ზაფხულის პირველი მოგზაურობები

ორჰან ფამუქის “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” – ოჯახური საგები არასდროს მხიბლავდა (უამრავი სახელის დამახსოვრება არცთუ სასიამოვნო იყო : )), თუმცა ფორსაიტებიც გავიცანი, ბუდენბროკებიც, ბუენდიებიც და ახლა იშიქჩიებიც. ოდნავ “ნელი”  რომანი აღმოჩნდა, მაგრამ ორჰან ბეიმ ჩვეულ სტილს არ უღალატა – თურქული საზოგადოების განვითარებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბების რთული გზა გვაჩვენა. ჩვენს თვალწინ აზიური სახელმწიფო ევროპულად გარდაიქმნა და ხალხის ფსიქოლოგიაც ნელ-ნელა შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები XX საუკუნის 70-იან წლებამდე ცხოვრობდნენ, მათი პრობლემები მოძველებული სულაც არ არის. აღმოსავლურ სამყაროში ჯერ ისევ აქტუალურია ჯევდეთ ბეის ძმის სიტყებიც: “ამ ტრადიციების, აქაური ბინძური, უბადრუკი და უვარგისი ცხოვრების ბრალია ყველაფერი”… ვინ იცის, დღემდე რამდენი თურქი (და არა მხოლოდ) ფიქრობს ასე…

ფრიდრიხ დიურენმატის “ავარია” – მწერალს თუ დავესესხებით, ავარიის ეპოქაში ვცხოვრობთ. ყველაზე დიდი საფრთხე საგზაო შემთხვევებია… ხანდახან ავარია საბედისწეროა – თამაში და რეალობა ერთმანეთში  ირევა – საავტომობილო ინციდენტის მსხვერპლი ჯერ სახალისო თამაშში ბრალდებული ხდება, შემდეგ კი მოსამართლედ იქცევა…

ერიკ-ემანუელ შმიტის “ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები” – ერიკ-ემანუელ შმიტთან დიდი ხანია ვმეგობრობ. ამ მწერალმა თავი მოკლე, მაგრამ ემოციური, გულწრფელი ისტორიებით დამამახსოვრა და თავისი საყვარელი თემებიც “გამაცნო” – ბავშვები და რელიგია. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. პატარა ებრაელი ბიჭი მშობლების გარეშე დარჩა, მაგრამ ბატონი იბრაჰიმის წყალობით გაიზარდა, მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება, სიყვარულს და მეგობრობას გაუგო გემო, იწამა საკუთარი თავის და კიდევ რაღაცის იქ – ზემოთ… “რასაც გასცემ, ის ყოველთვის შენია, რასაც შენში ინახავ – სამუდამოდ დაკარგული” – და შმიტიც იბრაჰიმთან და მოსესთან ერთად გვინაწილებს სითბოს და ღიმილს…

ჯეინ ოსტინის “დარწმუნება” – კამიუს შემდეგ “დასამშვიდებლად” ვიქტორიანულ ინგლისზე უკეთეს ადგილს ვერ მოვძებნიდი, ამიტომ დროებით გვერდზე გადავდე ფესტივალზე შედგენილი “სამოგზაურო გეგმა” და გზას გავუდექი. “დარწმუნება” (რატომღაც სათაურის ეს თარგმანი არ მომწონს : ) ) ჯეინ ოსტინის უკანასკნელი რომანია. მოგეხსენებათ, მის ჯეინმა შესანიშნავად იცოდა, თუ რას ნიშნავს გონების ხმის მოსმენა და სხვათა აზრის გამო პირად ბედნიერებაზე უარის თქმა (თუ არადა, ეს ფილმი გაგაცნობთ მის პირად ცხოვრებას : ) ). მისი გმირი ენიც ასეთივე მდგომარეობაშია. ერთი შეხედვით, კონკიასაც ჰგავს და ავტორიც ჩვეული სიმსუბუქით გვიყვება სიყვარულის ისტორიას, მაგრამ “Persuasion” დროის გასაყვან სასიყვარულო რომანზე მეტია, ისევე როგორც “სიამაყე და ცრურწმენა” ან “გრძნობა და მგრძნობელობა” (ოსტინის სხვა რომანებზე ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი)…


15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივნ 30, 2012 @ 10:43:47

    კლასიკური ზაფხული გქონია 🙂

    ჯევდეთ ბეიზე თამარასაც აქვს ერთი გემრიელი პოსტი დაწერილი.

    Like

    პასუხი

  2. katerina
    ივნ 30, 2012 @ 11:41:16

    რა ვქნა და ფამუქი ვერა და ვერ მოვიწონე. შმიტს წავიკითხავ, მომწონს.კარგი პოსტია, დამაინტრიგებელი 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივნ 30, 2012 @ 23:39:31

      როგორც “გამოცდილი” ბიბლიოფილი (ანუ დედაჩემი) იტყოდა, ფამუქი, დიასახლისობა და მასწავლებლობა ერთად არ გამოდის 🙂 შმიტი უფრო “შეთავსებადია” 🙂

      Like

      პასუხი

      • katerina
        ივნ 30, 2012 @ 23:54:45

        ნე უფრო გემოვნების მრავალფეროვნებას დავაბრალებდი. ისე არც მასწავლებელი ვარ და არც დიასახლისი 🙂

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        ივლ 01, 2012 @ 00:03:53

        ვიგულისხმე, რომ ფამუქის “ოდნავ გაწელილი სტილი” გემოვნების ამბავია და ცოტა ძნელია მის რიტმზე “აწყობა”, როცა სხვა უამრავი საქმეცაა ირგვლივ 🙂

        Like

        პასუხი

  3. rusa111
    ივლ 03, 2012 @ 19:57:33

    ეგრეა, მაგრამ მაინც გემრიელად იკითხება.

    Like

    პასუხი

  4. Zura Abashidze
    ივლ 19, 2012 @ 23:37:44

    Ra enaze waikitxe ostini ?

    Like

    პასუხი

  5. Trackback: “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” « კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: დეკემბრის მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: წელს წაკითხული წიგნებიდან | A Magazine

დატოვე კომენტარი