ლიტერატურული 2012

კიდევ ერთი წელიც მიიწურა. მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის განმავლობაში ქვეყანა არ დამიტოვებია, მაინც უამრავ ადგილას “ვიმოგზაურე” (ძირითადად ამერიკაში), არაერთი საინტერესო ავტორი გავიცანი (მაგალითად, დათო ტურაშვილი, ტერი პრატჩეტი), ან ძველ ნაცნობებთან გავაღრმავე “მეგობრობა” (მაგალითად, ორჰან ფამუქთან, თეოდორ დოსტოევსკისთან, რეი ბრედბერისთან, ალბერ კამიუსთან, უმბერტო ეკოსა და არტურო პერეს-რევერტესთან)…

ახლა იმ წიგნებს გადავხედოთ, რომლებიც საახალწლო განწყობის შესაქმნელად “გამოვიყენე”:

რექს სტაუტის “საშობაო წვეულება” – ნირო ვულფს ალბათ იცნობთ – წიგნებიდან თუ არა, ფილმებიდან მაინც. სტაუტის დეტექტივი მთლად ჰოლმსს ვერ “უახლოვდება”, მაგრამ კრიმინალებს არანაკლები წარმატებით “უმკლავდება”… ამჯერად ნიროს თანაშემწე არჩი გუდვინი საშობაო წვეულებაზე მკვლელობის მოწმე ხდება და, რა თქმა უნდა, საქმეში ნირო ვულფიც ერევა… დამნაშავეა თუ არა სანტა კლაუსი, ეს თავად ნახეთ (თუ ჯერ არ გინახავთ)… თუ დეტექტივები გიყვართ, რამდენიმე საათს ნამდვილად სასიამოვნოდ გაატარებთ…

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინის “შობის ბაბუის წერილები” – ტოლკინს ალბათ ყველა იცნობს, მაგრამ პირადად მე მხოლოდ ახლა გავიგე, რომ ის შობას შვილებს საჩუქრებთან ერთად წერილებსაც ჩუქნიდა შობის ბაბუის სახელით. ყოველწლიურად “ბაბუა” ბავშვებს უყვებოდა თავისი საცხოვრებლის, სადღესასწაულო სამზადისის, თეთრი დათვის, ელფების, გნომების და ბოროტი გობლინების შესახებ…. ბავშვები გაიზარდნენ, მაგრამ წერილები დღემდე არსებობს და მათ მრავალი ბიბლიოფილი ეცნობა, განურჩევლად ასაკისა… ზღაპრებისთვის ხომ არასდროს ვიზრდებით 🙂

ჯონ გრიშამის “შობა უიღბლოებთან ერთად” – ჯონ გრიშამს აქამდე არ ვიცნობდი და მორიგი დეტექტივის მოლოდინით “გავუდექი გზას”… მაგრამ სულ სხვაგან აღმოვჩნდი – პირდაპირ მყუდრო, სასიამოვნო, იუმორით აღსავსე სამყაროში, სადაც ასაკოვანმა ცოლ-ქმარმა შობის “გამოტოვება” გადაწყვიტა და სრულიად სამეზობლო და ჟურნალისტებიც კი აალაპარაკა… მოკლედ, “ქართული” სიტუაცია შეიქმნა – ყველა “აღელდა”  და დაირაზმა “აუცილებელი” დღესასწაულის დასაცავად (ახალი წელი არც მე მიყვარს და ამის მხოლოდ გახმოვანებაც კი “უცნაურობად” ითვლება, “ბოიკოტირება” ხომ მით უმეტეს 🙂 ). როგორ დასრულდა “შობის გამოტოვების” გეგმა, ამას საიდუმლოდ დავტოვებ, მაგრამ მერწმუნეთ, საახალწლო განწყობის შექმნა თრილერის მეფესაც კი შეუძლია 🙂

ტერი პრატჩეტის “Hogfather” – ტერი პრატჩეტთან ერთად უკვე ვიმოგზაურე მაგიის სამყაროში და ფრიად მიმზიდველი სიკვდილიც გავიცანი 🙂 ამჯერად ეს ბატონი სანტა კლაუსის ამპლუაშია (ორიგინალში მისი სახელი ცოტა სხვაგვარად ჟღერს, მაგრამ ჩვენებურად ასე მოვიხსენიოთ) და დროებით ცვლის მას, რადგან ეს უკანასკნელი საეჭვო ვითარებაში გაქრა… სანამ სიკვდილი საჩუქრებს არიგებს და ხალხს ახარებს, მისი შვილიშვილი ნამდვილ სანტას ეძებს… მოკლედ, ძალიან სახალისო “მოგზაურობა” გამოვიდა მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საყვარელი ტურისტი ორყვავილა და ჯადოქარი რინსვინდი აქ არ ჩანან. სამაგიეროდ, სხვა ჯადოქრები არიან მრავლად, ასევე სიკვდილის გილდიის წევრები და რეალობის აუდიტორები… და სიკვდილზე არანაკლებ კოლორიტული ფიგურა – ნაბახუსევი სახელად ო, ღმერთო 🙂

…და ბოლოს 2012 წლის განსაკუთრებულ “მოგზაურობებსაც” გადავხედოთ:

P.S. 2012 წელმა არც თუ ურიგოდ ჩაიარა, როგორც ლიტერატურულად, ისე ზოგადად (არალიტერატურული კუთხით პრობლემებიც იყო, თუმცა ამაზე საუბარი არ ღირს – მით უფრო აქ). იმედია, მომავალი 2013 წელი კიდევ უფრო მეტი კარგი სიახლის მომტანი იქნება 🙂 გილოცავთ ახალ წელს და ბევრ სასიამოვნო “მოგზაურობას” გისურვებთ 🙂 … ახლა კი წავალ, თაროდან ო’ჰენრის მოთხრობებს გადმოვიღებ… დელასა და ჯეიმსის გარეშე აბა რა ახალი წელი იქნება 😉

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 29, 2012 @ 18:31:25

    დელა და ჯეიმსი ❤ ერთი ტრადიცია გვქონია 🙂

    Like

    Reply

  2. tami
    Dec 29, 2012 @ 23:03:02

    კარგი რა მოლი და კეჟერაძე საახალწლო განწყობისთვის ზედმეტად ტრაგიკულია, მე სულ მეტირება ხოლმე.

    Like

    Reply

  3. Trackback: ტოლკინის სამყარო | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: