ჟან-პოლ სარტრის “სიტყვები” – ჟან-პოლ სარტრს დიდი ხანია “ვუტრიალებ” და საბოლოოდ მისი გაცნობა ავტობიოგრაფიული ნაწარმოებით გადავწყვიტე. პირველ ნაწილს “კითხვა” ჰქვია, მეორეს “წერა”. პატარა ჟან-პოლმა სწორედ კითხვით დაიწყო ლიტერატურასთან ურთიერთობა, შემდეგ კი თავად მოკიდა ხელი კალამს. კითხვაც და წერაც ოჯახის წევრებმა მოახვიეს თავს, თუმცა საბოლოოდ ორივე მისი მოწოდება აღმოჩნდა. ასე რომ არ ყოფილიყო, სარტრი მწერალი ვერ გახდებოდა. ქართველებს “წინასწარგანსაზღვრული” მომავლის და “საამაყო” ბავშვების ამბავი არ გვესწავლება, მაგრამ მოწოდების გარეშე არაფერი გამოდის… ბავშვობიდან “სადიდო” წიგნებს კითხულობდა, შემდეგ კი, როგორც თავად “დაგეგმა”, “ცხოვრობდა მათ”. ამიტომაც ჰქონდა საინტერესო ცხოვრება… მასთან ნაცნობობამ გაამართლა მოლოდინი და მოგვიანებით აუცილებლად “შევხვდები”…
ტრუმენ კეპოტის “ღამის ხე” – ამ მწერალს ალბათ ყველა იცნობს – თუ ლიტერატურული კუთხით არა, ფილმით მაინც. სწორედ მისი ნაწარმოების მიხედვით შეიქმნა “საუზმე ტიფანისთან”. ამჯერად მოთხრობების კრებული ჩამივარდა ხელში. მოთხრობების უმეტესობაში ბავშვები ფიგურირებენ და ზუსტადაა აღწერილი მაშინდელი ამერიკა. მოკლედ, სასიამოვნოდ გავატარე ერთი საათი…განსაკუთრებით “მირიამი” მომეწონა. მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები ტრუმენს. მის ბიოგრაფიას თუ გავითვილისწინებთ, აუცილებლად ექნება კიდევ არაერთი საინტერესო ნაწარმოები…
კლიფორდ საიმაკის “გობლინთა ნაკრძალი” – გობლინების, ტროლების და ფერიების ხსენებაზე რა ასოციაცია გვიჩნდება? რა თქმა უნდა, მაშინვე ბავშვობა, ზღაპრები და მულტფილმები გვახსენდება (ან ტერი პრატჩეტი). და რა მოხდება ერთ მშვენიერ დღეს ისინი მართლა რომ აღმოჩდნენ ჩვენს გვერდით? ხომ შეიძლება ერთ დღეს მათთან, რეპტილიებთან, ნეანდერტალელებთან, სულებთან და ვეფხვებთან ერთად ვიცხოვროთ, პლანეტებს შორის ვიმოგზაუროთ…მაგრამ ასეთ დროსაც კი შეიძლება პრობლემები შეიქმნას, თან სერიოზული პრობლემები… როგორ მოაგვარა მაქსველმა თავისი საკაცობრიო მნიშვნელობის პრობლემა, ეს საიმაკმა მოკლედ და სასიამოვნოდ გვიამბო – იუმორის თანხლებით… და სხვათა შორის, აქ შექსპირსაც შევხვდებით – აი იმას, რომ არ ვიცით, რეალურად ვინ იყო… 🙂
აიზეკ აზიმოვის “მე – რობოტი” – როცა სამზერეულოსა და კულინარიაზე ჩამოვარდება სიტყვა, ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ მალე გაზქურასთან რობოტები იფუსფუსებენ : ) ჯერჯერობით ეს ხუმრობაა, მაგრამ ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს ასეც მოხდეს. აზიმოვის “წინასწარმეტყველება” არ გამართლდა – 2008 წელს მსგავსი არაფერი მომხდარა, თუმცა ეს არ გამორიცხავს რობოტების როლის ზრდას მომავალში… ჩემი პირველი “ნაცნობი” ამ “არსებებს” შორის 200 წლის ადამიანი იყო, რომელსაც იმ დროისათვის ჩემი უსაყვარლესი მსახიობი რობინ უილიამსი განასახიერებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცნობდი რობოტექნიკის სამი კანონის ავტორ აიზეკ აზიმოვს, მაგრამ მის მიერ შექმნილმა რობოტმა მაშინვე შემიცვალა წარმოდგენა ზოგადად რობოტებზე. თუ სხვა ფილმებში ისინი ადამიანების წინააღმდეგ განსაკუთრებული აგრესიულობით იბრძოდნენ, აქ სულ სხვა ვითარება დამხვდა… მას შემდეგ წლები გავიდა და ამჯერად აზიმოვმა კიდევ გამაცნო რობოტები, რომლებიც იცავენ კანონებს: არაფერს ვნებენ ადამიანებს და არ არიან უმექმოდედ, როცა ადამიანთა სიცოცხლე საფრთხეშია; ასრულებენ ადამიანთა ბრძანებებს, თუ ეს ბრძანებები არ ეწინააღმდეგება პირველ კანონს; ზრუნავენ საკუთარი უსაფრთხოებისთვის, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს… ასეთ “კანონმორჩილ” რობოტებს სიამოვნებით გავუღებდი სახლის კარს და დავუმეგობრდებოდი კიდეც… 🙂
აგვისტო 31, 2012 @ 00:49:57
საიმაკი და აზიმოვი ❤ ფანტასტიკას დაერიე? 🙂
LikeLike
სექ 03, 2012 @ 14:10:41
დავერიე და “შევყევი” 🙂 “საჩემო” ყოფილა 🙂
LikeLike
აგვისტო 31, 2012 @ 07:32:35
ჩემთვის ცოტა უცნობი სფეროა. სარტრი და კეპოტე სხვა წიგნებიდან ვიცი.
LikeLike
აგვისტო 31, 2012 @ 13:05:54
კაპოტე წაკითხული, სასიამოვნოდ იკითხება, მაგრამ ჩემი არაა მაინც 🙂 აი აზიმოვის “მე რობოტი” დღემდე ჩემი საყვარელი ფანტასტიკაა, ალბათ პირველი წიგნი რომ იყო ამ ჟანრის იმიტომ 🙂
ბოლოს დევიდ მიტჩელის “ღრუბლიანი ატლასი” და “სიზმარი #9” წავიკითხე, ძალიან კარგია ორივე, გირჩევთ თუ ფანტასტიკა მოგწონთ
LikeLike
სექ 03, 2012 @ 14:13:04
მადლობა რჩევისთვის 🙂 აუცილებლად მოვიძიებ 🙂
LikeLike
ოქტ 13, 2012 @ 15:47:25
ღრუბლიანი ატლასი რა ენაზე წაიკითხე და სად შეიძლება ვნახო ეგ წიგნი?
LikeLike
ოქტ 15, 2012 @ 13:57:42
აი ინგლისურად http://e-reading.org.ua/book.php?book=93618
და აი რუსულად, მე რუსულად წავიკითხე http://e-reading.org.ua/book.php?book=93618
LikeLike
ოქტ 15, 2012 @ 15:01:50
ზუსტად ახლა ვეძებდი რუსულ ვერსიას 🙂 მადლობა ბმულისთვის 🙂
LikeLike
სექ 02, 2012 @ 14:20:49
კიდევ 4 წასაკითხი წიგნი. 🙂
LikeLike
სექ 03, 2012 @ 14:18:05
ეჰ 🙂 წასაკითხები ისეთი სისწრაფით იმატებს… 🙂
LikeLike
სექ 03, 2012 @ 17:01:07
ჰო მეც მაგის აღსანიშნავად დავწერე. 🙂
LikeLike
სექ 10, 2012 @ 19:01:41
ფანტასტიკა არ მიყვარს, მაგრამ აზიმოვი ისე მომწონს, სათაურიც კი “მათხოვა”ერთხელ, ამ გამონაკლისის აღსანიშნავად :)))
LikeLike
სექ 10, 2012 @ 20:11:13
მე, რობოტი? 🙂 წავიკითხე და მგონი, ბატონი აიზეკიც სიამოვნებით წაიკითხავდა 🙂
LikeLike
სექ 10, 2012 @ 20:34:43
😀 ძალიან გავუშინაურდით აიზეკს :დ
უღრმესი მადლობა 🙂
LikeLike
სექ 10, 2012 @ 20:58:08
ჰოლდენ კოლფილდისა არ იყოს, კარგი მწერალი ისაა, ვისთანაც “ძმაკაცობა” შეიძლება 😀
არაფრის 🙂
LikeLike
სექ 14, 2012 @ 10:08:54
სარტრი და ეგზისტენციალისტები ძალიან მიყვარს… ეს დანარჩენი კი წასაკითხი წიგნების სიას დაემატა 🙂 სასიამოვნოდ გაგიტარებია აგვისტო, მე კი ერთი წიგნიც არ წამიკითხია სამსახურის, ტრენინგების და გამოცდის გადამკიდე:(
LikeLike
სექ 14, 2012 @ 11:10:49
ბოლო ზაფხულის არდადეგები იყო და “მოვინდომე” 🙂 სანამ თავისუფალი დრო ჯერ კიდევ მაქვს… 🙂
LikeLike