ჯვაროსნები

94c17b2b8129dff56dbd0ef7e4df82a1

ამ ნაწარმოების წაკითხვა დიდი ხანია მინდა. სენკევიჩის “ვიდრე ჰხვალ?” იმდენად მომეწონა და ისეთმა “სანდო” მკითხველებმა მირჩიეს, რომ წინასწარვე დადებითად განვეწყვე “ჯვაროსნების” მიმართ. მაგრამ ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება 😉

Genrik_Senkevich__Krestonostsy

“ჯვაროსნები” აერთიანებს ყველაფერ იმას, რაც ნამდვილ ისტორიულ რომანს სჭირდება – თუ სენკევიჩს ენდობით, ბევრ რამეს გაიგებთ პოლონურ კულტურზე, ისტორიასა და ტრადიციებზე. სასიყვარულო და ბატალური სცენების მოყვარულებიც არ დარჩებიან გულდაწყვეტილები… თუმცა სათაურმა შეიძლება მოგატყუოთ – მთავარი ფიგურები ჯვაროსნები კი არა, პოლონელი შლიახტიჩები არიან, უფრო სწორად მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ახალგაზრდა რაინდი ზბიშკო (ეს ერთადერთი ჩვენთვის “უცნაური” სახელი არ არის), რომლის ცხოვრებაც ბედის უკუღმართობებსა და იღბალს შორის მერყეობს… მისი და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პერსონაჟების (მარტო ზბიშკოს ბიძა პრაქტიკული მაცკო, მამაცი და გაუტეხელი იურანდი ან იაგენკა რად ღირან…) გამოგონილი ცხოვრება თავისი “რეალურობით” ისტორიულ ფაქტებსაც კი ფარავს (თვით გრიუნვალდის ბრძოლასაც კი).

220px-Henryk_Sienkiewicz

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და ზედმეტი დეტალებიც არ წამომცდეს, მხოლოდ ჩემს მოკრძალებულ აზრს დავამატებ – თუ ცოტაოდენი თავისუფალი დრო გაქვთ, არსად გეჩქარებათ და მზად ხართ, რომ აუჩქარებლად წაიკითხოთ რომანი იმ დროის შესახებ, როდესაც წერა-კითხვა ცოტამ თუ იცოდა, მაგრამ ყველამ იცოდა ღირსების დაცვა (თუნდაც სიცოცხლის ფასად), მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ჰენრიკ სენკევიჩს. თან არ დაგავიწყდეთ – პან ჰენრიკმა ნობელის პრემია “ეპოსის დარგში მიღწეული წარმატებებისათვის” მიიღო და სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, რომ ამ გამარჯვებით მან დაამტკიცა, რომ პოლონეთი მკვდარი, გაწამებული, დამონებული კი არ იყო, როგორც ბევრი ფიქრობდა, არამედ ის იყო სიცოცხლისუნარიანი ქვეყანა… ასე რომ, პატივი ვცეთ მეგობარ პოლონეთს და ვიკითხოთ სენკევიჩი (მერე რა, თუ გერმანელების მიმართ ოდნავ ტენდენციურია)…:)

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მარ 29, 2013 @ 21:46:47

    იაგენკა მომწონდა ყოველთვის და დანუსია – არა :))

    შენ წარმოიდგინე, ტაძრელი რაინდებიც კი მესიმპატიურებოდნენ. რამდენიმე მაინც. დიდი კომტური კონრადი, თუ სწორად მახსოვს და რამდენიმე კიდევ. ნუ, კუნო ლიხტენშტეინი დიდად ამაზრზენი ტიპი იყო.

    გრიუნვალდის ბრძოლაა უმაგრესად აღწერილი. მოკლედ, ძალიან კარგი წიგნია.

    Like

    პასუხი

  2. Kejeradze
    მარ 30, 2013 @ 15:56:08

    ცოტა ადრე რომ წამეკითხა (და ასეც უნდა მექნა), იქნებ დანუსიაც მომწონებოდა 🙂
    დიდი კომტური მთლად ისეთი საშინელიც არ გამოუვიდა ჰენრიკს, როგორიც უნდოდა (აშკარად ვერ იტანდა გერმანელებს) 🙂

    Like

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: