ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ზურგჩანთა აგეღოთ და გზას დასდგომოდით – უმისამართოდ, უბრალოდ გაყოლოდით გზას, რომელიც სადღაც მიგიყვანდათ? მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბიტ-თაობის მანიფესტი, რომელიც უარყოფს საზოგადოებრივ წესებსა და დოგმებს და თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილი თავისუფლება ხომ გზის არჩევაა – ცხოვრების არჩევა…
…და ამ გზას ირჩევენ სალ ფარადაიზი (ჯეკ კერუაკი) და დინ მორიარტი (ნილ კესიდი). სწორედ მათთან ერთად მივემართებით თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ამერიკის გარშემო და მექსიკაში, ავტოსტოპით გადავადგილდებით, გიჟური სიჩქარით მივექანებით, ვთვრებით, ვეწევით, მთელს ქვეყანაში გაფანტულ ნაცნობებს “ვესხმით თავს” და… ისევ თავიდან…
ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ ვხვდებით, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება – ახალგაზრდობაც, სასმელიც, გზაც… ერთ დღეს ცხოვრებაც დამთავრდება, მაგრამ მანამდე ისე უნდა იცხოვრო, როგორც სალი და დინი ცხოვრობდნენ. უბრალოდ უნდა ისუნთქო, იმოძრაო, სიგიჟეები აკეთო… უნდა დატკბე ყოველი წამით, უსასრულო საუბრებით… უნდა იცხოვრო არანორმალურივით, რომელსაც გიჟურად უნდა ცხოვრება, გიჟურად უნდა ლაპარაკი, გიჟურად უნდა გადარჩენა, რომელიც ყოველთვის იწვის, იწვის…
ასეთია კერუაკის გზა – შეშლილის გზა, გზა, რომელსაც ყველა სადღაც როგორღაც მიჰყავს… გზა, სადაც ჯაზის რითმებს ტომ უეიტსისა და ჯენის ჯოპლინის ხმა ცვლის…
P.S. ბოლოს კერუაკის ლექსზე შექმნილ სიმღერასაც მოვუსმინოთ:
დეკ 03, 2012 @ 23:41:24
ეს ისაა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ… ისე კარგად აღწერე, კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი. შესაბამისად წიგნის წაკითხვაც მომინდა 🙂
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:28:53
ძალიან კარგი 🙂 მიხარია, თუ გამომივიდა “დაინტერესება” 🙂
LikeLike
დეკ 03, 2012 @ 23:55:23
სულ მინდა 😦
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:30:52
ეჰ 😦 საკითხავად და “საბოდიალოდ” დრო არასდროს დამენანება, მაგრამ…
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:15:21
ძალიან მომეწონა მეც, ქართულად უნდა წავიკითხო აუცილებლად 🙂 ფილმი ნახე უკვე?
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:33:20
ჯერ არა. “ბინდის” შემდეგ კრისტენ სტიუარტის აღქმა ცოტა მიჭირს მერილუს როლში, მაგრამ ტრეილერიდან გამომდინარე ცუდი ფილმი არ უნდა იყოს 🙂
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:37:58
კარგია ძალიან, მომეწონა მე
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 16:58:09
ვნახავ აუცილებლად 🙂
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 17:52:36
რა ხანია მინდა ამ წიგნის ყიდვა, როგორც ვატყობ საახალწლო საჩუქარი გამომივა საკუთარი თავისთვის.
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 17:56:52
საუკეთესო საჩუქარი იქნება 🙂
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 18:28:36
კიდევ იმდენი წიგნები უნდა ვაჩუქო საკუთარ თავს ერთი სული მაქვს ახალი წელი როდის მოვა:)
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 23:37:37
ახალი წლის მთავარი ხიბლი ახალი წიგნები მგონია :))
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 18:59:31
მე უკვე ვიყიდე და ჯერ მხოლოდ პირველი თავი წავიკითხე; კინოფესტივალმა შემიშალა ხელი… კარგი ჩანს!
LikeLike
დეკ 04, 2012 @ 23:38:54
მთავარი “სიგიჟეები” წინ ყოფილა :))
LikeLike
დეკ 12, 2012 @ 23:12:53
ვაპირებ წაკითხვას და რაღაც კარგის მოლოდინში ვარ 🙂
LikeLike
დეკ 13, 2012 @ 19:27:01
ზედმეტი მოლოდინი არ ვარგა ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლიანი მგონია 🙂
LikeLike
დეკ 17, 2012 @ 21:29:24
წიგნი შესანიშნავია, მაგრამ, რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია, პოსტიც ზუსტად ისეთია, როგორიც ეკადრება წიგნს. 100 პროცენტით აიძულებს ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ვინ არის ჯეკი წაიკითხოს ”გზაზე”.
LikeLike
დეკ 17, 2012 @ 23:37:41
დიდი მადლობა 🙂 მთლად ისეთი ვერ არის, ჯეკს რომ ეკადრება, მაგრამ მიხარია თუ ცოტათი მაინც გამომივიდა “დაინტერესება” 🙂
LikeLike
მარ 07, 2013 @ 18:15:23
ვიყიდე და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ …
LikeLike
მარ 07, 2013 @ 18:37:56
მშურს თეთრი შურით :))
LikeLike
მარ 08, 2013 @ 21:36:12
dzalian miyvars sheni blogi )))))))))))))
LikeLike
მარ 08, 2013 @ 23:52:34
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
მარ 08, 2013 @ 21:38:47
რამხელა სიამოვნება მელოდება ხო წინ… ”ხელში საბურთავებელი ვარ”(კეჟერაძისეული) )))))))))))
LikeLike
მარ 08, 2013 @ 23:52:48
ნამდვილად ასეა :)))
LikeLike