ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

რამდენიმე წლის წინ ერიხ მარია რემარკი ჩემს ფავორიტ მწერალთა შორის იყო. დროთა განმავლობაში მათ რიცხვს კიდევ არაერთი ავტორი შეემატა, რემარკი კი ოდნავ მივივიწყე, თუმცა როგორც კი თაროზე “ჩაკარგულ” მის წაუკითხავ ნაწარმოებს გადავაწყდი, მაშინვე გადავშალე. ომის შემდეგ ამ მწერალს აღარ შევხვედრივარ და ახლა სულ სხვა კუთხით შევხედე.

აქაც, როგორც სხვა ნაწარმოებებში, რემარკი თითქოს ახალს არაფერს გვეუბნება, მაგრამ ეს მრავალჯერ განმეორებული ჭეშმარიტება იმდენად ახლობელია ომგამოვლილი ხალხისთვის… ომის საშინელებას “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” შესანაშნივად გადმოგვცემს, მაგრამ ეს ომამდე იყო…ახლა კი ისევ ომია, მეორე მსოფლიო ომი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ომი ყოველთვის ერთნაირია.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში გერმანელებს მტრებად და სისხლისმსმელებად მიიჩნევდნენ, ყველაფერი არც ისე მარტივად იყო. თავიდან, სანამ იმარჯვებდნენ, ყველაფერი წესრიგში იყო, ან თუ არ იყო, უბრალოდ თვალს ხუჭავდნენ და ამას დიდი მიზნით ხსნიდნენ. მათ დაკარგული ჰქონდათ ყოველგვარი ზომიერება. წლების მანძილზე მათში აღვივებდნენ არაადამიანურ სიამაყეს, აცხადებდნენ რჩეულ ერად, რომელსაც უნდა ებატონა სხვებზე. საბოლოოდ ყველაზე მეტად უდანაშაულოები დაზარალდნენ. უდანაშაულოები იბრძოდნენ ფაშისტების, გესტაპოს, მატყუარების, ფანატიკოსების და მკვლელების ძალაუფლების დასაცავად. სიკვდილის ჟამს ბოლო არ უჩანდა და უმეტესობამ ვერ მიაღწია სიცოცხლის ჟამამდე…

ეს იყო გერმანია, მაგრამ ომმა ერთნაირად დააზარალა როგორც გერმანელები, ისე მაშინდელი საბჭოთა კავშირის მოსახლოება და მრავალი სხვა ქვეყანა…მაგრამ “სამყარო არ დგას ერთ ადგილას. და თუ იმედგაცრუებული ხარ საკუთარ ქვეყანაში, უნდა გჯეროდეს მისი. მზის დაბნელება შესაძლებელია, მაგრამ არა მარადიული ღამე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პლანეტაზე. თქვენ კითხულობთ, საკმარისი ხალხი დარჩა თუ არა, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყონ? ქრისტიანობა დაიწყო რამდენიმე მეთევზისგან, რამდენიმე მორწმუნისა და მათგან, ვინც გადარჩა რომის არენებზე.”…

P.S. რა თქმა უნდა, ტრადიციისამებრ რემარკი სიყვარულსაც არ უვლის გვერდს, თუმცა თუ მასთან პირველი ნაცნობობისას გადამწყვეტ მნიშვნელობას ამას ვანიჭებდი, ახლა ოდნავ ნაკლები ყურადღება მივაქციე…

19 Comments (+add yours?)

  1. rusa111
    Jul 19, 2012 @ 21:20:08

    მართლაც თითქოს სულ ერთნაირია მისი რომანები,მაგრამ ადამიანური სიყვარულითაა განმსჭვალული და სასიამოვნო საკითხავია. ისე ჩემთვის მისი დრო წავიდა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 19, 2012 @ 21:38:05

      მეც ვიგრძენი, რომ ოდნავ დავშორდით მე და რემარკი. მხოლოდ მაშინ ვუბრუნდები, როცა მინიმალური დრო მაქვს კითხვისთვის.

      Like

      Reply

  2. katerina
    Jul 20, 2012 @ 14:45:31

    მართალია ბევრი არ თვლის რემარკს დიდ მწერლად, მეც ვიცი, რომ ეს არაა მწვერვალი, მაგრამ ძალიან მიყვარს, ბავშვობის სიყვარულია, რომელიც არ ხუნდება, რადგან ამდენი სიკეთე იშვიათია წიგნებიდან მოდიოდეს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 20, 2012 @ 19:57:07

      რემარკის დიდ მწერლად არჩათვლა იგივე იქნება, რომ ასტრიდი არ დავაფასოთ – მერე რა, რომ ბავშვობის სიყვარულია 🙂

      Like

      Reply

      • katerina
        Jul 20, 2012 @ 21:15:57

        გეთანხმები.”სამი მეგობარი” მთელი ცხოვრების სიყვარულია :). და საერთოდ, ეს ის მწერალია, რომლის სახელის გაგონებაზეც სახეზე ღიმილი მეწებება.

        Like

        Reply

  3. სანდრო
    Jul 23, 2012 @ 22:17:59

    მისი ბევრი არაფერი მაქვს წაკითხული მაგრამ მაინც განსაკუთრებით მომწონს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 23, 2012 @ 22:45:40

      ქართულად ბევრი არც არაფერია ნათარგმნი. ნელ-ნელა ვპოულობ რუსულ თარგმანებს, არადა ადრე რომ აღმომეჩინა, უკეთესი იქნებოდა 🙂

      Like

      Reply

  4. »♥» ana «♥«
    Jul 24, 2012 @ 10:59:23

    მე ახლა ვეცნობი მის შემოქმედებას და მოხიბლული ვაარ. 🙂

    Like

    Reply

  5. elias
    Jul 27, 2012 @ 14:19:59

    ღმერთს არ უყვარს ბოროტი ადამიანები და ივიწყებს მათ არსებობას. ამიტომაც ცოცხლობენ უსასრულოდ დიდხანს – ერიხ მარია რემარკი.

    Like

    Reply

  6. tsotnee
    Aug 01, 2012 @ 13:31:48

    ოო, საინტერესოა! ქართულად არ იქნება არსად, ხო? 😦

    Like

    Reply

  7. elias
    Aug 02, 2012 @ 23:24:31

    ააქვთ ბუკინისტებს ეს წიგნი,ხშირად მინახავს გასაყიდი… ყოველთვის მიკვირდა რატომ თვლიან ზოგიერთები რემარკს დაბალი დონის მწერლად..?

    Like

    Reply

  8. rusa111
    Aug 31, 2012 @ 10:10:59

    კარგად იკითხება, კარგი თავშესაქცევია!

    Like

    Reply

  9. salomeaa
    Sep 03, 2012 @ 22:47:27

    რემარკი მიყვარს
    რა ბავშვობის მწერალი, ამ აზრს არ ვეთანხმები
    ისეთი ღრმა და ადამიანურია
    იშვიათია მსგავსი სიღრმე სხვა მწერლებთან
    ეს წიგნი განსაკუთრებით მიყვარს
    სიყვარულზე რატომ არ დაწერე, გული დამწყდა:(

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Sep 03, 2012 @ 23:45:45

      ეს რომ მაშინ წამეკითხა, როცა რემარკი პირველად გავიცანი, სიყვარულზე დავწერდი 🙂

      Like

      Reply

  10. პატ ჰოლმანი
    Nov 23, 2014 @ 15:23:25

    ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია რაც ოდესმე წამიკითხავს . სადღაც წავიკითხე , რემარკი ცხოვრებასავით სასტიკიაო და მართალია რომ დაფიქრდე , ‘ჰეფი ენდებს ‘ არ სწყალობს . არც მე :p

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: