კერუაკის გზა

ოდესმე გაგჩენიათ სურვილი, რომ ზურგჩანთა აგეღოთ და გზას დასდგომოდით – უმისამართოდ, უბრალოდ გაყოლოდით გზას, რომელიც სადღაც მიგიყვანდათ?  მაშინ აუცილებლად უნდა წაიკითხოთ ბიტ-თაობის მანიფესტი, რომელიც უარყოფს საზოგადოებრივ წესებსა და დოგმებს და თავისუფლებას ყველაზე მაღლა აყენებს. ნამდვილი თავისუფლება ხომ გზის არჩევაა – ცხოვრების არჩევა…

…და ამ გზას ირჩევენ სალ ფარადაიზი (ჯეკ კერუაკი) და დინ მორიარტი (ნილ კესიდი). სწორედ მათთან ერთად მივემართებით თავბრუდამხვევ მოგზაურობაში ამერიკის გარშემო და მექსიკაში, ავტოსტოპით გადავადგილდებით, გიჟური სიჩქარით მივექანებით, ვთვრებით, ვეწევით, მთელს ქვეყანაში გაფანტულ ნაცნობებს “ვესხმით თავს” და… ისევ თავიდან…

ყოველი ახალი მოგზაურობის შემდეგ ვხვდებით, რომ ოდესმე ყველაფერი მთავრდება – ახალგაზრდობაც, სასმელიც, გზაც… ერთ დღეს ცხოვრებაც დამთავრდება, მაგრამ მანამდე ისე უნდა იცხოვრო, როგორც სალი და დინი ცხოვრობდნენ. უბრალოდ უნდა ისუნთქო, იმოძრაო, სიგიჟეები აკეთო… უნდა დატკბე ყოველი წამით, უსასრულო საუბრებით… უნდა იცხოვრო არანორმალურივით, რომელსაც გიჟურად უნდა ცხოვრება, გიჟურად უნდა ლაპარაკი, გიჟურად უნდა გადარჩენა, რომელიც ყოველთვის იწვის, იწვის…

ასეთია კერუაკის გზა – შეშლილის გზა, გზა, რომელსაც ყველა სადღაც როგორღაც მიჰყავს… გზა, სადაც ჯაზის რითმებს ტომ უეიტსისა და ჯენის ჯოპლინის ხმა ცვლის…

P.S. ბოლოს კერუაკის ლექსზე შექმნილ სიმღერასაც მოვუსმინოთ:

30 Comments (+add yours?)

  1. katerina
    დეკ 03, 2012 @ 23:41:24

    ეს ისაა, რაზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ… ისე კარგად აღწერე, კიდევ უფრო გამიმძაფრდა სურვილი. შესაბამისად წიგნის წაკითხვაც მომინდა 🙂

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    დეკ 03, 2012 @ 23:55:23

    სულ მინდა 😦

    Like

    პასუხი

  3. mecmikvarkhar
    დეკ 04, 2012 @ 16:15:21

    ძალიან მომეწონა მეც, ქართულად უნდა წავიკითხო აუცილებლად 🙂 ფილმი ნახე უკვე?

    Like

    პასუხი

  4. tami
    დეკ 04, 2012 @ 17:52:36

    რა ხანია მინდა ამ წიგნის ყიდვა, როგორც ვატყობ საახალწლო საჩუქარი გამომივა საკუთარი თავისთვის.

    Like

    პასუხი

  5. rusa111
    დეკ 04, 2012 @ 18:59:31

    მე უკვე ვიყიდე და ჯერ მხოლოდ პირველი თავი წავიკითხე; კინოფესტივალმა შემიშალა ხელი… კარგი ჩანს!

    Like

    პასუხი

  6. Trackback: ზეციური მათხოვრები « კეჟერაძის ბლოგი
  7. »♥» ana «♥«
    დეკ 12, 2012 @ 23:12:53

    ვაპირებ წაკითხვას და რაღაც კარგის მოლოდინში ვარ 🙂

    Like

    პასუხი

  8. Zura Abashidze
    დეკ 17, 2012 @ 21:29:24

    წიგნი შესანიშნავია, მაგრამ, რომ არ ავღნიშნო არ შემიძლია, პოსტიც ზუსტად ისეთია, როგორიც ეკადრება წიგნს. 100 პროცენტით აიძულებს ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა არა აქვს ვინ არის ჯეკი წაიკითხოს ”გზაზე”.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 17, 2012 @ 23:37:41

      დიდი მადლობა 🙂 მთლად ისეთი ვერ არის, ჯეკს რომ ეკადრება, მაგრამ მიხარია თუ ცოტათი მაინც გამომივიდა “დაინტერესება” 🙂

      Like

      პასუხი

  9. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი
  10. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  11. Eka
    მარ 07, 2013 @ 18:15:23

    ვიყიდე და ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ …

    Like

    პასუხი

  12. Kerouac
    მარ 08, 2013 @ 21:36:12

    dzalian miyvars sheni blogi )))))))))))))

    Like

    პასუხი

  13. Kerouac
    მარ 08, 2013 @ 21:38:47

    რამხელა სიამოვნება მელოდება ხო წინ… ”ხელში საბურთავებელი ვარ”(კეჟერაძისეული) )))))))))))

    Like

    პასუხი

  14. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  15. Trackback: ჩე გევარა – მოტოციკლისტის დღიური | კეჟერაძის ბლოგი
  16. Trackback: ზეციური მათხოვრები | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი