ივლისის მოგზაურობები

ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” – როგორია მიუძღვნა მთელი ცხოვრება სიყვარულს და განუწყვეტლივ იტანჯო? ამას ქემალზე უკეთ ვერავინ გვეტყვის, რადგან სწორედ ასეთ – იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს მყოფ – გრძნობას შესწირა მან ათასობით დღე. კითხვის პროცესში ისეთი შთაბეჭდილებაც კი დამრჩა, რომ მას სინამდვილეში თავისი მტანჯველი სიყვარული უყვარდა და არა ფუსუნი. ამ ავადმყოფური განცდის შედეგად ორჰან ბეის მკითხველებისთვის ასე ნაცნობ და საყვარელ ქალაქ სტამბოლში შეიქმნა უმანკოების მუზეუმი (რომელიც, მოგეხსენებათ, მხოლოდ მწერლის ფანტაზიის ნაყოფი არ არის), რომლის მიზანიც ადამიანებში სიამაყის გაღვიძებაა. “ჯერჯერობით მხოლოდ ევროპელები ამაყობენ საკუთარი თავით, მსოფლიოს დიდ ნაწილს კი რცხვენია. ის, რაც ჩვენში სირცხვილის გრძნობას იწვევს, მუზუმში რომ იყოს გამოფენილი, მაშინვე გახდებოდა სიამაყის საგანი…” და უმანკოების მუზუმშიც გაჩნდნენ ექსპონატები: ყვითელი ფეხსაცმელი, მოწეული სიგარეტები, ფოტოები… წარსული ისევე დაიმალა ნივთებში, როგორც სულში… და არა მხოლოდ ქემალისა და ფუსუნის – ახალგაზრდა ორჰანის, ჯევდეთ ბეისა და მისი ვაჟიშვილების, ზოგადად თურქეთის მთელი თაობების წარსული…

ელიზაბეტ ჯილბერტის -“ჭამე, ილოცე, შეიყვარე” – ამ ნაწარმოებს შემიძლია პირდაპირი მნიშვნელობით ვუწოდო მოგზაურობა და ძირითადი მიზეზი, რატომაც გადავწყვიტე ელიზაბეტ ჯილბერტის გაცნობა, სწორედ ეს იყო. იტალია და ინდოეთი ყოველთვის განსაკუთრებით მაინტერესებდა (ინდონეზიაზე შედარებით ზედაპირული წარმოდგენა მქონდა) და სიამოვნებით გავუდექი გზას ავტორთან ერთად, რომელმაც იტალიაში  გენიალური სამზარეულოსა და არანაკლებ გენიალური იტალიელების დახმარებით ნამდვილი სიამოვნება იპოვა (აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იტალიელები და ქართველები ძალიან ვგავართ ერთმანეთს: )), ინდოეთში ლოცვით სულიერ სიმშვიდეს მიაგნო, ინდონეზიაში კი გული ისევ გაუღო სიყვარულს და ცხოვრება თავიდან დაიწყო. ასე დასძლია ერთ წელიწადში სრულიად უმიზეზო დეპრესიით გატანჯულმა ამერიკელმა ცხოვრებისეული სირთულეები…მართლაც, ამ ქვეყნად სულ სამი რამაა, რის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია – ლოცვა, სიყვარული და ჭამა. ასე რომ, “ჭამე, ილოცე, შეიყვარე!”… სხვათა შორის, ნაწარმოების დასრულების შემდეგ “პროფესიულმა ეგოიზმმა გამკრა” – დარწმუნებული ვარ, იგივე შედეგის მიღწევა მხოლოდ საქართველოში მოგზაურობითაც შეიძლებოდა 🙂

ამელი ნოტომის “მკვლელის ჰიგიენა” – საგამოცდო ციებ-ცხელებასთან დაკავშირებით, მსუბუქი მოგზაურობა მჭირდებოდა, ამიტომ ელიზაბეტ ჯილბერტის შემდეგ ისევ “მსუბუქ” მწერალს მივადექი. ამელი ნოტომს უკვე ვიცნობდი, მაგრამ ამჯერად იაპონია არაფერ შუაშია : ) მაშ ასე, თქვენს წინაშეა ნობელიანტი მწერალი, რომელიც სასიკვდილოდაა განწირული, მის სარეცელთან “აყუდებული” ჟურნალისტთა მთელი ამალა და მხოლოდ ერთი რჩეული, საუბრები ლიტერატურაზე, კულინარიაზე, ადამიანებზე…და მთავარი – მწერლის ცხოვრების საიდუმლო, რომელიც მის დაუმთავრებელ რომანშია ასახული…

არტურო პერეს-რევერტეს “ღირსების საქმე” – მე და არტურო რომ დავმეგობრდით, ეს ძველი ამბავია. ამჯერად სულ ცოტა ხნით შევხვდით ერთმანეთს ღირსების საქმესთან დაკავშირებით, რომელსაც სამი მთავარი მონაწილე ჰყავს – მანოლო და მარია, ქალებით მოვაჭრე  ალმეიდა…და კიდევ – სიყვარული, ხელჩართული ბრძოლები, გზატკეცილზე მიმავალი სატვირთო მანქანა და ზღვა… მოკლედ, ჭეშმარიტი კინოსცენარია, ოღონდ, იმედია ეკრანიზაცია “სამხრეთის დედოფალს” არ ჰგავს (რომლის წაკითხვის სურვილიც კი დამეკარგა)…

ბორის აკუნინის “ლევიათანი” – ბორის აკუნინს დიდი ხანია ვიცნობ (თუმცა ჯერ არც ისე კარგად). მისგან ყოველთვის საინტერესო მოგზაურობას ველოდი და არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. ამჯერად ჰერმეტული დეტექტივის ეპიცენტრში აღმოვჩნდი, გავხდი საუკუნის მკვლელობის მოწმე, ვისაუზმე ერთ მაგიდასთან ცივსისხლიან მკვლელთან ერთად, მაჰარაჯას საგანძურის საიდუმლო ამოვხსენი და რაც მთავარია, უზარმაზარი “ლევიათანის” გემბანზე გავისეირნე ერასტ ფანდორინთან ერთად. უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე გემზე “ასვლისთანავე” ამოვიცანი და მეორეც საკმაოდ სწრაფად, დასასრული მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა…ერასტსა და ბორისთან ნაცნობობა აუცილებლად გაგრძელდება და შემდეგი გაჩერება “ნეფრიტის კრიალოსანი” იქნება (რატომღაც, ცუდი ჩვევა მაქვს და თანმიმდევრობას ვარღვევ 🙂 )…

თეოდორ დოსტოევსკის “დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი” – ეს არის მორიგი ისტორია ფიოდორის სტილში – პოეტური, ლამაზი, სასტიკი ამბავი დამცირებულ და შეურაცხყოფილ ადამიანებზე, მიტოვებულ ბავშვებზე, გაგიჟებულ მშობლებზე, განწირულ იდეალისტებზე… მოკლედ, დაკარგულ ადამიანებზე, რომლებმაც არ იციან, საით წავიდნენ…კიდევ, ეგოიზმზე, ინტერესთა კონფლიქტზე, გარყვნილებაზე, დანაშაულზე…და ამ ყველაფრის ფონზე ჯოჯოხეთურ, უაზრო და არანორმალურ ცხოვრებაზე…რატომღაც, ამ ნაწარმოებმა უფრო “იდიოტი” გამახსენა, კერძოდ კი თავადი მიშკინის და ნასტასია ფილიპოვნას ურთიერთობა…

პატრიკ ზიუსკინდის “მტრედი” – ცხოვრებაში ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც ჩვეულ ყოველდღიურობას თავდაყირა აყენებს და ადამიანს აიძულებს, სხვა თვალით შეხედოს საკუთარ არსებობას. ასეთი მოვლენა შეიძლება ერთი შეხედვით წვრილმანიც კი იყოს – მაგალითად, მტრედის მოფრენა. თუ გაინტერესებთ როგორ შეცვალა იონათან ნოელის ცხოვრება ამ უწყინარმა ფრინველმა, მაშინ პატრიკ ზიუსკინდს უნდა მიმართოთ ; )…

34 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ივლ 30, 2012 @ 15:59:35

    სამხრეთის დედოფლის წაკითხვა სულ ტყუილად გადაგიფიქრებია 🙂 სერიალი არც მინახავს, მაგრამ წიგნი რომ ასიათასჯერ აჯობებს, ფაქტია. ღირსების საქმეც მომწონს, ოღონდ ყველაზე ნაკლებად – მართლაც რომ კინოსცენარია და, ალბათ, იმიტომ.

    ლევიათანში, ყველაზე მეტად, პარალელურმა სიუჟეტურმა ხაზებმა მომხიბლა. აონოს ამბავმა და ბარონეტის ისტორიამ ხომ საერთოდ…

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ივლ 30, 2012 @ 16:10:57

      ორი სერია მოთმინებით ველოდი, რომ ტრადიციული სერიალის გზას გადაუხვევდა, მაგრამ… 🙂 წიგნსაც ვცდი მოგვიანებით. სხვა თუ არაფერი, თემა აშკარად საინტერესოა და დასასრულიც არ მინახავს… “ღირსების საქმე” მაინც “ღირშესანიშნავი” იყო – პირველი ქართული “გასაუბრება” არტუროსთან 🙂

      აკუნინი, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია. ბარონეტის ამბავმა უფრო გამაოცა, ვიდრე მკვლელობამ…

      Like

      პასუხი

      • მოლი ბლუმი
        ივლ 30, 2012 @ 16:17:47

        აჰ, შენ ქართულად წაიკითხე… თუ სწორად მახსოვს, ლიტერატურულმა პალიტრამ დაბეჭდა. მე რუსული გამოცემაც მაქვს. პირველად რუსულად გადავაწყდი.

        ბარონეტის ისტორია ერთ წიგნად ღირს.

        Like

        პასუხი

  2. rusa111
    ივლ 30, 2012 @ 22:30:41

    ზიუსკინდის “მტრედი” რუსულად წაიკითხე? მე თარგმნილი მაქვს და ჯერ არ გამოსულა.

    Like

    პასუხი

  3. rusa111
    ივლ 31, 2012 @ 22:14:12

    ჩემი ბლოგი ნახე “მტრედზე”? უფრო სწორად, გამომცემლობისთვის დავწერე.

    Like

    პასუხი

  4. rusa111
    აგვისტო 01, 2012 @ 00:09:45

    ზიუსკინდი აკვიატებული აზრების დიდოსტატია!

    Like

    პასუხი

  5. tsotnee
    აგვისტო 01, 2012 @ 13:30:16

    უმანკოების მუზეუმი მაქვს, მაგრამ ძალიან მოუხერხებელი წიგნია. წავიკითხავ.

    Like

    პასუხი

  6. glamtaia
    აგვისტო 05, 2012 @ 01:22:02

    ჯილბერტის წიგნი მაინტერესებს საშინლად. იმასაც კი ვფიქრობ წაკითხვამდე ფილმს ხომ არ ვუყურო მეთქი . . .

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 05, 2012 @ 12:53:09

      განტვირთვისთვის კარგი წიგნია 🙂 ფილმი ჯერ არ მინახავს, მაგრამ ჯულია რობერტსის ხათრით ვნახავ აუცილებლად 🙂

      Like

      პასუხი

      • glamtaia
        აგვისტო 05, 2012 @ 13:14:44

        სხვათა შორის “სამხრეთის დედოფლის” სერიალმა მეც დამაშინა. 🙂 თავიდან როცა ტრეილერი გაუშვეს ვიფიქრე სიუჟეტი ცუდი არ არის და იქნებ სცენარისტებმა ეს მაინც არ გააფუჭონ მეთქი. რმადენიმე სერია გავუძელი ბოლოს როცა “ეს ის არ არის რასაც შენ ფიქრობ”-ის მსგავსი ფრაზების სროლა დაიწყეს შევეშვი 🙂

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        აგვისტო 05, 2012 @ 13:43:13

        როგორმე ხომ უნდა “გაწელონ” 🙂 ტრადიციული “სასოწარკვეთილებით” რომ არ გააზავონ, ერთ კვირაში დამთავრდება 🙂

        Like

        პასუხი

  7. fsiQe
    აგვისტო 07, 2012 @ 16:51:50

    უმანკოების მუზეუმი მელოდება წინ, მაგრამ ჯერ არ ვიწყებ, ისეთ დროს ველოდები სულ თავისუფალი რომ ვიქნები და ხელს არაფერი შემიშლის

    Like

    პასუხი

  8. rusa111
    აგვისტო 14, 2012 @ 22:43:08

    მე “სტამბოლი” დავიწყე,გერმანულად მაქვს წაკითხული და ქართულად უფრო მომწონს.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 15, 2012 @ 00:34:57

      “სტამბოლი” სავარაუდოდ აგვისტოს მოგზაურობებში “შევა” 🙂 ჯერჯერობით მხოლოდ გადავათვალიერე, მაგრამ ცუდი თარგმანი არ უნდა იყოს…

      Like

      პასუხი

  9. rusa111
    აგვისტო 15, 2012 @ 14:47:22

    შენც ჩემსავით თბილისში ხარ ამ სიცხეში, და წიგნებით ერთობი? დ. ლესინგი წაიკითხე?

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 15, 2012 @ 19:40:59

      ასე ვთქვათ, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში ვარ 🙂 სამსახურის შემდეგ წიგნები საუკეთესო განტვირთვაა…

      ლესინგი ჯერჯერობით თავის “რიგს” ელოდება 🙂

      Like

      პასუხი

  10. mariameden
    აგვისტო 17, 2012 @ 10:07:47

    საინტერესო ბლოგი გაქვს ძალიან. პოსტიც მომეწონა ❤

    Like

    პასუხი

  11. Trackback: “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” « კეჟერაძის ბლოგი
  12. თამუნა
    ოქტ 07, 2012 @ 04:42:45

    უმანკოების მუზეუმი ნამდვილად არ გამოდგა საჩემო წიგნი..თუმცა საბოლოოდ ალბათ ღირდა რომ წამეკითხა..ბოლო ეპიზოდი ძალიან ძლირია მთელს ნაწარმოებში და თვითონ ფამუქის გამოჩენები წიგნში მნიშვნელოვანი.მოკლედ მე წითელი მქვია ვფიქრობ მისი სავიზიტოა:)

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 07, 2012 @ 15:07:48

      მგონი, “მე წითელი მქვია” პირველი ქართული თარგმანი იყო და ჩვენთვის ორჰანთან ასოცირდება 🙂 …ჩემი ფავორიტი მაინც “სტამბოლია”…

      Like

      პასუხი

  13. lika amirashvili
    ოქტ 29, 2012 @ 21:09:46

    ორჰან ფაუქის “უმანკოების მუზეუმი” ვფიქრობ საჩემო წიგნია აუცილებლად წავიკითხავ

    Like

    პასუხი

  14. salomeaa
    ნოე 01, 2012 @ 00:52:25

    ორჰან ფამუქის “უმანკოების მუზეუმი” –დღეს დავამთავრე და წიგნის შუაში, მერე ბოლოსკენ სულ ვიმუქრებოდი აღარ გავაგრძელებ წაკითხავს მეთქი იმდენად ვბრაზობდი ქემალზე, მაგრამ მიხარაი, რომ ბოლომდე წავიკითხე და ეს სიამოვნება განვიცადე.

    ელიზაბეტ ჯილბერტის -”ჭამე, ილოცე, შეიყვარე” – წიგნი, რომელიც შემიყვარდა და რომელიც 8 ადამიანს წავაკითხე:)

    არტურო პერეს-რევერტეს “ღირსების საქმე” – ,,ლიტერატურულ პალიტრაში” წავიკითხე და ისე მომინდა, რომ ქართულად სხვა წიგნებიც თარგმნონ.ძალიან მომეწონა.:)))))))

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ნოე 01, 2012 @ 16:24:53

      ქემალმა სერიოზულად გამაბრაზა, მაგრამ ორჰანს რას ვერჩი – მაინც მშვიდობიაანდ გავედი ბოლოში 🙂

      ჯილბერტს არაოფიციალური PR-მენეჯერი ჰყოლია საქართველოში :))

      იმედია, თარგმნიან… სხვები ბევრად უკეთესია (ყოველ შემთხვევაში, რაც წავიკითხე)…

      Like

      პასუხი

  15. Trackback: ერასტ ფანდორინი « კეჟერაძის ბლოგი
  16. Dea Lezhava
    ოქტ 21, 2014 @ 19:56:40

    ჩემთვის გაუგებარი ორჰან ფამუქის უმანკოების მუზეუმში მაინც დასარულია, ასე მგონია რომ ფუსუნმა თავი მოიკლა კი მაგრამ რატომ გააკეთა ეს მათ ხომ არავინ და არაფერი უშლიდათ
    იმ მომენტში ხელს ?

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 22, 2014 @ 14:22:21

      ზოგადად მგონია, რომ თვითმკვლელობას კონკრეტული მიზეზი არც სჭირდება… უბრალოდ შეიძლება მიხვდე, რომ ყველაფრით დიღალე…

      Like

      პასუხი

  17. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი