მარტის ბოლო მოგზაურობები

228956_380433545322235_413977382_nთორნიკე გურჯინთახის “ბუხარი” – “ჩემი “ბუხარი” ჩემი ცხოვრებაა. ის წარსული დღეების არქივი და მომავლის დღეებზე ოცნებაა. როგორც ბუხარმა იცის ოჯახის ყველა საიდუმლო, ასევე ყოვლისმცოდნეა ჩვენი უხილავი ბუხარი. უნდა აღინიშნოს, რომ ბუხარს სამშობლოსთან და ტვინთანაც მჭიდრო კავშირი აქვს.” ეს არის თორნიკეს ბუხარი, რომელიც უამრავ ისტორიას ინახავს. ყველაზე უდროო, მაგრამ ყველაზე თბილ ქალაქში ჩვეულებრივი გოგო-ბიჭები ცხოვრობენ, სკოლაში დადიან, უნივერსიტეტშიც, უყვარდებათ ერთმანეთი, შორდებიან, კარგავენ და იძენენ ახლობელ ადამიანებს, ცხოვრების მიზანს ეძებენ, ომობენ… პარალელურად გურჯინთახების ოჯახის ბუხარიც გიზგიზებს და ჯერ საქართველოს მცირეხნიანი დამოუკიდებლობის მოწმე ხდება, შემდეგ კი მოღალატე ქართველების წინამძღოლობით შემოსული წითელი არმიის აღვირახსნილობის… ბუხარი დროს არ უშინდება და ყველაფერს იმახსოვრებს, რომ შემდეგ ჩვენ გვიამბოს წარსულისა და აწმყოს გადაკვეთის საინტერესო ამბავი…

ჯონ აპდაიკის “კენტავრი” – “ჩვენს ფეხქვეშ მჟღერი მეტაფორების მყარი ნიადაგი იყო” – ფიქრობს პიტერ კოლდუელი, “კენტავრის” ვაჟი და მართლაც ასეა. აპდაიკმა მითოლოგიურ მეტაფორებში ჩამძირა (ცოტა ზედმეტადაც)… თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო ეს არ იყო. უფრო საყურადღებოდ მამა-შვილის ურთიერთობა მეჩვენა – ოჯახური ურთიერთობი განსაკუთრებული სიზუსტითაა აღწერილი… ასე რომ, ჯონთან პირველი შეხვედრა წარმატებული აღმოჩნდა – შემდეგი (და იმედია კიდევ უფრო საინტერესო) მცდელობა უკვე “ბაჭია” იქნება…

 ავგუსტ სტრინდბერგის “ჰემსელები” – ავგუსტ სტრინდბერგი დიდი ხანია მაინტერესებს, რადგან რამდენიმე საინტერესო მწერლის საყვარელი ავტორი გახლდათ (მაგალითად, რიუნოსკე აკუტაგავასი). თან სულ ახლახანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამაც” გამოსცა “მსოფლიო კლასიკის” სერიის ფარგლებში, თუმცა კონკრეტულად ამ გამოცემის შეძენა არ დამჭირდა – ოჯახურ ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე სტრინდბერგის რუსულენოვანი ორტომეული და ორი ნაწარმოებიც შევარჩიე. ერთ-ერთი მათგანი სწორედ “ჰემსელებია”, რომელიც შვედ მიწათმფლობელებზე მოგვითხრობს. თუ ეს თემა გაინტერესებთ, აუცილებლად უნდა წაიკითხოთ – არ ინანებთ:)

ავგუსტ სტრინდბერგის “გიჟის აღსარება” – სტრინდბერგის მეორე ნაწარმოები “ჰემსელებზე” უფრო საინტერესოდ მეჩვენა. უცნაური, გიჟური სიყვარულის… თუ “არსიყვარულის”, ერთმანეთის ტანჯვისა და სასიყვარულო ოთხკუთხედის ამბავი ავგუსტს დიდი ოსტატობით აქვს აღწერილი. ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება, თუ ამ მცირე მოცულობის რომანსაც თარგმნიან:)

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 06, 2013 @ 18:59:57

    ჩემი პირველი აპდაიკიც კენტავრი იყო 🙂 და ბაჭიას მირჩევნია კიდეც, თუმცა ბაჭიას ტრილოგიაც ძალიან კარგია.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 07, 2013 @ 13:18:18

      პირველი შთაბეჭდილება მაინც განსაკუთრებულია ხოლმე 🙂 მოგვიანებით ბაჭიასაც ვცდი…

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: