იყო და არა იყო რა

DSC00694 დათო ტურაშვილი თანამედროვე ქართველ მწერლებს შორის გამორჩეულად მიყვარს. გულწრფელობა (ლიტერატურაშიც და რეალურ ცხოვრებაშიც) ჩვენში ნაკლებად ფასობს, არადა სწორედ ეს გვჭირდება ხარისხიანი ხელოვნების და გამართული სახელმწიფოს შესაქმნელად (ამ გულწრფელობის ნაკლებობა მგონია იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენი ხელოვნება რუსეთის გარდა ვერსად იმკვიდრებს ადგილს, მაგრამ ეს ცალკე თემაა). სწორედ ეს აქვს დათოს და მისი თითქოს “მარტივი” ნაწარმოებების განსაკუთრებული მიმზიდველობის მიზეზიც ეს არის.

რამდენიმე დღის წინ ჩემს თაროზე დათოს წიგნებს კიდევ ორი შეემატა: ძველი და ახალი პიესების უახლესი კრებული “დოდოს მოლოდინში” და ეროვნული მოძრაობის ისტორიებით სავსე “იყო და არა იყო რა”. მათ შორის ერთი მთავარი კავშირია – ქართული რეალობა. ეს კავშირია პიესებს შორისაც. პირველ პიესაში დოდო და ნაირა საბერძნეთში მოხუცებს უვლიან და სამშობლოსა და ოჯახის მონატრებას არ “იმჩნევენ”. ერთის გამოგზავნილი ფულით უსაქმური შვილები და ლოთი ქმარი “ტკბებიან”, მეორის ქმარი კი “სექსმუშაკს” “ამდიდრებს”… მომდევნო პიესებში 1921 წელს მატარებელს პარტიულები და უპარტიოები ბათუმამდე მიჰყვებიან და კუპეშიც ისევე ცდილობენ პირველობას, როგორც ქვეყანაში. ქვეყნის დაცვას ლაყბობა, ჭორაობა და ერთმანეთისთვის შეცდომების გადაბრალება ურჩევნიათ… ევროჯორჯიაში ქართველები რუსებზე საშიშები არიან და სიბნელიდან ვერაფრით გამოდიან, “გლდანიის პრინცის” მამა პოლიტიკურ ინტრიგებს ეწირება, რუსი მესაზღვრე ბრუტუსი ქართველი მესაზღვრე გოგონას სიყვარულის მიუხედავად ჩვეულებრივი რუსი აღმოჩნდება, იმიტომ რომ ასე ასწავლეს, ნიუ-იორკში კი ქართველი ემიგრანტები უსაქმურობენ, ყაჩაღობენ, მოძალადე ქმრებს მისტირიან და აქაურ ნათესავებს “მდიდრებად” ევლინებიან… images

თავად ავტორს თუ დავესესხებით, “იყო და არა იყო რა” ისტერიული რომანია. რომანი იმიტომ, რომ სიყვარულზეა, ისტერიული კი იმიტომ, რომ სიყვარული მართლაც შეიძლება ასეთი იყოს მაშინ, თუ ეს გრძნობა ორასი წლის წინ წაგართვეს და მას შემდეგ სულ გატყუებდნენ – გიმტკიცებდნენ, რომ სამყარო მოსკოვის ირგვლივ ტრიალებს. და მოჩვენებით თავისუფლებასაც გაძლევდნენ. “თუმცა მაშინაც იყვნენ ადამიანები,რომელთათვისაც სამშობლო უპირველესი საზრუნავი გახლდათ და მერეც,მე-20 საუკუნეში,უკვე ხელმეორედ,ბოლშევიკური რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში,მაინც ცოცხლობდნენ და კვდებოდნენ ადამიანები,რომელთაც წამდათ,რომ თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია და საქართველო ადმინისტრაციული ან გეოგრაფიული ერთეული კი არა,დაპყრობილი სამშობლოა.მაშინაც,საბჭოთა საქართველოშიც,1924 წლის შემდეგ,როცა იარაღით ხელში აღარავინ იბრძოდა,მაინც არსებობდა ეროვნული მოძრაობა და ჩემთვის ეს მოძრაობა ფიროსმანიც იყო და ვაჟა-ფშაველაც,დავით კაკაბაძეც და პავლე ინგოროყვაც,ევგენი მიქელაძეც და ავთო ვარაზიც,გურამ რჩეულიშვილიც და მერაბ კოსტავაც-ადამიანები,რომლებსაც სძულდათ კომპრომისები და უყვარდათ სამშობლო,პატარა და ერთადერთი საქართველო,რომლისათვისაც მათი აზრით,წამებაც ღირდა და მსხვერპლიც.” მერაბის, ზვიადის, ზურაბის და სხვა პატრიოტების ბრძოლა წარმატებით დასრულდა, მაგრამ “თავისუფლებისთვის ბრძოლა დღესაც ისეთივე ახლობელია ჩვენთვის, როდესაც მაშინ, როცა მთელი საქართველო ქუჩაში იდგა იმ იმედით, რომ დიდი ხნის წინათ დაკარგულ დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ყველაფერი მოგვარდებოდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის დეკლარირება თავისუფლებას ჯერ კიდევ არ ნიშნავს, და ამიტომაც, ბრძოლა ისევ გრძელდება…” დღესაც გრძელდება ბრძოლა დამპყრობლების მემკვიდრეობასთან – სიზარმაცესა და მუქთახორობასთან, სხვის თვალში ბეწვის შემჩნევის ჩვეულებასთან… დღესაც პრობლემაა მონობას შეჩვეული “ინტელიგენცია” და მტრის არასწორად შეფსება, წარსულის განდიდება და აწმყოს “მიტოვება”, ხელისუფალთა გიჟებად მონათვლა ან “გაკერპება”… ნამდვილი გმირები კი თითქმის აღარ არსებობენ – ყველას უნდა შვილებისთვის ბედნიერი მომავლის შექმნა, მაგრამ სხვისი შვილების ხელით…

P.S. ყოველთვის იმ აზრს ვიზიარებდი, რომ აუცილებლად წასაკითხი წიგნი არ არსებობს, მაგრამ დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ეს ორი წიგნი უნდა წაიკითხოთ…

Advertisements

14 Comments (+add yours?)

  1. tami
    Mar 31, 2013 @ 15:00:42

    სხვათაშორის ვაღიარებ რომ არაფერი წამიკითხავს ტურაშვილის და ამ ორიდან რომელიმეთი დავიწყებ

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 31, 2013 @ 23:24:55

      ყველაფერი კარგი აქვს (მეტნაკლებად, რა თქმა უნდა) – პიესებიც, მოთხრობებიც, რომანებიც…

      Like

      Reply

  2. მოლი ბლუმი
    Mar 31, 2013 @ 19:31:15

    პიესებიც კი გემრიელად რომ იკითხება, ისეთი მწერალია ტურიკა 🙂

    Like

    Reply

  3. lika
    Apr 03, 2013 @ 14:36:22

    კარგია…არ ვიცნობ ტურაშვილის შემოქმედებას და აუცილებლად წავიკითხავ.

    Like

    Reply

  4. metamorpoza
    May 07, 2013 @ 23:42:32

    მეც ძალიან მიყვარს ტურაშვილი და გეთანხმები ზუსტად გულწრფელობის გამო მომწონს ყველა მისი წიგნი და ყველა მისი ამბავი, ოღონდ კიდევ ერთს დავამატებდი -იუმორი, რაც მის ნაწარმოებებს აცოცხლებს და ძალიან უხდება 🙂

    Like

    Reply

  5. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  6. asasa
    Feb 02, 2014 @ 02:50:55

    temas vwer am wignze ikneb damexmarot da tkveni mosazebebic gamacnot

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Feb 02, 2014 @ 13:37:23

      პოსტი სწორედაც რომ ჩემი მოსაზრებაა 🙂 რჩევის სახით ერთს დავამატებ მხოლოდ – თემის ჩამოყალიბების წინ წიგნს ყურადღებით გადახედეთ (წაკითხული გექნებათ ალბათ. ისე თემის წერას არ შეუდგებოდით) და შემდეგ საკუთარი შთაბეჭდილებები გადაიტანეთ ფურცელზე. თუ ჩემსას დაემთხვა, შეგიძლიათ დამესესხოთ, მაგრამ ლიტერატურა ზოგადად გემოვნების ამბავია და ორი სრულიად იდენტური აზრი არ არსებობს 🙂

      Like

      Reply

  7. Trackback: მეცამეტე | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: