რა სწამს მას, ვისაც არ სწამს?

პუბლიცისტიკას მაინცდამაინც არ ვეტანები, მაგრამ უმბერტო ეკოს სახელი ყდაზე უკვე ბევრს ნიშნავს (ეს ადამიანი ამ ჟანრში საუკეთესო თანამედროვე ავტორი მგონია – თუნდაც მხოლოდ ჟან-კლოდ კარიერთან ერთად შექმნილი ამ წიგნის გამო).

ამჯერად სინიორ უმბერტოს თანამოსაუბრე კარდინალი კარლო მარია მარტინია. მათი დიალოგი არაერთ საჭირბოროტო თემას ეხება, რომლებიც მორწმუნეებსა და ურწმუნოებს თანაბრად აღელვებთ. ესენია: აპოკალიფსი, სიცოხლის დასაწყისი (მაინც როდის იწყება ადამიანის სიცოცხლე – ჩასახვამდე, ჩასახვის შემდეგ, თუ მხოლოდ დაბადების წამიდან? შესაბამისად, რამდენად დასაშვებია აბორტი?), ქალების როლი ეკლესიაში და რელიგიური მოძღვრებების ტრანსფორმაცია დროის შესაბამისად.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო წერილების ის მონაკვეთები იყო, რომლებიც მორწმუნეთა და ურწმუნოთა ურთიერთობას ეხება (მით უფრო, რომ ბოლო დროს ამ საკითხმა საგანგაშო ფორმა მიიღო). სინიორ უმბერტოს აზრით, ურწმუნოს არ აქვს

უფლება, აკრიტიკოს მორწმუნის ცხოვრების წესი (იგივე შეიძლება ითქვას მორწუნეზეც), თუ ის არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ კანონებს და არ ეხება სხვის რწმენას. არავის აქვს უფლება, შეეწინააღმდეგოს სხვა რელიგიის წეს-ჩვეულებებს, მაგალითად, კათოლიციზმის შემთხვევაში – განქორწინებას, ისლამის შემთხვევაში – ალკოჰოლის აკრძალვას და ა.შ. ვისაც მეჩეთში შესვლა სურს, ფეხზე უნდა გაიხადოს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ისლამის მიმდევარი… ან შეუძლია სულაც არ შევიდეს… იდეალს ყველა თვითონ ირჩევს და ეს არ ნიშნავს სხვის შევიწროებას – ჭეშმარიტების ძალა მოკრძალებაშია და არა ძალადობაში… ცივილიზებულ სამყაროში ასეც იქცევიან – “ის, რომ ურწმუნოს ღვთის არსებობა არ სწამს და მორწმუნეს, – ცხადია, სწამს, მათ შორის გაუგებრობის კი არა, ერთმანეთის მრწამსის პატივისცემის განმაპირობებელი უფროა”…

P.S. მგონი, ცნობილი მეცნიერისა (რომელიც, სხვათა შორის, 22 წლამდე კათოლიციზმის აქტიური მიმდევარი გახლდათ) და ასევე ცნობილი ღვთისმსახურის ეპისტოლარული დიალოგი ყველას დააინტერესებს, მიუხედავად რელიგიურობისა. თან თარგმანიც არ “შეგაწუხებთ”…

Advertisements

18 Comments (+add yours?)

  1. tami
    Nov 17, 2012 @ 00:19:50

    პოსტს არ ვკითხულობ, სახლში მაქვს ეს წიგნი და რომ დავაგემოვნებ შემდეგ მოვბრუნდები.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 18, 2012 @ 13:32:03

      როგორც ყოველთვის, ვეცადე ზედმეტი არაფერი მეთქვა, მაგრამ მაინც ჯერ წაკითხვა ჯობია 🙂

      Like

      Reply

      • tami
        Nov 18, 2012 @ 13:38:01

        ხო ზოგჯერ პოსტში ამომიკითხავს წიგნის მოკლე შინაარსი და შთაბეჭდილებები. უბრალოდ შეიძლება შენი შთაბეჭდილების ზეგავლენის ქვეშ აღმოვჩნდე , მალე დავასრულებ და მოვალ კიდე.

        Like

        Reply

  2. მოლი ბლუმი
    Nov 17, 2012 @ 13:59:28

    მე რა უნდა ვთქვა… უმაგრესი წიგნი და უმაგრესი სერია 🙂

    Like

    Reply

  3. finiki
    Nov 17, 2012 @ 16:22:28

    ერთი კვირის წინ შევიძინე, ხვალ ჩავუჯდები ^^

    Like

    Reply

  4. kevana
    Nov 17, 2012 @ 21:33:09

    უკოს ვეთანხმები მაგ მონაკვეთში

    Like

    Reply

  5. rusa111
    Nov 17, 2012 @ 21:55:06

    ამ სერიიდან რატომღაც სწორედ ეს წიგნი გამოვტოვე, ყველაფერს ხომ არ წავიკითხავ–მეთქი. ისე, ბლოგის პათოსს ვეთანხმები.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 18, 2012 @ 13:44:18

      გემოვნების ამბავია… მით უფრო პუბლიცისტიკა… ჯერჯერობით სერიის “შემქმნელები” ჩემი გემოვნების შესაბამისად მოქმედებენ 🙂

      Like

      Reply

  6. tsotnee
    Nov 18, 2012 @ 20:19:04

    რა ხანია სახლში მაქვს. მაგრამ მოუცლელობის გამო არ წამიკითხავს. ახლა მცალია და ვიწყებ! (შალვასავით გამომივიდა მაგრამ არა უშავს :დ).
    პ.ს. ჯერ წავიკითხავ და მერე დავუწერ კომენტარსთქო მაგრამ გულმა და ხელებმა არ მომითმინა. 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 18, 2012 @ 23:44:17

      შალვაზე უკეთ დაიწყებ, იმედია 😀 მერე გაგვიზიარე შთაბეჭდილებები 🙂

      Like

      Reply

      • tsotnee
        Nov 21, 2012 @ 16:09:22

        ისეთ ხასიათზე ვიყავი რომ წესით არაფერს უნდა დავეინტრესებინე, მაგრამ მაშინ დაწყებული და ისევ დადებული დღეს დავამთავრე, რაღაცაში ვეთანხმები რაღაცაში არა, ზოგი მისაღებია და ზოგი არა.

        Like

        Reply

  7. tsotnee
    Nov 21, 2012 @ 16:09:48

    მაგრამ უდავოდ საინტერესო იყო! ^.^

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 21, 2012 @ 20:15:09

      რა თქმა უნდა, ყველაფერი მისაღები ვერ იქნება 🙂 ცალსახად მარტო ურწმუნოების და მორწმუნეების ურთიერთობის საკითხში დავეთანხმე…

      Like

      Reply

  8. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: ფაულზი, ოსტერი და კუტზეე « კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: