაავადება – შავი ჭირი, უმოქმედო ხელისუფლება და ეპიდემიის ტყვეებად ქცეული, წარსულში გამოკეტილი ადამიანები…   როგორც თავად ავტორი ამბობდა, ეს არის ბრძოლა ფაშიზმის წინააღმდეგ, თუმცა მისი გავრცელება ზოგადად არსებობაზეც შეიძლება. ეს მხოლოდ ფაშიზმის შავი ჭირი არ არის, ეს არის ბოროტება. შავი ჭირი აბსურდიცაა და ტრაგიკული ბედიც, რომელთან ბრძოლაც მხოლოდ პატიოსნებით შეიძლება, მის მიკრობი კი არასდროს კვდება – მხოლოდ სძინავს და ერთ დღეს შეიძლება ვირთხები ისევ დაატყდნენ თავს ბედნიერ ქალაქს…

P.S. კამიუსთან ურთიერთობა დროებით დავასრულე. მოგვიანებით “სიზიფეს მითით” დავუბრუნდები…

15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 26, 2012 @ 20:36:50

    კალიგულა ფანტასტიურია. პირველი ეგ წავიკითხე და მერე სხვა არაფერი მომწონებია ასე.

    Like

    პასუხი

  2. tsotnee
    ივნ 26, 2012 @ 20:48:36

    მე ჯერ არცერთი წამიკითხავს, მაგრამ კამიუზე ვიცი, რა დამავიწყებს! ფრანგულად მაქვს მაგაზე და მის შემოქმედებაზე დაწერილი(უფრო ინტერნეტიდან და წიგნებიდან) და ნასწავლი.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 26, 2012 @ 20:59:15

      რა საინტერესოა 🙂 ინგლისურში არავინ გვასწავლიდა მწერლებს…

      Like

      პასუხი

      • tsotnee
        ივნ 26, 2012 @ 21:20:01

        ასე წერლებს არც ფრანგულში გვასწავლიან, უბრალოდ დავალება იყო ჩამოთვლილი ფრანგი მწერლებიდან რომელიმეზე უნდა დაგვეწერა და გვესწავლა. მე კამიუ შემხვდა. 🙂

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        ივნ 26, 2012 @ 21:37:17

        საინტერესო დავალებები უკვე პროგრესია 🙂

        Like

        პასუხი

  3. rusa111
    ივნ 28, 2012 @ 13:14:17

    ,,შავი ჭირი” ყველაზე ძლიერია, მე ვფიქრობ, შოკისმომგვრელი ზემოქმედება აქვს მკითხველზე. ამ ყველაფერს თანაუგრძნობ, ბრაზობ და ვერ შველი!..

    Like

    პასუხი

  4. salomeaa
    სექ 03, 2012 @ 22:56:12

    ,,შავი ჭირი ” მქონდა წაკითხული და ისე არ იმოქმედა
    აი ,,უცხომ” კი სისხლში გაიარა, და კი არ გაიარა დამრჩა შიგნით
    ეს უბრალოდ გენიალური წიგნია
    კამიუ უზომოდ შემიყვარდა და დავაფასე

    Like

    პასუხი

  5. შოშანა
    ოქტ 15, 2012 @ 13:18:39

    “შავი ჭირი” არის შავი ლაქა კამიუს შემოქმედებაში 🙂 ყველაზე სუსტი, ჩმა.
    მე ესსეები მომწონს განსაკუთრებით 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 15, 2012 @ 14:57:02

      ბოლომდე არ ვარ “ჩახედული” კამიუს შემოქმედებაში, მაგრამ ჯერჯერობით წაკითხულებიდან “შავი ჭირი” არ “მეფავორიტება” 🙂 “უცხო” უფრო მომეწონა… ესსები საერთოდაც ცალკე თემაა 🙂

      Like

      პასუხი

  6. მოლი ბლუმი
    ოქტ 15, 2012 @ 15:19:34

    ჩმა :))) ქართული იმჰო :))

    კამიუს მშვენიერი სერია აქვს აგორას.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 15, 2012 @ 19:40:48

      მომეწონა ქართული ვერსია 🙂 თან ისე უხდება ლიტერატურაზე საუბარს :))

      ამიტომაც მიყვარს აგორა :))

      Like

      პასუხი

  7. Elene Farjiani
    ოქტ 23, 2013 @ 14:25:17

    კამუს მოთხრობებს ვიცნობ, და “სიცოცხლის სიყვარული” არის გენიალური, ხელოვნების ნიმუშივითაა, ნელ-ნელა ძერწავს და მაშინ ასრულებს, როცა წიგნს დახურავ. ფანტასტიურია.

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი