დიოგენეს ბიბლიოთეკა

სულ ახლახანს წიგნების სერია ,,დიოგენეს ბიბლიოთეკა” ,,გალას” გამარჯვებული გახდა. ალბათ ამ გადაწყვეტილებას ყველა ბიბლიოფილი დაეთანხმება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს “სერიული” გამოცემები საკმაოდ ხშირია, უმეტეს შემთხვევებში გამომცემლები უკვე ათასჯერ გამოცემულ ძველ თარგმანებს გვთავაზობენ. ამ მხრივ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ნამდვილად სიურპრიზი აღმოჩნდა – წიგნის ფესტივალიდან მოყოლებული მუდმივად გვიკეთებენ საჩუქარს (მერე რა, თუ ერთ ან ორ კვირაში ერთხელ არ გამოდის მორიგი ტომი და არც “განსაკუთრებულადაა” გაფორმებული – სამაგიეროდ, შერჩეულ ავტორებს, თარგმანსა და მოკრძალებული დიზაინს ვერაფერს დავუწუნებთ) ისეთი წიგნების სახით, რომლებსაც დიდი ხანია ველოდით… ახლა უშუალოდ წიგნებზე გადავიდეთ და ტრადიციისამებრ სუბიექტურად შევაფასოთ.

ედით უორტონის “უმანკოების ხანა” – ჩვენს წინაშეა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ბრწყინვალე ნიუ-იორკი – ტრადიციების, რიტუალების, ფარისევლობის სამყარო. აქ ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული – რა უნდა ჩაიცვან, როგორ უნდა მიიღონ სტუმრები, სად უნდა გაემგზავრონ, რით უნდა იყვნენ დაინტერესებულნი, სად უნდა იმუშაონ და ვინ უნდა შეირთონ ცოლად… თითქოს უცნაურია, არა? ეს ხომ თავისუფლების სიმბოლოდ ქცეული ამერიკაა, მაგრამ ამ ქვეყანასაც ჰქონია მოჩვენებითი “უმანკოების ხანა” – აქ განქორწინება გარიყვას ნიშნავს, ქალები თვალს ხუჭავენ ქმრების “ორგულობაზე”, რომლებიც თავის მხრივ საკუთარ თავსაც არ უმხელენ სინამდვილეს და ინარჩუნებენ ყალბ, არაფრისმომცემ ურთიერთობებს…აქ ყველა ერთი (სხვისი) ცხოვრებით ცხოვრობს და ბოლოს ეს ცხოვრებაც გადის (თუ ამას შეიძლება ცხოვრება ვუწოდოთ). ირგვლივ ყველაფერი იცვლება – ამერიკა საქმიან ქვეყნად იქცევა და ნელ-ნელა თავისუფლდება საზოგადოებრივი “ბორკილებისგან”… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და შემთხვევით ზედმეტი არაფერი წამომცდეს, მხოლოდ ერთს დავამატებ – მიუხედავად იმისა (ან შესაძლოა სწორედ ამიტომაც), რომ უორტონმა ერთ ნაწარმოებში ჩაატია ყველაფერი ის, რაც ყველაზე მეტად მძულს, მაინც ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა…

ელემ გრენვილ ვუდჰაუსის “დაიკიდე, ჯივზ!” – ინგლისური იუმორი რომ განსაკუთრებულია, ამაზე ბევრი საუბარი აღარ ღირს (სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ჯერომ კ. ჯერომის “ხათრით” ღირს ინგლისელთა დაფასება). რაც შეეხება ვუდჰაუსს, მის შესახებ აქამდე არაფერი მსმენოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი სერია “ჯივზი და ვუსტერი” გამორჩეული ყოფილა კომიკურ ჟანრში. ბრიტანეთში ბერტი ვუსტერი და მისი კამერდინერი ჯივზი ჰოლმსსა და უოტსონსაც კი უტოლდებიან პოპულარობით… შინაარსზე არაფერს გეტყვით. მხოლოდ ერთს დავამატებ – თუ იუმორს აფასებთ, ეს გმირები უნდა გაიცნოთ – მერწმუნეთ, არ ინანებთ : )

უილიამ ფოლკნერის “დროშები მტვერში” – ”დროშები მტვერში” უილიამ ფოლკნერის რომანებიდან პირველია, რომლის მოქმედებაც მწერლის მიერ გამოგონილ ”იოკნაპატოფას ოლქში” ხდება. კომპსონები ალბათ გახსოვთ (ან მომავალში გაიცნობთ), ამჯერად კი სარტორისებს ვეცნობით (სწორედ მათი გვარი წარმოადგენდა წიგნის თავდაპირველ სათაურს), რომლებიც წარსულის ლამაზ ლეგენდაზე აღიზარდნენ და სინამდვილეს თვალი ვეღარ გაუსწორეს. ჯონ სარტორისის დიდების ჩრდილქვეშ მოქცეულები ცხოვრობდნენ ამაყად და მშვიდად, როგორც დროშები მტვერში, მაგრამ თანამედროვეობას ვერაფრით მოერგნენ… უნდა “გამოვტყდე”, რომ კომპსონების ისტორია ( კერძოდ კი “ხმაური და მძვინვარება”) ბევრად უფრო საინტერესოდ მეჩვენა, თუმცა ამერიკელთა ამ წარმომადგენლებსაც (სარტორისებს) სიამოვნებით “შევხვდი”…

ჯონ მაქსველ კუტზეეს “სირცხვილი” – პროფესორი დევიდ ლური – ბრალი ედება სექსში. არა, საქმე სულაც არ გვაქვს გაუპატიურებასთან. პროფესორმა მხოლოდ “შეაცდინა” თავისი სტუდენტი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი შემთხვევაა, მაგრამ „ჩვენ პურიტანულ დროში ვცხოვრობთ. პირადი ცხოვრება ყველას განსჯის საგნად იქცა, მისდამი მეტისმეტი ცნობისმოყვარეობა კი რესპექტაბელური გახდა – ცნობისმოყვარეობა და სენტიმენტალობა. მათ სპექტაკლი სჭირდებოდათ: გულში მჯიღის ცემა, მონანიება, ცრემლიც კი… მოკლედ, ტელეშოუ.“ მაგრამ დევიდმა მათ ეს სიამოვნება არ მიანიჭა და ამ შემთხვევით “გამდიდრებული”, წარსულის, მომავლის, იმედის გარეშე დარჩენილი, “შერცხვენილი” შვილთან გადასახლდა… თუმცა ეს არ იყო ბოლო “სირცხვილი”… და ეს არც არის მისი ბიოგრაფია. ამ წიგნს კიდევ ერთი გმირი ჰყავს – დევიდის ქალიშვილი, რომელიც სულაც არ არის მეორეხარისხოვანი პერსონაჟი… დანარჩენს თავად ჯონი გიამბობთ, მე კი მხოლოდ ერთს დავამატებ – ჩემი აზრით, ეს მწერალი ნამდვილად იმსახურებდა ნობელს, ბუკერს და… ადგილს დიოგენეს ბიბლიოთეკაში : )

P.S. ალბათ დამეთანხმებით, რომ “დიოგენეს ბიბლიოთეკა” სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება. იმედია, კიდევ შემოგვთავაზებენ სასიამოვნო სიახლეებს (უახლოეს მომავალში უკვე იგეგმება კიდევ ორი სიახლე – ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი”, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდები და მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე”, რომელიც უკვე “დავაგემოვნე” და საკმაოდ საინტერესო “მოგზაურობაც” გამოვიდა)…

 

Advertisements

34 Comments (+add yours?)

  1. tami
    Nov 24, 2012 @ 09:38:41

    ხო ეჭვი მაქვს ტროპიკის კირჩხიბს დიდი გამოხმაურება მოყვება, ძალიან მომწონს ეს სერია, მართლაც არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა გამოსდის დიოგენეს.

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Nov 24, 2012 @ 11:11:03

    სუპერ სერიაა ნამდვილად

    Like

    Reply

  3. tamara
    Nov 24, 2012 @ 13:46:49

    მშვენიერია! ჯერომ კ. ჯერომის ხათრით მარტო ვუდჰაუსს მაინც გაეცნობოდა კაცი ❤

    Like

    Reply

  4. rusa111
    Nov 24, 2012 @ 18:18:08

    მეც მოვიხიბლე ზოგიერთი მათგანით, კერუაკი ჯერ ვერ ვნახე მაღაზიებში, უკვე გამოვიდა?

    Like

    Reply

  5. rusa111
    Nov 24, 2012 @ 19:06:56

    კი ამბობდნენ და საბურთალოზე ორ ადგილას ვერ ვნახე. ეტყობა კარგად არ მიძებნია.

    Like

    Reply

  6. mecmikvarkhar
    Nov 25, 2012 @ 14:23:38

    ჩემი ფავორიტი სერიაა. თან როგორც შენ აღნიშნე, სადა დიზაინი ძალიან უხდება 🙂 მწვანე შაბათებზე ვყიდულობ ძირითადად

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 25, 2012 @ 23:02:06

      ჩემი მოკრძალებული “მარკეტინგული” აზრით, იდეალური დიზაინია ამ ტიპის წიგნებისთვის 🙂

      Like

      Reply

  7. rusa111
    Nov 25, 2012 @ 22:58:35

    მწვანე შაბათებზე რამდენი პროცენტია ფასდაკლება?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 25, 2012 @ 23:04:23

      თვის ბოლო შაბათს რა რიცხვიც ემთხვევა, იმდენი პროცენტია. შემდეგი 29 დეკემბერს იქნება – 29%-იანი ფასდაკლება…

      Like

      Reply

  8. Nodari Kilasonia
    Nov 26, 2012 @ 15:37:42

    მილერის კირჩხიბის ტროპიკს ველოდები მაგრად

    Like

    Reply

  9. rusa111
    Nov 26, 2012 @ 19:34:59

    მადლობა, დიოგენე ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ ახალ მაღაზიაში რატომღაც ჯერ არ ვყოფილვარ.

    Like

    Reply

  10. tsotnee
    Dec 02, 2012 @ 15:54:31

    მართლაც რომ კარგი სერიაა. ჩაკ პალანიკის “მებძოლთა კლუბი” შემდეგი ჩემს წასკითხ სიაში.

    Like

    Reply

  11. salomeaa
    Dec 07, 2012 @ 16:40:27

    როგორ მრცხვენია ღმერთო ჩემო
    არც ერთი არ წამიკითხავს
    კერუაკის ,,გზაზე” დიდი ხანია მინდოდა, ინგლისური ვერსია ვიშოვნე, მაგრამ ვერ მოვახერხე წაკითხვა და ახლა დიოგენეს გამოცემა ვიყიდე და ერთი სული მაქვს როდის გახდება ჩემი:)))

    მილან კუნდერა უნდა შევიძინო სასწრაფოდ.

    დანარჩენებზე კი ჯერ ბლოგებზე ვკითხულობ და მერე ჩამოვყალიბდები:))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 07, 2012 @ 17:03:41

      მოსალოცი ამბავია 🙂 ჩემი მოკრძალებული აზრით, “გზაზე” საუკეთესოა, თუმცა არც სხვებია ცუდი 🙂

      Like

      Reply

      • salomeaa
        Dec 07, 2012 @ 18:19:37

        ერთმა მეგობარმა ჩემზე ადრე წაიკითხა და მითხრა, ეტყობა 3 დღეში რომ არის დაწერილი, მაგრამ მაინც მაგარიაო:))) კი არის ეს მოსალოცი ამბავი, მაგრამ მე უფრო მეტად სირცხვილი მკლავს:)))

        Like

        Reply

      • Kejeradze
        Dec 07, 2012 @ 19:08:14

        კუტზეეს “სირცხვილიც” გვეყოფა… ზედმეტი “სირცხვილები” აღარ არის საჭირო :)))) .
        .. მგონი, ზუსტად ამიტომ მომეწონა… მიყვარს სპონტანური მოგზაურობები და “უცებ” დაწერილი წიგნები 🙂

        Like

        Reply

  12. Trackback: საჩუქრები “დიოგენესგან” « კეჟერაძის ბლოგი
  13. Lord Vader
    Jan 29, 2013 @ 21:44:51

    თავად ფოლქნერი ამბობს – სართორისით უნდა დაიწყოთ ჩემი კითხვაო 🙂 ალბათ სწორიცაა, თუმცა მე ხმაური და მძვინვარებით დავიწყე.
    თან პოლკოვნიკი სართორისი მწერლის დიდი ბაბუაა – უილიამ ფოლქნერ უფროსი 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 29, 2013 @ 22:53:49

      სწორია ნამდვილად 🙂 კომპსონების ფონზე სარტორისები, ცოტა არ იყოს, “მეორეხარისხოვნები” არიან…

      Like

      Reply

  14. Trackback: ფაულზი, ოსტერი და კუტზეე « კეჟერაძის ბლოგი
  15. Trackback: “ძარცვა”: ერთი სიყვარულის ისტორია | კეჟერაძის ბლოგი
  16. Trackback: ბიოგრაფიული გაზაფხული | კეჟერაძის ბლოგი
  17. Trackback: თბილისის წიგნის მე-15 საერთაშორისო ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  18. Trackback: ფლობერის თუთიყუში | კეჟერაძის ბლოგი
  19. Trackback: სერია “ამერიკელები” | კეჟერაძის ბლოგი
  20. Trackback: რომენ გარის თეთრი ძაღლი | კეჟერაძის ბლოგი
  21. Trackback: ჯივზი, ვუსტერი და კიმი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: