რემარკი და დოვლატოვი – გაქცევა ბოროტების იმპერიიდან

AVT2_Erich-Maria-Remarque_6774რა კავშირია რემარკსა და დოვლატოვს შორის? თითქოს ბევრი არაფერი… ორივე ემიგრანტი გახლდათ, მაგრამ ერთი ფაშიზმთან მებრძოლი გერმანელი იყო , მეორე კი – ანტისაბჭოთა რუსი… თუმცა არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ “დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, და განადგურებული ადამიანებიც ტყუპებივით გამოიყურებიან”… მეტი სიცხადისთვის მათ რამდენიმე ნაწარმოებს გადავხედოთ, რომლებსაც აპრილის ნაწილი დავუთმე:

ერიხ მარია რემარკის “აჩრდილები სამოთხეში” – ემიგრაციიდან დაბრუნება რთულია, მაგრამ უფრო რთულია ემიგრაციაში ყოფნა – ეს ნამდვილი via dolorosa-ა – ტანჯვის გზა. ეს გზა გაიარეს როსმა, კანმა, რავიკმა და სხვა გერმანელებმა. მათ თავი დაიხსნეს ფაშისტური რეჟიმისგან, მაგრამ აღთქმული მიწა ამერიკა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდნენ. აქ მათ დახვდათ პასპორტები, სამუშაო, მაგრამ არა მომავალი – მხოლოდ წარსული, რომელიც მუდამ უკან სდევდათ – სიზმრებით, მოგონებებით, მუდმივი მარტოობით… ისინიც ღამის პეპლებივით “დაფრინავდნენ” “ტკბილი” ამერიკის თავზე და ერთმანეთს ეხეთქებოდნენ, მერე ისევ შორდებოდნენ, როგორც აჩრდილები… აჩრდილები სამოთხეში…

ერიხ მარია რემარკის “ღამე ლისაბონში” – ღამე ლისაბონში – ეს არის ღამე, როდესაც ადამიანი, რომელმაც დაკარგა ის უკანასკნელიც, რაც დარჩა ომის მიერ დანგრეული ცხოვრების ნამსხვრევებისგან, შემთხვევით შემხვედრს უყვება თავის ამბავს, ამბავს სიყვარულზე, ომზე, ემიგრაციაზე, დიდ ბედნიერებასა და დიდ უბედურებაზე… სხვა მხრივ ესეც ჩვეულებრივი “რემარკისეული” ისტორიაა. თუ განსაკუთრებით აფასებთ ამ მწერალს, მაშინ გაიცანით შვარცი და ელენა, თუ არა და – რობი და პატი, რავიკი და ჟოანი და ჰერ ერიხის სხვა გმირებიც დაგაკმაყოფილებთ…

ერიხ მარია რემარკის “შეიყვარე მოყვასი შენი” – რემარკი აქაც სამშობლოდან დევნილთა შესახებ გვიყვება. ისინი ქვეყნიდან ქვეყანაში გადადიან, მაგრამ არ ნებდებიან, მაინც სიცოცხლით სავსენი არიან, იმედს არ კარგავენ… საოცარია, საიდან აქვთ ამდენი ძალა… ისინი ერთ ოჯახად ცხოვრობენ და მუდამ მხიარულები არიან – სიკვდილის შემდეგ ხომ მაინც არავინ დაინტერესდება, დარდობდნენ თუ არა ისინი… სიყვარულის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერც ეს ნაწარმოები ჩაივლის, თუმცა რემარკი “ზედმეტად მეორდება” (ზოგჯერ მთლიან ფრაზებსაც კი “სესხულობს” “სამი მეგობრიდან”). სწორედ ეს მგონია ამ და წინა ნაწარმოების ყველაზე დიდი ნაკლი…

სერგეი დოვლატოვის “უცხოელი” – ამერიკას არამხოლოდ ფაშიზმისგან დევნილებმა შეაფარეს თავი… ემიგრაციის ტალღა საბჭოთა images (2)კავშირიდანაც დაიძრა. ამ ტალღას რეჟიმის მიერ დაჩაგრულთა გარდა სხვებიც ჩამოჰყვნენ: ბარანოვი ბრეჟნევს ხატავდა და მისი სიკვდილის შემდეგ უსაქმოდ დარჩა, ესელევსკი, როგორც ებრაელი, ბულგარეთში არ გაუშვეს, პერცოვიჩს მძღოლობა ამერიკაში უფრო გამოადგა, რუბინჩიკმა საკუთარი წარმოების გაკეთება გადაწყვიტა, დრუკერმა რუსული წიგნების გამოცემა დაიწყო, იურისტმა პივოვაროვმა მაღაზია გახსნა, პუბლიცისტმა ზარეცკიმ ნაშრომი დაწერა თემაზე “სექსი ტოტალიტარიზმის პირობებში”, დისიდენტ კარავაევს ამერიკაში საბჭოთა ხელისუფლება “დააკლდა”, ყოფილი “ორგანიზატორი” ლემკუსი ბაპტისტი გახდა, რეჟისორი ლერნერი გამდიდრდა… თუმცა ეს ძალიან საინტერესო და საოცარი იუმორით გამოძერწილი გმირები მეორეხარისხოვნები არიან – მთავარი მარუსია ტატაროვიჩია, რომელმაც ემიგრაციაში წასვლა მოწყენილობის გამო გადაწყვიტა. ამერიკაში კი მხოლოდ ლათინოამერიკელი რაფა და თუთიყუში ლოლო “ერგო წილად”… ოცნების ქვეყანამ მისი მსგავსი ადამიანის მიღება “არ მოისურვა” და ისიც ბოლომდე დიდ ლამაზ გალიაში გამოკეტილ უცხოელად დარჩა…

სერგეი დოვლატოვის “ჩემოდანი” – “უცხოელში” დოვლატოვი უკვე “სტაჟიანი” ემიგრანტია, მანამდე კი ის ჩვეულებრივი საბჭოთა მოქალაქე გახლდათ. როცა ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა, მთელი “ავლადიდება” ერთ გაცვეთილ ჩემოდანში ჩაატია და შემდეგ რამდენიმე წლით დაივიწყა… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ეს ჩემოდანი გაიხსნა და მასთან ერთად დაბრუნდა წარსულიც – მარქსსა და ბროდსკის შორის მოქცეული: კრეპის ფინური წინდები, ნომენკლატურული ბათინკები, ორბორტიანი კოსტუმი, ოფიცრის ქამარი, ფერნან ლეჟეს ქურთუკი, პოპლინის პერანგი, ზამთრის ქუდი და მძღოლის ხელთათმანები… თითოეულ მათგანს მოგონებების პატარა “ნაგლეჯი” ახლავს, “გემრიელი” იუმორით შეზავებული საბჭოური მოგონებების… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ეს უნდა წაიკითხოთ:) დოვლატოვი ძალიან, ძალიან სასიამოვნო ადამიანია…

P.S. ერთ-ერთ რეცენზიაში მკითხველი წერს რემარკის შემდეგ თავის ჩამოხრჩობა მინდებაო, არადა პირიქითაა – არასდროს არის სიცოცხლე ისეთი ძვირფასი, როგორც ერიხის გმირებთან შეხვედრის შემდეგ (თუმცა კი, როგორც უკვე აღვნიშნე, სულ უფრო და უფრო ხშირად “მეორდება”)… დოვლატოვი კი “ხუმარა” ემიგრანტია, მაგრამ ამავე დროს საოცრად სევდიანიც… ზოგადად ემიგრაციაა ასეთი – ცხოვრება, რომელიც სევდითაა სავსე, მაგრამ ამავე დროს უძვირფასესია…

3 Comments (+add yours?)

  1. tami
    Apr 27, 2013 @ 08:38:00

    რემარკის მარტო ტრიუმფალური თაღი მაქვს წაკითხული არაერთხელ , ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებია, ალბათ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 27, 2013 @ 11:58:05

      მეც მინდება ხანდახან გადაკითხვა, მაგრამ ჟოანი რომ გამახსენდება, მეკარგება სურვილი 🙂

      Like

      Reply

  2. Trackback: მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: