ამერიკული დეკემბერი

BookFireplace_112511_rn_tif_უილიამ ბეროუზის “ჯანქი” – ეს არის ავტობიოგრაფიული რომანი, რომელშიც უილიამ ბეროუზი თავის ნარკოტიკით გაჟღენთილ ცხოვრებას აღწერს. ისიც ტრადიციული ნარკომანია – მხოლოდ “ჯანქზე” ფიქრობს და დარწმუნებულია, რომ ყველაფერს აკონტროლებს. სინამდვილეში  ნარკოტიკი სტიმულირების საშუალება სულაც არ არის. ეს ე.წ. “გართობა” ბოლოსდაბოლოს ჩვევაში გადაიზრდება და “ჯანქი” მის არსს მხოლოდ პირველი “ლომკის” დროს ჩაწვდება… თითქოს ბეროუზი ნარკომანიის საწინააღმდეგოს არაფერს ამბობს და მშრალად გვიყვება ამბებს, მაგრამ შეუძლებელია, რომ მისი მდგომარეობის აღწერამ სიძულვილი არ გამოიწვიოს “ჯანქის” მიმართ… თან ისიც უნდა გავითვილისწინოთ, რომ უილიამს ეკუთვნის სიტყვები: “ჩემი რჩევა ახალგაზრდებს – უბრალოდ უთხარით არა ნარკოისტერიას!”

კენ კიზის “ზოგჯერ დიადი იდეა” – მაკმერფის გაცნობის შემდეგ კიზის სხვა გმირებითაც დავინტერესდი და ორეგონში აღმოვჩნდი. ქალაქ ვაკონდაში წვიმიანი შემოდგომა დგას და ტყისმჭრელები გაფიცვას აწყობენ, თუმცა სტემპერებს ეს არ ადარდებთ. ისინი ცალკე, ყველასგან დამოუკიდებლად ებრძვიან საზოგადოებას და ერთმანეთს – ერთ სანტიმეტრსაც კი არ თმობენ. ხან ქალაქში ცხოვრობენ, ხან სოფელში, ზოგჯერ კი დიადი იდეა მოსდით – მდინარეში უნდათ თავის დახრჩობა… მოკლედ რომ გითხრათ, ეს მოგზაურობა ჩემთვის დამღლელი აღმოჩნდა ( მით უფრო, რომ კიზი არც თუ ისე გავრცელებული სტილით წერს – მთხრობელ გმირს მუდმივად ცვლის) და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულიც დავრჩი, მაგრამ თუ ოჯახური საგები გხიბლავთ, შეგიძლიათ სცადოთ და ფორსაიტებს, ბუდენბროკებს და იშიქჩიებს სტემპერებიც მიუმატოთ. ჩემთვის კი კენ კიზი ისევ ჩემი საყვარელი მაკმერფის შემქმნელად დარჩება… თუმცა სტემპერებს მაინც მივუბრუნდები და ეკრანიზაციას მოვიძიებ. სხვა თუ არაფერი, ჰენკის როლს პოლ ნიუმანი ასრულებს 🙂

ჩარლზ ბუკოვსკის “პური ლორით” – ორიგინალში ამ ნაწარმოებს “Ham on rye” ჰქვია (პირდაპირ თუ ვთარგმნით, “უნიჭობა ჭვავის ყანაში”), რაც ძალაუნებურად თავიდანვე იწვევს სელინჯერის ასოციაციას. პირველივე ფურცლებიდან ამაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით. მთხრობელი ჰენრი ჩინასკი (ჩარლზ ბუკოვსკის ანალოგი) ჰოლდენ კოლფილდის მსგავსად რთული მოზარდია, რომელსაც ასაკისთვის დამახასიათებელი  პრობლემები აწუხებს. ირგვლივ დიდი დეპრესიაა, თავად ჰენრი “არეულ” ოჯახში იზრდება, სხვებთან ურთიერთობა უჭირს და “სრული ბედნიერებისთვის” საშინლადაც გამოიყურება. ამ ყველაფრის გამო ის ხსნას ალკოჰოლში, ჩხუბში, ქალებზე ფიქრში, აზარტულ თამაშებსა და რჩეული ავტორების წიგნებში ეძებს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუ კოლფილდს აფასებთ, მაშინ ჩინასკიც აუცილებლად უნდა გაიცნოთ…

ჯონ სტაინბეკის “ქრიზანთემები”ჯონ სტაინბეკს რომ ვაფასებ უკვე არაერთხელ ვთქვი. ამჯერად მის მოთხრობას გადავაწყდი, რომელიც წლების წინ წავიკითხე, მაგრამ სათაურის გარდა არაფერი დამამახსოვრდა. მოცულობიდან გამომდინარე ბევრს ვერაფერს გეტყვით (ტრადიციულად, შინაარსს არ გაგიმხელთ), მაგრამ თუ “მეგობრობთ” სტაინბეკთან და თავისუფალი ერთი საათიც გაქვთ, ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებთ…

P.S. ბოლოს იმ სიმღერასაც მოვუსმინოთ, რომლის მიხედვითაც კენ კიზმა თავისი ნაწარმოები დაასათაურა:

9 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    დეკ 21, 2012 @ 21:22:28

    ბეროუზი კარგია 🙂

    Like

    პასუხი

  2. tami
    დეკ 22, 2012 @ 11:31:21

    იქიდან დავიწყებ რომ არცერთი არ წამიკითხავს, სტეინბეკი და ბუკოვსკი ძალიან მიყვარს. დანარჩენებს არ ვიცნობ. და დაგპირდი შემოვივლი “რა სწამს მას, ვისაც არ სწამს” რომ დავამთვრებ მეთქი მაგრამ… მიხვდი ალბათ რომ არც გამიგრძელებია.

    Like

    პასუხი

  3. შოშანა
    დეკ 22, 2012 @ 14:38:19

    შენი პოსტები ტომ ვეითსის გარეშე ვეღარ წარმომიდგენია 🙂 :*

    Like

    პასუხი

  4. Trackback: სერია “ამერიკელები” | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: შიშველი საუზმე | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: