ნეფრიტის კრიალოსანი

Boris_Akunin__Nefritovye_chetki

მოთხრობების მოტრფიალე არ ვარ, რადგან სანამ საფუძვლიანად “შევალ” მწერლის მიერ შექმნილ სამყაროში, უკვე ბოლო გვერდზე ვარ და დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მრჩება… თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, მით უფრო, თუ მოთხრობების კრებულის მთავარი გმირი ფანდორინის მსგავსი მიმზიდველი გამომძიებელია. ამჯერად აკუნინი ჩვენი ერასტ პეტროვიჩის თავგადასავალს “ავსებს” პატარ-პატარა საქმეებით, რომლებსაც ის დიდ საქმეებს შორის “ეჭიდებოდა” და თან თავის ფავორიტ მწერლებსაც “უძღვნის საჩუქარს” – თითოეული მარცვალი ამ კრიალოსანში კონკრეტულ ავტორს ეძღვნება… მეტი სიცხადისთვის ცალ-ცალკე გადავავლოთ თვალი მოთხრობებს:

“სიგუმო” –1881 წელს ერასტი იოკოჰამაში მსახურობს (“ალმასის ეტლი” ხომ გახსოვთ) და “გაიაპონელებული” რუსი ემიგრანტის სიკვდილის ამბავს იძიებს, რომელიც ვითომდა სიგუმომ – მაქციამ – იმსხვერპლა… ეს მოთხრობა, რომელიც იაპონელ მწერალს (Санъютэй Энтё) ეძღვნება, ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ამ კრებულში. ალბათ ჩემი დამოკიდებულების მიზეზი იაპონიის სიყვარულია…

“1882 წლის Table-Talk” – 1882 წელს ერასტი ოთახიდან გაუსვლელად ხდის ფარდას ტყუპისცალი დის გაუჩინარების ამბავს და პატივს მიაგებს ედგარ ალან პოსა და მარი როჟეს აჩრდილებს… მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა აკუნინისა და ფანდორინის მიმართ, უნდა ვაღიარო, რომ დანაშაულის ფაქტი აქ “ზედმეტად” აშკარა იყო…

“ნაფოტების ცხოვრებიდან” – 1883 წელს ერასტი უცებ კომისარ მეგრედ “გადაიქცევა” და ცნობილი ბიზნესმენისა და მისი ხელქვეითების მოწამვლის ამბავს იძიებს… აქ დამნაშავე მთლად აშკარაც არ არის, მაგრამ კარგად თუ დავფიქრდებით, მოტივი ცხადია…

“ნეფრიტის კრიალოსანი” – the-jade-rosary-authorდარწმუნებული ვარ, ფანდორინის ყველა გულშემატკივარს აინტერესებს მისი ცნობილი ნეფრიტის კრიალოსანის ისტორია. როგორც აღმოჩნდა, ეს ფრიად სასარგებლო ნივთი ერატს პეტროვიჩმა 1884 წელს “მოიპოვა” ანტიკვარიატის მაღაზიის მფლობელის მკვლელობის საქმის გამოძიებისას… თავად საქმე “საშუალო საინტერესოობისაა”, მაგრამ კრიალოსანი… 😉 …და ეს ყველაფერი რობერტ ვან გულიკის საპატივცემულოდ…

“ბასკაკოვების სკარპეა” – სათაურით ალბათ უკვე მიხვდით, ვის ეძღვნება ეს მოთხრობა. რა თქმა უნდა, სერ არტურს. აქვე ძველ ნაცნობს ანისი ტიულპანოვსაც ვხვდებით… მოკლედ, საინტერესო საქმეა, ოღონდ წინასწარ უნდა “შთააგონოთ” საკუთარ თავს, რომ აკუნინი კონან დოილი არ არის და განსაკუთრებული მოლოდინი მხოლოდ “გააფუჭებს” შთაბეჭდილებას…

“პროცენტის ერთი მეათედი” – პატრისია ჰაისმიტს არ ვიცნობდი, ამიტომ ნადირობისას მომხდარი “შემთხვევითი” მკვლელობის ამბავი სხვა საქმეებთან შედარებით “უჩვეულო” აღმოჩნდა… ამის გამო ფანდორინის ამ გამოძიებას დადებითად შევაფასებდი…

“ბრისტოლური ჩაის სმა” – ამჯერად ერასტი მისს მარპლის კი არადა მისს პალმერის გვერდით აღმოჩნდება და აგატა კრისტის “სტილში” იძიებს ინგლისურ ინტრიგებს…

“ოცნების ველი” – ერასტ პეტროვიჩმა აშშ-მდეც მიაღწია და ბანდიტებით გარემოცული “ოცნების ველის” “გასუფთავებას შეუდგა… და ეს ყველაფერი ვაშინგტონ ირვინგის საპატივცემულოდ… ჩემი აზრით, ერასტს მაინცდამაინც არ მოუხდა ველური დასავლეთის ატმოსფერო, მაგრამ ცუდი არ იყო…

“სამყაროს აღსასრულის წინ” – 1897 წელს არხანგელსკის გუბერნიაში მოსახლეობის აღწერაში მონაწილეობისთვის ჩამოსული ერასტი უმბერტო ეკოს სამყაროში აღმოჩნდება… რელიგიური ფანატიკოსები ( ე.წ. “რასკოლნიკები”) რუსეთშიც არსებობენ… თემიდან გამომდინარე, ეს საქმე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა კრებულში…

“კოშკის ტყვე ანუ სამი ბრძენის მოკლე, მაგრამ მშვენიერი გზა” – და ბოლოს საინტერესო  კრებულის ღირსეული დასასრული – ერასტ ფანდორინი მასასთან ერთად შერლოკ ჰოლმსსა და ექიმ უოტსონს “ეჯიბრება” და მორის ლებლანის ცნობილ გმირს – არსენ ლიუპენს ერკინება… ბრეტანში რა ამბები დატრიალდება, ალბათ ხვდებით 😉

P.S. როგორც ნეფრიტის კრიალოსანის “ჩამომარცვლამ” მაჩვენა, აკუნინი ჩვეულ ფორმაშია. ყველა საქმე თანაბად საინტერესო ნამდვილად არ არის, მაგრამ ერთმანეთს ანეიტრალებენ და საბოლოოდ ორიოდე დღე სასიამოვნოდ გავატარე 🙂

Advertisements

8 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Feb 07, 2013 @ 08:51:25

    ბოლო ყველაზე მეტად მომწონს.

    Like

    Reply

  2. tami
    Feb 07, 2013 @ 09:20:11

    არცერთი არ მაქვს წაკითხული:( და მოთხრობების კითვა ზუსტად მაგ მიზეზით არ მიყვარს რომელიც შენ დაასახელე.

    Like

    Reply

  3. finiki
    Feb 07, 2013 @ 10:12:24

    შენმა პოსტებმა აკუნინისადმი თავიდან გამიღვიძა ინტერესი, ის ინტერესი ლევიათანის წაკითხვამ რომ მომიკლა 🙂

    თუმცა აკუნინის ბლოგი მიყვარს ძალიან, ძალიან საინტერესო პოსტები აქვს ხოლმე 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 07, 2013 @ 15:16:11

      “ლევიათანი” როგორც დეტექტივი დიდი ვერაფერია, მაგრამ მე პირადად აონოს და ბარონეტის ხათრით მაინც მომეწონა 🙂 …აკუნინი ზოგადად მიყვარს – როგორც მწერალი, როგორც ბლოგერი და როგორც უბრალოდ მოქალაქე 🙂

      Like

      Reply

  4. Trackback: მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: ერასტ ფანდორინის დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: