შეუცნობელი ნოსტალგია

ემიგრაციის თემა ჩვენთვის უცხო არ არის… მეც მიფიქრია ამაზე – განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს დღეებში… და დღესაც… დღემდე მუდმივი საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ იმიტომ, რომ “რაც არ უნდა საშინელი იყოს ფაშისტური დიქტატურა, ის დიქტატორთან ერთად ემხობა, ამასთან , ხალხს შეუძლია იმედის შენარჩუნება, კომუნიზმი კი, პირიქით, უზარმაზარ რუსულ ცივილიზაციას ემყარება, რომელსაც ბოლო არ უჩანს. დიქტატორები კვდებიან, რუსეთი კი უკვდავია.” სწორედ იმედის არქონაა იმ ქვეყნების ძირითადი უბედურება, რომლებსაც ხალხი ტოვებს, მათ შორის საქართველოსა და 1968 წელს ოკუპირებული ჩეხეთისაც.

გავიდა წლები და საბჭოთა იმპერია დაეცა, “რადგან აღარ შეეძლო ერების მოთვინიერება, რომელთაც დამოუკიდებლობა სურდათ”. ადამიანებმა კომუნიზმი უარყვეს, მაგრამ არა იმიტომ “რომ აზროვნება შეეცვალათ, უბრალოდ, ახლა კომუნიზმი აღარც ნონკონფორმისტად თავის გამოცხადების საშუალებას იძლეოდა, აღარც დამორჩილების სურვილის დაკმაყოფილებას, არც დამნაშავეთა დასჯას, არც სარგებლობის მოტანის, არც ახალგაზრდებთან ერთად მომავლისკენ სვლის საშუალებას, არც დიდი ოჯახის წევრობის შეგრძნებას. კომუნისტური თეორიები არანაირი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად აღარ ვარგოდა. ისინი უკვე იმდენად უსარგებლო იყო, რომ

მათზე ყველა ადვილად ამბობდა უარს, ისე რომ ვერც ამჩნევდა.” “წარმოუდგენელი სისწრაფით დაივიწყა პრაღამ რუსული, რომელსაც მოსახლეობას რუდუნებით ასწავლიდნენ პირელივე კლასიდან. ახლა კი მსოფლიო ბაზარზე აპლოდისმენტების მისაღებად გამვლელებს ინგლისური წარწერებით აწონებენ თავს.” ამ ცვლილებების ფონზე ემიგრანტებმა დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ ოდისეა არ შედგა. მათი ემიგრანტული ცხოვრებით არავინ ინტერესდებოდა. სამშობლო, ოჯახი, მეგობრები – ყველა და ყველაფერი უცხო გახდა. წარსული ვერ აღდგა, მე-20 საუკუნის ყველაზე აუხსნელი ფენომენი – ათასობით ემიგრანტის ერთნაირი სიზმრები კი რეალობად იქცა. შეუცნობელი გრძნობა, რომელსაც ნოსტალგია ჰქვია საკმარისი არ აღმოჩნდა ბედნიერებისთვის. მშობლიური ენა, რომელიც ემიგრანტების შვილებისთვის უკვე უაზროდ იქცა, უცხოდ აჟღერდა. ახალმა მეგობრებმა ინტერესი დაკარგეს ყოფილი ემიგრანტების მიმართ. ისინი აღარც ჩეხები იყვნენ და ვერც ფრანგებად ან დანიელებად იქცნენ…

ასე დასრულდა ირენესა და იოზეფის “დიდი დაბრუნება”… მილან კუნდერამ ჩემს მრავალწლიან ფიქრს ბოლო მოუღო. ემიგრაცია იძულებითია, მაგრამ მასზე უარის თქმა ყოველთვის შეიძლება… არჩევანის შემთხვევაში ნამდვილად ტანკის წინ დგომა და უცნობი, მუდმივად საფრთხის წინაშე მყოფი სამშობლოსთვის თავის გაწირვა სჯობს შეუცნობელ ნოსტალგიას, შეუცნობელ მომავალს, შეუცნობელ დაბრუნებას, დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია…

7 Comments (+add yours?)

  1. katerina
    Jan 25, 2013 @ 18:29:01

    ” დიდ სიცარიელეს, რომელსაც სამშობლო მხოლოდ სახელად ჰქვია…”- მეტკინა ეს ფრაზა და მემშობლიურა…პატივს ვცემ ამ ხალხს და ყველა იმათ, ვისაც მათ მსგავსად გამოუვიდათ სამშობლოს დაბრუნება.

    Like

    Reply

  2. rusa111
    Jan 30, 2013 @ 15:28:47

    მიყვარს კუნდერა, ამ თემებს განსაკუთრებით ფაქიზად ეხება და ასევე კარგი ფსიქოლოგია.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 30, 2013 @ 15:58:50

      ფაქტიურად თავის ცხოვრებაზე წერს და იცის, როგორ უნდა მოგვაწოდოს…

      Like

      Reply

  3. Trackback: საჩუქრები “დიოგენესგან” « კეჟერაძის ბლოგი
  4. Trackback: რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: კუნდერას ჩეხეთი | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: