დევიდ მიტჩელის “ღრუბლიანი ატლასი” – წარმოიდგინეთ, რომ რუსულ “მატრიოშკას” ხსნით, შიგნით კი თოჯინების ნაცვლად ლაბირინთია, რომელიც ექვსი ნაწილისგან შედგება. პირველი მეცხრამეტე საუკუნის ნოტარიუსია, რომელიც ავსტრალიიდან აშშ-ში ბრუნდება; მეორე – ახალგაზრდა კომპოზიტორი, რომელიც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ევროპაში სულითა და სხეულით ვაჭრობს; მესამე – 70-იანი წლების კალიფორნიაში მცხოვრები ჟურნალისტი, რომელმაც შეთქმულებას ახადა ფარდა; მეოთხე – ჩვენი თანამედროვე მცირე გამომცემელი, რომელმაც უცებ დიდი ფული იშოვა და ბანდიტების სამიზნე გახდა; მეხუთე – კორეელი კლონი-მოსამსახურე; მეექვსე – ცივილიზაციის დასასრულს ჰავაის კუნძულზე მცხოვრები მწყემსი… ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ისტორიებია, მაგრამ სინამდვილეში მათ ერთი რამ აკავშირებთ – რეინკარნირებული სული: “სულები მოგზაურობენ დროში ისე, როგორც ღრუბლები მოგზაურობენ ცაზე, და მიუხედავად იმისა, რომ არც ღრუბლის ფორმა, არც შეფერილობა, არც ზომა იგივე არ რჩება, ის ისევ ღრუბელია. ზუსტად ასევეა სულიც…” მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. რჩევისთვის მადლობა ამ ბლოგის ავტორს 🙂
ურსულა ლე გუინის “წყვდიადის მარცხენა ხელი” – “სინათლე მხოლოდ წყვდიადის მარცხენა ხელია, წყვდიადი – მხოლოდ სინათლის მარჯვენა ხელი”… პლანეტა ზამთარზე საყოველთაო თანასწორობაა – ადამიანებს სქესი არ გააჩნიათ და არა ქალები ან კაცები, არამედ უბრალოდ ადამიანები არიან – სულიერი, მგრძნობიარე არსებები. დედამიწელისთვის არც თუ ადვილია მათთან ურთიერთობა, მაგრამ ბოლო-ბოლო გენდერული “უცნაურობის” დაძლევაც შეიძლება… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა (ცოტა კი “შემცივდა” და გეოგრაფიულ-ადამიანურ სახელებშიც “ავირიე”, მაგრამ მაინც : ) )…
ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “ჰობიტი” – ტოლკინთან ძველი ნაცნობობა მაკავშირებს. ჩვენი “მეგობრობა”, ალბათ როგორც ყველასი, “ბეჭდების მბრძანებლით” დაიწყო. ჰობიტის გაცნობა ცოტა დამიგვიანდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მერე როგორ მიყვარს ზღაპრები (თან გამოკითხვაში “საუკუნის წიგნები ბავშვებისათვის” იგი დაასახელეს ყველაზე აუცილებელ წიგნად, რომელიც ადამიანმა შეიძლება ღრმა სიბერემდეც იკითხოს)… 🙂 მაშ ასე, ეს არის კეთილი, მხიარული და თბილი ისტორია იმაზე, თუ როგორ გაემგზავრა ერთ მშვენიერ დღეს ჰობიტი ბილბო თავგადასავლების საძიებლად ბრძენ ჯადოქარ გენდალფსა ( სწორედ “იმასთან”) და ჯუჯებთან ერთად, როგორ იპოვა ბეჭედი (სწორედ”ის”), გაეხვა უამრავ “შარში” და მშვიდობიანად დაბრუნდა შინ. ზუსტად ისეთი “მოგზაურობა” გამოვიდა, როგორსაც ველოდი – სასიამოვნოდ გავატარე ერთი დღე და კიდევ სიამოვნებით ვესტუმრები ჰობიტ ბილბო ბეგინსს (უკვე ბავშვებთან ერთად). თან ოთხ საათზე თავად ბილბო გვეპატიჟება ჩაიზე 😉
ძმები სტრუგაცკების “ორშაბათი იწყება შაბათს” – “ორშაბათი იწყება შაბათს ნიშნავს, რომ არ არსებობს დღესასწაული ჩვენს ცხოვრებაში. სამუშაო დღეები სამუშაო დღეებში გადადის, ნაცრისფერი რჩება ნაცრისფრად, უფერული – უფერულად…” ცოტა პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ რეალურად სულ სხვა გარემოში აღმოვჩნდი – ტურისტმა საშა პრივალოვმა, რომელიც “პარალელურად” პროგრამისტიცაა, ჯადოქრობისა და გრძნეულების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (წესით, ასე უნდა ითარგმნებოდეს) ამოყო თავი. მსგავს დაწესებულებაში რა სახალისო სიტუაციებს გადავაწყდი, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ ეს ყველაფერი გასულ ასწლეულში ხდება – მაშინ, როცა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები პრესტიჟულ ადგილებად ითვლებოდა და 5 კაპიკად უამრავი რამის ყიდვა შეიძლებოდა 🙂
ოქტ 28, 2012 @ 00:10:27
ურსულა და სტრუგაცკები ❤
"ორშაბათი იწყება შაბათს" კლასიკაა. ისეთი კლასიკა, ათასი წელი რომ არ დაძველდება.
ოღონდ, ორშაბათი რომ შაბათს იწყება, იმას ნიშნავს, რომ ხალხს სამსახური უყვარს 🙂
LikeLike
ოქტ 28, 2012 @ 00:17:12
სამსახურის ამბავი აღარ “გავამხილე” 🙂 “ჰემინგუეისეული” სათაური ეფექტურად ჟღერს და იქნებ ვინმეს “შემოეკითხოს” ინტრიგის ხათრით 🙂
LikeLike
ოქტ 28, 2012 @ 00:19:05
აჰ, ფანდი ვერ გამომიცვნია 🙂 ასიათასჯერ მაქვს გადაკითხული და ახლაც სიამოვნებით ვფურცლავ ხოლმე. ახალი წლის ღამეა მანდ გენიალური.
LikeLike
ოქტ 28, 2012 @ 13:48:21
დივანი ისეთი “ფიგურა” იყო, უკეთესს აღარაფერს ველოდი, მაგრამ ახალი წლის ღამემ ნამდვილად გადააჭარბა 🙂
LikeLike
ოქტ 28, 2012 @ 21:50:53
მორჩეს ეს წელი და ხელახლა უნდა გადავხედო შენს პოსტებს. რა ტემპით კითხულობ! 🙂 😉 უმრავლესობა წასაკითხი წიგნები მახსოვს, მაგრამ მაინც რომ არ გამომრჩეს რამე! 😳
LikeLike
ოქტ 28, 2012 @ 23:59:25
“სტუდენტური” ტემპით 🙂 აბიტურიენტობის დროს “კუს ნაბიჯებით” მივიწევდი წინ 🙂
LikeLike
ოქტ 29, 2012 @ 11:34:19
ძალიან მიხარია რომ მოგეწონა 🙂 ფილმიც მალე გამოვა, ჩვენთანაც იქნება წესით კინოში. ნახე რა სამსახიობო შემადგენლობაა: http://www.imdb.com/title/tt1371111/
ესეც ტრეილერი: http://youtu.be/pQFAPeaJOf8
საინტერესო ვიდეოა ფილმის გადაღებებეზე http://www.kinopoisk.ru/film/464484/video/t/70478/fb/3/
LikeLike
ოქტ 29, 2012 @ 15:52:44
ტრეილერით და მსახიობებით თუ ვიმსჯელებთ, ფილმიც არანაკლები უნდა იყოს 🙂 დაველოდები…
LikeLike
დეკ 18, 2012 @ 00:17:17
ნახე აუცილებლად 🙂
http://beefz.net/41296-CloudAtlas2012HDRip.html
LikeLike
დეკ 18, 2012 @ 00:24:57
მადლობა ბმულისთვის 🙂 შაბათ-კვირისთვის ჩავინიშნე “On the road”-თან ერთად…
LikeLike
ოქტ 31, 2012 @ 20:54:37
გამარჯობა, მე http://www.kinosiaxle.ge -ს ადმინისტრატორი ვარ, ამ საიტის ადმინთან საინტერესო შეთავაზება მაქვს სამუშაოსთან დაკავშირებით. დაინტერესების შემთხვევაში შემეხმიანეთ მეილზე: valeri1991@gmail.com
LikeLike
ოქტ 31, 2012 @ 21:10:45
მადლობა შემოთავაზებისთვის, მაგრამ ცოტა სხვა სახის სამუშაოთი ვარ დაინტერესბული 🙂
LikeLike
ნოე 01, 2012 @ 10:04:34
როგორ ასწრებ, მშურს თეთრი შურით 😦
ატლასი ეხლა ფილმადაც გამოვა ^_^
LikeLike
ნოე 01, 2012 @ 16:19:49
სანამ უმუშევარი სტუდენტი ვარ, ვასწრებ 🙂
ველოდებით. იმედია, მალე მოვა ჩვენამდე 🙂
LikeLike
ნოე 05, 2012 @ 10:59:10
ბოდიშის მოხდით ვაღიარებ რომ ისე შემშურდა შენი ლამის სახეზე მწვანე ფერი დამედოს 🙂
დიდი ხანია აღარაფერი წამიკითხავს, არადა ახლა იმდენი რამის წაკითხვა მომინდა სასოწარკვეთაში ჩავვარდი.
არაჩვეულებრივი მოგზაურობები გქონია ^^
LikeLike
ნოე 05, 2012 @ 15:38:18
ნაცნობი გრძნობაა 🙂 “ლიტერატურული” შური მუდმივად მაწუხებს, მაგრამ მთლად სასოწარკვეთამდეც არ მივდივარ ხოლმე 😀
LikeLike
ნოე 10, 2012 @ 22:55:39
მომწონს შენი ნაწერები და შენი მკითხველი ვარ დღეიდან :)))
LikeLike
ნოე 11, 2012 @ 00:34:42
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
იან 10, 2013 @ 13:10:28
შთაბეჭდილებები და რეცენზია ღრუბლიანი ატლასზე 🙂 http://lobzhanidze.wordpress.com/2013/01/07/cloud-atlas/
LikeLike
იან 10, 2013 @ 15:43:27
ვნახავ…
LikeLike
იან 10, 2013 @ 13:11:48
ისე, როგორც ჩანს მიტჩელის დამსახურებით საინტერესო ლიტერატურულ ბლოგს მივაგენი 🙂
LikeLike
იან 10, 2013 @ 15:43:49
მადლობა 🙂
LikeLike