ისევ ფიოდორი…

6a00e54fe4158b883301156f1f6ac2970c-320wi

ფიოდორისადმი ჩემი დამოკიდებულება ყველამ იცის… და ბოლო არდადეგებს მის გარეშე როგორ გავატარებდი…

ზამთრის ჩანაწერები ზაფხულის შთაბეჭდილებებზე – დოსტოევსკის მოყვარულებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ცხოვრების ნაწილი მან მოგზაურობაში გაატარა – მოინახულა გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია. სწორედ ამ მოგზაურობებს მიუძღვნა ეს ჩანაწერებიც. გზადაგზა რუსების ევროპისადმი დამოკიდებულებაც გაგვაცნო… მოკლედ, საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, პუბლიცისტიკა ფიოდორის საუკეთესო მხარე არ არის…

პეტერბურგის ქრონიკა – ესეც პუბლიცისტური ნაწარმოებია. ფელეტონების კრებული ერთგვარად სხვა ნაწარმოებების მონახაზი აღმოჩნდა – სწორედ მასზე “დააშენა” ფიოდორმა მოთხრობების ნაწილი, დიდი მოცულობის ნაწარმოებების რამდენიმე გმირი, განსაკუთრებით კი “თეთრი ღამეების” მეოცნებე

დიასახლისი – ფიოდორი ჩვეულ სტილს არც აქ ღალატობს და ორდინოვის სახით ახალგაზრდა მეოცნებეს გვაცნობს, რომელიც უცნაური ფსიქიკის ადამიანებთან აღმოჩნდება და მისტიკის საბურველში ეხვევა… მოკლედ, აქაც ტრადიციული “დოსტოევშინაა”…

ბიძიას სიზმარი – ეს მცირე ზომის ნაწარმოები ანოტაციაში “კომიკურ მოთხრობადაა” მოხსენიებული, თუმცა სასაცილოს მასში ცოტას თუ ნახავთ… ფიოდორი სატირას იყენებს, მაგრამ ამ ე.წ. “ანეკდოტურობის” მიღმა დიდი ტრაგედია იმალება… კი ბატონო, შეიძლება მოხუცი თავადი სერიოზულად არ გამოიყურება, მაგრამ მორდასოველი “კეთილშობილი” ფულზე მონადირეების ფონზე (განსაკუთრებული “წესიერებით” გამოირჩევა მარია ალექსანდროვნა, რომელიც ისე ახდენს ადამიანებზე ზეგავლენას, პოლიტიკოსებსაც კი შეშურდებოდათ), საუკეთესო ადამიანია… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს მოთხრობა ერთ-ერთი საუკეთესო მგონია ფიოდორის მცირე ნაწარმოებებს შორის ( ისევე როგორც “სოფელი სტეპანჩიკოვო და მისი მცხოვრებნი”, “თვინიერი”, “ნიანგი” და “ბიჭი ქრისტესთან ნაძვის ხეზე”)…

ბატონი პროხარჩინი – მკვლევარები ამბობენ, დიდი ნაწარმოებების გმირების მონახაზებს ფიოდორი მოთხრობებში აკეთებდაო. ალბათ ასეცაა. ბატონი პროხარჩინიც ასეთია – კანცელარიის უბრალო მოხელე (დაახლოებით გოგოლისეული აკაკი აკაკიევიჩის ან ჩხოვისეული “კაცი ფუტლიარში”-ს მსგავსი), რომელიც ცხოვრების შიშს შეეწირა…

ორეული –  “სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.” ბატონი პროხარჩინის და “ჩანაწერები იატაკქვეშეთიდან”-ის გმირის ერთგვარი “გაგრძელების”, გოლიადკინის გულშიც ორი ადამიანია – კეთილი და ბოროტი, რომლებიც ერთმანეთს ებრძვიან და დგება მომენტი, როცა დამცირება ამ ორ ადამიანს “აცალკევებს” და ჩნდება ორეული – გოლიადკინი-უმცროსი… გაორებული ქვეცნობიერის განცდებს კი ფიოდორზე უკეთ ვინ აღწერს… ვერ ვიტყვი, რომ ეს მის შემოქმედებაში ჩემი ფავორიტი ნაწარმოებია, თუმცა რომ არა მსგავსი გმირები, არ იქნებოდნენ ძმები კარამაზოვები, რასკოლნიკოვი, მიშკინი, სტავროგინი…

15 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    თებ 13, 2013 @ 22:25:04

    რა მაგის პასუხია და აკუნინის F.M. თუ წაგიკითხავს? დოსტოევსკის მოყვარულებისთვისაა გამოწერილი 🙂

    Like

    პასუხი

  2. tami
    თებ 13, 2013 @ 23:21:04

    უნდა ვაღიარო რომ არცერთი არ წამიკითხავს:(

    Like

    პასუხი

  3. tsotnee
    თებ 14, 2013 @ 21:19:59

    არ გაგიკვირდება და ჩამოთვლითაგან არცერთი არ წამიკითხავს მე. ჰოდა განსაკუთრებით, ბოლო მომეწონა და სადმე ვიპოვი და წავიკითხავ. 🙂

    Like

    პასუხი

  4. rusa111
    თებ 27, 2013 @ 23:13:32

    შენ რუსული განათლება გაქვს? ახლა ისე იშვიათია…
    ჩემ დროს რუსულად წიგნების კითხვა ჩვეულებრივი ამბვი იყო.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 28, 2013 @ 00:06:58

      არა, მაგრამ ჩემი პროფესია მოითხოვს 🙂
      ახლაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ სხვა ენებს გაუთანაბრდა (ჩემი აზრით, სამართლიანადაც)…

      Like

      პასუხი

  5. rusa111
    მარ 01, 2013 @ 17:11:30

    ალბათ.

    Like

    პასუხი

  6. Trackback: ბიოგრაფიული გაზაფხული | კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  8. ოჩოპინტრე
    ივლ 28, 2015 @ 17:00:35

    დოსტოევკის ორეული მე ცოტა სხვაგვარად აღვიქვი. საინტერესო იყო შენი აზრის წაკითხვა. დავფიქრდი ამაზეც

    Liked by 1 person

    პასუხი

დატოვე კომენტარი