ნიკა ფანდორინის თავგადასავლები

ერასტ ფანდორინი ხომ გახსოვთ? მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნოთ ისტორიის მეცნიერებათა მაგისტრი ნიკოლას ფანდორინი, რომელიც თვით დიდი ერასტის შვილიშვილი გახლავთ.

ეს პატივცემული ბატონი, ნამდვილი ინგლისელი დენდი, მშვიდად ცხოვრობდა ნისლიან ალბიონზე… მაგრამ ისტორიკოსს შინ რა გააჩერებდა, როცა მისი წინაპარი კორნელიუს ფონ დორნი რუსეთში “გადაბარგდა”… ჰოდა ჩვენმა მაგისტრმაც მისი გზის გავლა და “ალტინ-ტოლობასში” დამალული საიდუმლოს ამოხსნა გადაწყვიტა. შედეგად “უცნაური” ქვეყანა, ქართულ-რუსული მაფია, სიყვარული და კორნელიუსის აჩრდილი “მიიღო” (სხვათა შორის, ეს წარსულის ამბები დღევანდელობაზე უფრო საინტერესოც კი მომეჩვენა)… და რაც მთავარია – “იუდას სახარება”… მოკლედ, ძალიან საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა… მერე რა, თუ შიგადაშიგ დენ ბრაუნისა და უმბერტო ეკოს “ხელწერა” შეიმჩნევა 🙂

მგონი, სპოილერში არ ჩამეთვლება, თუ გეტყვით, რომ ნიკა ფანდორინი წარმატებით გაუმკლავდა პირველ პრობლემას (ალბათ ისედაც ხვდებით, რომ ოთხნაწილიან ისტორიაში მთავარი გმირი მინიმუმ ბოლო ნაწილის დასასრულამდე არ “გვტოვებს”) და ინგლისშიც აღარ დაბრუნებულა… “კლასგარეშე საკითხავში” ის უკვე ოჯახის მამა (სხვათა შორის, სახალისო ისტორიები მისი შვილების შესახებ “საბავშვო წიგნში” შეგიძლიათ წაიკითხოთ) და კომპანიის პრეზიდენტია… მაგრამ მაფია უკვდავია… ამჯერად სამედიცინო სფეროშია “პრობლემები”… პარალელურ სამყაროში დანილა ფონდორინი ეკატერინე მეორის მმართველობისას ვუნდერკინდ მითრიდატს იხსნის საიდუმლო ორდენისგან… მოკლედ, ეს თავგადასავალიც წინაზე არანაკლებ საინტერესო აღმოჩნდა… თან აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული თავი ცნობილი ნაწარმოების სათაურს წარმოადგენს და ამავე ნაწარმოების ბოლო ფრაზით მთავრდება…

აკუნინის მინუსად ადვილად გამოსაცნობ საქმეებს მიიჩნევენ, მაგრამ ნიკა ფანდორინის მესამე საქმეს ეს ნაკლი ვერ აღმოვუჩინე. “ფ.მ.”, რომელიც დოსტოევსკის უცნობ ხელნაწერზე (ვითომდა “დანაშაულისა და სასჯელის” პირველ ვარიანტზე) “ნადირობას” ეთმობა, ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა მაგისტრის თავგადასავლებს შორის – თან დაძაბულია, თან ჩემი საყვარელი ფიოდორის შესახებაა, თან მისი ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოების “აკუნინისეული” ვერსიითაა “გაზავებული” და თან ნიკას მდივანი, ფრიად კოლორიტული ფიგურა ვალიაც “კლასგარეშე საკითხავიდან” პირდაპირ აქ აღმოჩნდა…  მოკლედ, დეტექტივების და დოსტოევსკის მოყვარულებისთვის იდეალურია…

თავის ბოლო (იმედია ჯერჯერობით) თავგადასავალში ნიკა ფანდორინი დეიდა სინტიასთან ერთად საუკუნეების წინ დამალულ განძს ეძებს და საკრუიზო გემ “შევარდენზე” ხვდება… პარალელურ სამყაროში კი “მერცხლის” თუთიყუში “კარიბის ზღვის მეკობრეების” სტილში გვიყვება ამ განძის ისტორიას (სწორედ გემების სახელებია ამ ეპიზოდის სათაურიც – “შევარდენი და მერცხალი”)… ეს საქმე წინა სამ ეპიზოდთან შედარებით ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენა… ალბათ ნიკას “როლი” დამაკლდა – წიგნის უმეტესი ნაწილი თუთიყუშს ეთმობა და არა ჩვენს მაგისტრს… თუმცა აკუნინი მაინც აკუნინია:)

P.S. ფანდორინების ოჯახს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები (სანამ პატივცემული გრიგოლი ერასტის და ნიკას ახალ თავგადასავლებს შემოგვთავაზებდეს, “სიკვდილი ვახტანგურად” მელოდება). მანამდე კი ჩემი ახალი ლიტერატურული ფავორიტის ( მაგისტრი მთლად სამოქალაქო მრჩეველივით “მაგარი” ვერ არის, მაგრამ მაინც “საყვარელია”:) ) საყვარელ სიმღერას მოვუსმინოთ:

Advertisements

14 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Apr 26, 2013 @ 12:38:37

    ციკლი გადასარევია, მაგრამ ფ.მ. მაინც ყველას მირჩევნია. და ვალია მომწონს კიდო :)) ნუ, ალტინი რომ ქალია, ტყუილია. ალტინს ნიკა კი არა, ბაბუამისი ვერ მოუძებნიდა ნაკლს და ბაბუას რომ ქალები ჰყავდა, ყოლა ისეთი უნდა…

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 26, 2013 @ 19:30:53

      გადასარევი კია, მაგრამ პატარაა – გაგრძელება არ აწყენდა :)) … ერასტის ქალები სულაც არ მხიბლავდნენ… ნიკას ბებია საერთოდ “კატასტროფაა” :))

      Like

      Reply

      • მოლი ბლუმი
        Apr 26, 2013 @ 23:09:03

        რას ამბობ 🙂 ერასტს ჯერ ის ნინძა ჰყავდა და მერე ის ებრაელი გოგო, ლიტვინოვა, ორივე ბრილიანტი ❤

        ალტინი მეც არ მეყო.

        Like

        Reply

      • Kejeradze
        Apr 27, 2013 @ 12:02:30

        ერასტი ისეთი იყო, ყველა ქალს “ჩრდილავდა” 🙂

        Like

        Reply

  2. tami
    Apr 27, 2013 @ 08:36:35

    შენს პოსტებს რომ ვკითხულობ სულაც აღარ მგონია თავი ნაკითხი. თითქმის არაფერი არ მქვს ხოლმე წაკითხული

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 27, 2013 @ 12:15:21

      როცა ერთ “მეზობელ” ბლოგს ვსტუმრობ კვირაში სამჯერ, მეც მგონია, რომ თითქმის არაფერი მაქვს წაკითხული :))

      Like

      Reply

      • tami
        Apr 27, 2013 @ 14:47:06

        ნუ ხო ეეგეც მაგრამ მოლის ნაქებ წიგნებს უფრო ვკითხულობ მერე ვიდრე შენსას. ახალ წიგნებს უფრო ადვილად იშოვი ვიდრე ძველებს ჩვენთან, და ქინდლიც არ მაქვს დ არც რუსულად კითხვა მხიბლავს.

        Like

        Reply

      • Kejeradze
        Apr 27, 2013 @ 17:25:29

        მთავარია, საკითხავი არ გვაკლია (მადლობა გააქტიურებულ გამომცემლობებს) 🙂

        Like

        Reply

  3. tsotnee
    Apr 29, 2013 @ 18:17:36

    როგორც კი რამეს ვამთავრებ ეგრევე სხვას ვიღებ ხოლმე, ვერა და ვერ დავადგი საშველი აკუნინის რამის წაკითხვას, არადა რა საინტერესოდ აღწერ ხოლმე. 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Apr 29, 2013 @ 18:30:54

      ისე მაინც არ გამომდის, მე რომ მინდა (თან მთავარს ვერ “ვამხელ” ხოლმე) 🙂 …ერასტის ამბებით დაიწყე – პირველი სამი ნაწილი ქართულადაც არის 🙂

      Like

      Reply

  4. kevana
    May 23, 2013 @ 22:59:09

    მინდა გაცნობა :უსერ:

    Like

    Reply

  5. Trackback: “ზღაპრები” აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: ჟანრები აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: