ზეციური მათხოვრები

გახსოვთ სალ ფარადაიზი და დინ მორიარტი? თუ მათ “დაუმეგობრდით”, აუცილებლად უნდა გაიცნოთ რეი სმიტი (ჯეკ კერუაკი) და ჯეფი რაიდერი (ჰარი სნაიდერი) – ზეციური მათხოვრები.

ეს არის ისტორია თაობისა, რომელსაც სჯეროდა სიკეთის, სიბრძნისა და თავისუფლების. ისინი იყვნენ ზეციური მათხოვრები, რომლებიც არ იზიარებდნენ ტრადიციულ “მოთხოვნის კანონს” და შესაბამისად არც შრომობდნენ ამ კანონის აღსასრულებლად. მათ უბრალოდ “ეკიდათ” მაცივრები, ტელევიზორები, ახალი მანქანები, შამპუნები, დეზოდორანტები და მსგავსი სისულელეები, რომლებიც ერთ კვირაში მაინც ნაგავში აღმოჩნდება. მათ სურდათ დაეწყოთ ზურგჩანთების რევოლუცია და წინ გაძღოლოდნენ მილიონობით ახალგაზრდა ამერიკელს მთებისკენ, რათა ელოცათ, გაერთოთ ბავშვები, გაემხიარულებინათ მოხუცები, გაეხარებინათ მეგობარი გოგონები… ისინი – მოხეტიალე ბუდისტები -თხზავდნენ ლექსებს, სჩადიოდნენ “სიგიჟეებს”, მარადიულ თავისუფლებასა და სიკეთეს უჭერდნენ მხარს…

ასეთები იყვნენ რეი და ჯეფი. ისინი მხოლოდ მაშინ იყვნენ ბედნიერები, როცა ზურგჩანთით “შეიარაღებულები”, სქელძირიანი ფეხსაცმლით დასეირნობდნენ ქუჩაში, ტყეში ან სულაც ადიოდნენ მთის მწვერვალზე. ჩვენც მათთან ერთად ვმოგზაურობთ და თითქოს ვგრძნობთ მთებისა და თავისუფლების საოცარ სურნელს, ღამეული გზებისა და მატარებლის ვაგონების რომანტიკას, საინტერესო საუბრებითა და ხმაურიანი წვეულებებით გამოწვეულ სიხარულს…

ბოლო ფურცელს რომ ჩაიკითხავთ, აუცილებლად მიხვდებით, რომ ჯეფი რაიდერივით ცხოვრება უდიდესი ბედნიერება იქნებოდა და გული დაგწყდებათ, რომ ასე არ იქცევით… და კიდევ აუცილებლად მიხვდებით, რომ სამყარო არც ისე ცუდია, სანამ ჯეფისნაირი ადამიანები არსებობენ… ჯეფმა ხომ გვასწავლა ( ისევე როგორც რეის, ანუ ჯეკს), როგორ უნდა გავთავისუფლდეთ სამყაროსა და ქალაქის ბოროტებისგან და ვიპოვოთ ჩვენი ნამდვილი სუფთა სული – ამისთვის მხოლოდ ზურგჩანთის ჩალაგებაა საჭირო…

10 Comments (+add yours?)

  1. katerina
    Dec 12, 2012 @ 21:49:37

    უკვე დამწყდა გული…

    Like

    Reply

  2. rusa111
    Dec 13, 2012 @ 14:34:03

    ამ წიგნს ქართულად რა ქვია?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 13, 2012 @ 19:31:45

      რამდენადაც ვიცი, ნათარგმნი არ არის, მაგრამ ვიკიპედიაზე “ზეციური მათხოვრები” ჰქვია… ორიგინალში სხვანაირად ჟღერს – The dharma bums – დრაჰმის მაწანწალები…

      Like

      Reply

  3. rusa111
    Dec 15, 2012 @ 16:01:15

    მადლობა, ამ სიცივეში მეც მძიმედ ვკითხულობ უკვე…

    Like

    Reply

  4. kevana
    Dec 15, 2012 @ 18:17:37

    მიყვარს ეგეთი სტილი. მაგრამ სულ მეშინია მარტოკას ხეტიალი ზურგჩანთით 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 16, 2012 @ 18:51:32

      სიამოვნებით ვიხეტიალებდი მარტო – ტურისტების და ნაცნობ-მეგობრების მთელი არმიის გარეშე, მაგრამ… 🙂

      Like

      Reply

  5. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: ჩე გევარა – მოტოციკლისტის დღიური | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: