“სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

ორჰან ფამუქთან ძველი “მეგობრობა” მაკავშირებს. ჩვენი ნაცნობობა “მე წითელი მქვიას” ფურცლებზე დაიწყო. მანამდე თურქეთს მხოლოდ ზედაპირულად ვიცნობდი  რეშად ნური გიუნთექინის დახმარებით. ორჰან ბეისთან ერთად კი ვიმოგზაურე ძველ ოსმალეთში და მაშინდელი მხატვრები გავიცანი, გავიგე მისი აზრი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის დოსტოევსკის შემოქმედებაზე, თვალნათლივ დავინახე კულტურათა და ხალხთა განმასხვავებელი მახასიათებლები, გავერკვიე ისლამურ ფუნდამენტალიზმში, გავყევი თურქეთის განვითარების გზას ერთი ოჯახის და ერთი წყვილის ცხოვრების ფონზე…

ამჯერად ისევ სტამბოლში აღმოვჩნდი – ქალაქში, რომელსაც უკვე ძალიან კარგად ვიცნობ (ისევ და ისევ ორჰანის დახმარებით).  ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ თეშვიქიე, ნიშანთაში, ბეიოღლუ და ბოსფორი საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და გზადაგზა სტამბოლისთვის დამახასიათებელ სევდასაც ვგრძნობ… თუმცა ჩემთვის ეს ქალაქი მაინც უცხოა და არაფერი აქვს საერთო ჩემს პირად მოგონებებთან. გარე თვალი ყოველთვის ეგზოტიკურს ეძებს…მაგრამ ორჰანის მოგონებები, რომლებიც ასე ერწყმის სტამბოლის კულტურულ ისტორიას, რაღაცით ჰგავს სხვა არადასავლური ქალაქების მაცხოვრებელთა მოგონებებს. ევროპისკენ სწრაფვამ გაგავაერთიანა და ალბათ ამიტომაცაა ფამუქი ასეთი ახლობელი – თბილისიც ხომ სტამბოლივით არასდროს ყოფილა ბოლომდე ევროპული ან ბოლომდე აზიური ქალაქი… ამიტომაცაა ასეთი საინტერესო სტამბოლის წარსული, მისი ღირშესანიშნაობები, ვიწრო ქუჩები, ოსმალეთის იმპერიის დროინდელი არხები, მხატვრები, მწერლები და ისტორიკოსები… და რაც მთავარია ორჰან ფამუქის ცხოვრების 50 წელი, რომელიც სწორედ ამ ყველაფრის ფონზე გავიდა. თავად მას თუ დავესესხებით, “რაც არ უნდა ვთქვათ ქალაქზე, მის ხასიათზე, სულსა და ატოსფეროზე – ეს ყველაფერი უმეტესწილად ჩვენ შეგვეხება, ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს სულიერ მდგომარეობას. ქალაქის ერთადერთი ცენტრი თავად ჩვენ ვართ”. ალბათ ასეცაა… და ჩემთვის სტამბოლი და მის ქუჩებში მოსეირნე მხატვრობაზე მეოცნებე ოდნავ შეშლილი, მაგრამ “ჩემიანი” და “ჩემნაირი” მწერალი განუყოფელია…

P.S. ზაფხულის ყველაზე სასიამოვნო მოგზაურობა გამოვიდა. თითქოს ორჰანის ყველა ნაწარმოები ერთში გაერთიანდა და “მაგიური წრე” სახელად “სტამბოლი” შეიკრა…

Advertisements

24 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    აგვისტო 22, 2012 @ 18:59:26

    უმაგრესი სერიაა “დიოგენეს ბიბლიოთეკა”. ოქტომბერში კერუაკს გვპირდებიან.

    სტამბოლი მეც ძალიან მომეწონა.

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    აგვისტო 23, 2012 @ 00:21:29

    კი, “გზაზე”-ს თარგმნას გვპირდებიან.

    ფესტივალზე ვნახე ეს სერია და მართლა ძალიან კარგია. ჯერ მარტო ეკოს და კარდინალ მარტინის მიმოწერა რად ღირს. ფამუქი, პალანიკი, ახლა კერუაკი…

    Like

    პასუხი

  3. glamtaia
    აგვისტო 23, 2012 @ 14:13:18

    ფამუქის ეს წიგნიც უნდა წავიკთხო ამ პოსტის მერე.
    “ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები” ახლაც თაროზე მიდევს , ვერ მოვიცალე წასაკითხად 😦

    Like

    პასუხი

  4. rusa111
    აგვისტო 23, 2012 @ 17:53:15

    ძლიან მიყვარს ეს წიგნი, ფამუქთან თითქოს მთელი შემოქმედება მართლაც აქ იყრის თავს და მთელი მისი ბიოგრაფია. ასევე ჩვენ ხასიათთან მსგავსების გამოც…

    Like

    პასუხი

  5. სანდრო
    აგვისტო 23, 2012 @ 22:24:22

    მეც მინდა წაკითხვა რატომღაც ვერ მოვაბი მის წაკითხვას თავი 😦

    Like

    პასუხი

  6. 4everyoungsoul
    აგვისტო 25, 2012 @ 22:18:20

    ამ ბოლო დროს ყველგან ფამუქი მესმის, მეც რომ წავიკითხო ალბათ მოდის მიმდევრობაში ჩამითვლიან, მაგრამ რა ვქნა, ყველა ისე დადებითად და დამაინტრიგებლად საუბრობს, რომ აუცილებლად გადავხედავ ^^

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 26, 2012 @ 00:23:38

      რაც მოდაშია, ყველაფრის წაკითხვა ნამდვილად არ არის აუცილებელი (მაგალითად, მანველიძის) 🙂 მაგრამ ფამუქი მოდაზე მეტი მგონია 🙂 ყოველ შემთხვევაში, ცდა ღირს (ისე, რა თქმა უნდა, გემოვნების ამბავია)…

      Like

      პასუხი

      • 4everyoungsoul
        აგვისტო 26, 2012 @ 02:06:51

        მართალი გითხრა თანამედროვე ქართველს მწერლებს მაინც და მაინც არც მევწყალობ.

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        აგვისტო 26, 2012 @ 13:09:00

        ზოგადად თანამედროვე ქართველ მწერლებს არაფერს ვერჩი (ერთი-ორი ფავორიტიც მყავს), მაგრამ ზოგიერთზე ძვირფასი დროის დაკარგვა არ ღირს 🙂

        Like

        პასუხი

  7. ნატა
    სექ 06, 2012 @ 11:48:31

    რას იტყვით „სტამბოლის“ თარგმანზე, მოგეწონათ?

    Like

    პასუხი

  8. Lord Vader
    ნოე 19, 2012 @ 23:52:37

    ძალიან კარგი წიგნია და თბილისისთვის აქტუალური 🙂 თუთქმის დავამთავრე რა.
    თუმცა, არ მომწონს ის სტამბოლი, რომელსაც ხატავს. ახლა მან უკეთ იცის, მარა ჩემთვის, გარე თვალისთვის ბევრად უკეთესი ჩანს ეგ ქალაქი.

    ერთიცაა, ფამუქისთვის სტამბოლი იწყება, როცა ის დაიბადა, რაც ბუნებრივია. ჩემთვის კიდევ ბეეეეევრად უფრო ადრე.

    Like

    პასუხი

  9. Kejeradze
    ნოე 20, 2012 @ 15:38:01

    ორჰანი თავის სტამბოლზე წერს… 🙂

    Like

    პასუხი

  10. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  11. Lord Vader
    ნოე 24, 2012 @ 11:48:13

    ეს ვინ ყოფილა, ვაჰ… რაც სტამბოლიდან ჩამოვედი, ჩამითრია ფამუქმა. 🙂 უკვე 4 ნაწარმოები წავიკითხე და მგონი, პოსტის დასაწერადაც დამიგროოვდა სათქმელი. 🙂

    Like

    პასუხი

  12. Kejeradze
    ნოე 24, 2012 @ 18:23:39

    “სტამბოლის პოსტების” შემდეგ საინტერესო იქნება “პოსტი ფამუქზე” 🙂

    Like

    პასუხი

  13. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: