მდუმარე აღმოსავლეთი

13531063 სავარძელში ვზივარ… გვერდით ჩაის ჭიქა და ორჰან ფამუქის მორიგი წიგნი მიდევს… თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება – ყოველდღიურად ვკითხულობ თუნდაც რამდენიმე ფურცელს და დროებით მწერლის სამყაროში გადავდივარ, მაგრამ ეს შემთხვევა გამორჩეულია – მდუმარე აღმოსავლეთში წიგნიდან წიგნამდე არ ვცხოვრობთ – მდუმარე აღმოსავლეთი საუკუნეები გრძელდება… მდუმარე სახლი მხოლოდ დანგრევის პირას მისული ძველი შენობა არ არის და არც მხოლოდ თურქეთია – ის მთელი აღმოსავლეთია, რომელიც უსარგებლო, ყალბ მდუმარებაში, სიმშვიდეშია ჩაძირული და ვერაფრით დგამს ნაბიჯს დასავლეთისკენ…

ორჰანის მდუმარე სახლში ხუთი ადამიანი ცხოვრობს და ყველას თავისი სიმართლე აქვს… და თავისი მომავალი. მათ orhan_pamuk3შორის პირდაპირი თუ ირიბი ნათესაური კავშირია, თუმცა ეს ურთიერთგაგებას არ ნიშნავს. თითოეულ მათგანს სწამს რაღაც, საკუთარი თავის გამოხატვას ცდილობს, მარტოა… მათ მხოლოდ მდუმარე აღმოსავლეთი აერთიანებთ ერთმანეთთან და ჩვენთან – აღმოსავლეთი, რომელიც დასავლეთი ვერასდროს გახდება… ამის მიზეზს მხოლოდ ერთეულები თუ მიხვდებიან და თითქოს ერთ-ერთმა გმირმა ამოხსნა კიდეც ეს საიდუმლო – აღმოსავლეთსა და დასავლეთს ტანსაცმელი, მანქანები, სახლები, ავეჯი, წინასწარმეტყველები, ქარხნები და მთავრობები არ აშორებს. დასავლეთში ბნელი სიკვდილი შეიცნეს და ამიტომ ნათელი სიცოცხლეც გაითავისეს. ევროპელები ცხოვრობენ, აზიელები კი მხოლოდ სიკვდილის მოლოდინში არიან. ისინი არაფერს ელიან საკუთარი თავისგან, არ იციან, როგორ გამოეყონ ჯოგს. ისინი მკვდარი თევზებივით მიჰყვებიან დინებას, რომელსაც ვერც კი ამჩნევენ… მას კი, ვისაც სხვანაირი მომავალი სურს, არანორმალურად, შეშლილად მიიჩნევენ…

ჩაი დამთავრდა… წიგნიც…. თურქეთი კი 30 წლის მანძილზე ნელ-ნელა მიუახლოვდა ევროპას მხოლოდ ნაციონალიზმისა და ისლამური ფუნდამენტალიზმის, და არა რწმენისა და ღირებული ტრადიციების დათმობით. ჩვენ კი ისევ წარსულის აჩრდილებით სავსე მდუმარე აღმოსავლეთში ვიკეტებით და ვერ ველევით “ღირსეულ” სიმშვიდეს…

10 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    თებ 24, 2013 @ 00:10:54

    აქტუალური თემაა. სამწუხაროდ.

    Like

    პასუხი

  2. tami
    თებ 24, 2013 @ 09:01:52

    აი ესე უფრო კარგია თითო წიგნზე თითო პოსტი რომ დაწერო, ჩემი აზრით. ამას წავიკითხავ დამაინტერესე

    Like

    პასუხი

  3. rusa111
    თებ 24, 2013 @ 18:59:34

    მეც ხშირად მიფიქრია ამ პრობლემებზე, სამწუხაროდ, ზოგჯერ არც ჩვენთვისაა უცხო.

    Like

    პასუხი

  4. Anna
    აპრილი 11, 2013 @ 20:43:35

    ჩვენს პრობლემებს გავს. საინტერესო იქნება.

    Like

    პასუხი

  5. Odilavadze Zura
    ივნ 08, 2013 @ 11:16:58

    კარგი იყო! მაგარია, რომ ამდენის წაკითხვას ასწრებ და გიყვარს ორჰან ბეი 🙂

    Like

    პასუხი

დატოვე კომენტარი