ფანტასტიკური სექტემბერი

რეი ბრედბერის “მარსის ქრონიკები” –  უცხოპლანეტელებზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია, მათ შორის არც მარსის მკვიდრებზე. მაგრამ იქნებ ისინი მართლაც არსებობენ და ისევე სკეპტიკურად უყურებენ ჩვენს არსებობას, როგორც ჩვენ მათსას? იქნებ ერთ დღეს შევხვდეთ ერთმანეთს? იქნებ დადგეს დღე, როცა ბირთვულ ომს, ცენზურას, ბიუროკრატიას, დიქტატურას და რასიზმს გავექცევით და ბავშვობას დავუბრუნდებით – გაოცების უნარს გავაღვიძებთ ჩვენში… ან შეიძლება ვერც იქ დავივიწყოთ ჩვენი “საფირმო საქმიანობა” – ყველაფრის განადგურება – და მარსის ცივილიზაციასაც “მივადგეთ”…

ჰერბერტ უელსის “დროის მანქანა” – დროში მოგზაურობასა და დროის მანქანაზე ბევრი მწერალი თუ რეჟისორი მოგვითხრობს… და აი, თურმე საიდან დაიწყო ყველაფერი… დროში მოგზაური 802701 წლის სამყაროში გაემგზავრა და, რა თქმა უნდა, იქ სულ სხვა რეალობა დახვდა. კონკრეტულად რა ნახა მან მომავალში, ამას ჰერბერტ უელსი გეტყვით, მე კი მხოლოდ ერთს დავამატებ – დროის სვლასთან ერთად სამეცნიერო ფანტასტიკა აშკარად ვითარდება და სიუჟეტებიც უფრო “იხლართება” (კარგი გაგებით). “დროის მანქანა” თანამედროვეთა ფონზე ცოტა არ იყოს “მარტივი” ჩანს (თუმცა, ჰერბერტს დამსახურებას ვერ დავუკარგავთ – სხვა თუ არაფერი, პირველი იყო, ვინც დროში “იმოგზაურა”)…

რობერტ შეკლის “რძის ფურგონის რეისი” – ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში “მოგზაურობისას” რობერტ შეკლის მოთხრობას გადავაწყდი. რადგან მისი “ადამიანის ტვირთი” სასიამოვნოდ დამამახსოვრდა, ამიტომ არ დავაყოვნე და სასწრაფოდ გავუდექი გზას 🙂 შეკლი, როგორც ყოველთვის, იუმორს არ ღალატობს – ამჯერად არნოლდი და გრეგორი ცხოველებს “დაასეირნებენ” პლანეტებს შორის და პრობლემებში “იხლართებიან”…

ჟიულ ვერნის “პარიზი მეოცე საუკუნეში” – ჟიულ ვერნი ალბათ ყველას გვახსოვს, მაგრამ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მის ახალ ნაწარმოებს აღმოვაჩენდი, რომელიც, არც მეტი არც ნაკლები, 1994 წელს გამოიცა… ფანტასტიკა რომ კარგად გამოსდიოდა, ეს ჯერ კიდევ კაპიტანი ნემოს გაცნობისას შევიტყვე და ამჯერადაც ვერ ვთქვი უარი მასთან ერთად მოგზაურობაზე… მაშ ასე, ჩვენს წინაშეა მეოცე საუკუნის პარიზი (ანუ პარიზი 100 წლის შემდეგ). დღევანდელი გადასახედიდან განსაკუთრებული ბევრი არაფერი ხდება – პარიზში მეტრო მოძრაობს, ინდუსტრიულ საუკუნეში “მოტორიანი ტრანსპორტით” გადაადგილდებიან, ყველაფერს მატერიალური კუთხით უყურებენ და სულიერებაზე, ხელოვნებაზე არავინ ფიქრობს. მგონი, ოცდამეერთე საუკუნის პარიზი(და არა მარტო) დაახლოებით ასეთივეა, ოღონდ საზოგადოება ბოლომდე არ არის გადაგვარებული… და იმედია, ნელ-ნელა ვერნის ჯერ აუხდენელი წინასწარმეტყველებებიც რეალობად არ იქცევა – მაგალითად, მსოფლიო ჩინურად არ ილაპარაკებს, წიგნებს მტვრის სქელი ფენა არ დაფარავს… და ამ ყველაფრის ფონზე ჯერ კიდევ არსებობენ “ძველი ყაიდის” ადამიანები. სწორედ მათ ცხოვრებაზე მოგვითხრობს ჟიულ ვერნიც… საერთო ჯამში, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა, მაგრამ მე-19 საუკუნის ფრანგული ლიტერატურისთვის დამახასიათებელი “სიტკბო” ფანტასტიკაშიც კი “შეიჭრა”…

როჯერ ზელაზნის “ეს უკვდავი” – ამჯერად ისევ მომავლის დედამიწაზე ვმოგზაურობთ (ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ამ სიტყვის გამოყენება პირდაპირი მნიშნელობითაც შემიძლია). ჩვენი პლანეტა იმდენადაა დაცემული, რომ მხოლოდ უცხოპლანეტელებისთვის საინტერესო ტურისტული ადგილის ფუნქციაღა დარჩა. ამ ყველაფრის ფონზე ვხვდებით დედამიწის მკვიდრს, რომელიც უკვდავია და დროის სვლასთან ერთად სახელებსაც იცვლის. ამ ეტაპზე ის გიდი და დედამიწის კულტურის ექსპერტია, რომელიც კონრადის სახელით ერევა კაცობრიობის ისტორიაში…

12 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Sep 14, 2012 @ 15:18:17

    “მარსის ქრონიკები” ჩემთვის ისეთი წიგნია, უკაცრიელ კუნძულზე რომ წავიღებ და არ ვინანებ. Sci Fi-ის სიაში კი უპირობო პირველი ადგილი უჭირავს. კლასიკა.

    შეკლის იუმორისტული მცირე პროზაც ძალიან მომწონს (გრეგორის და არნოლდის თავგადასავლებიც და სხვებიც) და ზელაზნიც.

    ერთი სიტყვით, ფანტასტიკას აგრძელებ. მშვენიერია.

    Like

    Reply

  2. rusa111
    Sep 14, 2012 @ 15:37:09

    ფანტასტიკას არ ვკითხულობ, მაგრამ პოსტში პარიზი ყველაზე მეტად მესიმპათიურა.

    Like

    Reply

  3. rusa111
    Sep 15, 2012 @ 13:28:14

    ალბათ მაგიტომაც მომეწონა!

    Like

    Reply

  4. Lord Vader
    Sep 16, 2012 @ 00:04:11

    ვორდპრესზე რომ ვნახე დასაწყისი, მეთქი ერთ წიგნზე იქნება ვრცლად-თქო… 🙂
    არადა იმსახურებს. 🙂
    და ასე გრუშომ გარევას არ იმსახურებს.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Sep 16, 2012 @ 00:10:54

      ფანტასტიკაზე ისე ვრცლად რომ ვწერო, როგორც იმსახურებს, დღეების გატარება მომიწევს ვორდპრესზე 🙂 …და მაინც არ გამომივა ისე, როგორც იმსახურებს 🙂

      Like

      Reply

  5. Kejeradze
    Sep 16, 2012 @ 16:47:56

    სხვათა შორის, ზუსტად “მარსის ქრონიკებზე” მინდოდა ცალკე პოსტის დაწერა 🙂 მაგრამ აღფრთოვანება ისე ვერ გამოვხატე, როგორც რეი იმსახურებდა (დრო და წერის ნიჭი არ მეყო)… :))

    Like

    Reply

  6. Trackback: ამბავი ბოროტი მარსელებისა | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: