ქვიშის კაპიტნები

Capitães

ხალხი მათ “ქვიშის კაპიტნებს” ეძახდა. ისინი ბაიის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ბანდის წევრები იყვნენ, მაგრამ ამავე დროს – ჩვეულებრივი ბავშვებიც… ბავშვები, რომლებიც თავისუფლებაზე ოცნებოდნენ, ხატავდნენ, ცურავდნენ, კითხულობდნენ, ლოცულობდნენ… ბავშვები, რომლებიც მთელს დღეს დიდებივით ატარებდნენ, მაგრამ მაშინ, როდესაც ბრაზილიის ცხელი მზე ჩადიოდა, ბრუნდებოდნენ ქვიშის კარიერში, სადაც არც დედა ხვდებოდათ და არც მამა… მათაც უყვარდათ კარუსელები, ნახატებიანი წიგნები, მამაცი კაპიტნების თავგადასავლების მოსმენა… ისინი საავადმყოფოში წასვლას სიკვდილს ამჯობინებდნენ, რადგან თავისუფლებისა და ერთმანეთის გარდა არაფერი გააჩნდათ…

“ქვიშის კაპიტნების” ცხოვრებაშიც ჩნდებოდნენ ადამიანები… ნამდვილი ადამიანები – პადრე, რომელმაც მიუხედავად ზემდგომთა მოთხოვნისა, არ

600full-jorge-amado

გაწირა “ცოდვილები”, დორა, რომელმაც სულ ცოტა ხნით, მაგრამ მაინც გაუწია დედობა თითოეულ მათგანს… კაპიტნები სწორედ ამას ელოდნენ – სიყვარულსა და თანაგრძნობას და არა ლანძღვას, გაკიცხვასა და დასჯას… ელოდნენ ისე, რომ ვერც აცნობიერებდნენ (მაგალითად, ერთ-ერთი “კაპიტანი” უფეხო სიძულვილისა და უზრდელობის “ფარს” მიღმა ისე იმალებოდა, რომ თავადაც ვერ გრძნობდა ბოლომდე ნამდვილი ოჯახის დეფიციტს)…

P.S. სამწუხაროდ, ჟორჟი ამადუ ქართულად არ არის ნათარგმნი (ყოველ შემთხვევაში, ვერ მივაგენი). არადა, ბრაზილიელი ბიჭების თავგადასავალი ჩვენს რეალობასაც ერგება (უაპელაციოდ გვიყვარს სხვების განსჯა, მათ შორის უპატრონო ბავშვებისაც)… თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ, მაშინ მოიძიეთ – იცოდეთ, რომ ბრაზილია მხოლოდ კარგი ფეხბურთის და ცუდი სერიალების ქვეყანა არ არის. იქ კარგი წიგნებიც იწერება… ზღვის არომატითა და მზესავით ყოვლისშემძლე თავისუფლებით სავსე წიგნები… თუ ვერ მოახერხებთ, ფილმს უყურეთ. ჩემი აზრით, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ეკრანიზაცია წიგნს არ “აფუჭებს”…

Advertisements

8 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    May 28, 2013 @ 12:45:47

    ამადუს მოთხრობები მქონდა შინ. უძველესი გამოცემა. ოღონდ, ეს რომანი არ იყო.

    ფილმიც ფანტასტიურია და სიმღერაა მანდ ლეგენდარული ❤

    Like

    Reply

    • Kejeradze
      May 29, 2013 @ 13:08:30

      ასეთი ეკრანიზაცია ასეთი საუნდტრეკით იშვიათად მინახავს 🙂

      Like

      Reply

  2. kotikojafaridze
    May 28, 2013 @ 13:41:24

    Reblogged this on kotiko jafaridze.

    Like

    Reply

  3. Anna
    Jun 29, 2013 @ 16:51:45

    როგორ არა, ნათარგმნია. მე მაქვს ”ქალაქი ილეუსი” ძალიან კარგი რომანია, საბჭოთა გამოცემა. სავარაუდოდ ორიგინალიდან არ იქნება ნათარგმნი. სხვათა შორის, ბრაზილიური სერიალები სულაც არ არის ცუდი, დანარჩენი ლათინური ამერიკის (ესპანურენოვანი) სერიალებისგან განსხვავებით.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 29, 2013 @ 20:05:17

      ძალიან კარგი. საინტერესო მწერალი ჩანს და რაც მეტი და ხარისხიანი თარგმანი გვექნება, მით უკეთესი 🙂 რაც შეეხება სერიალებს, ესპანურენოვანებისგან განსხვავებით, ხანდახან საინტერესოც გამოერევა ხოლმე (დანარჩენები კარგი სცენარის გაფუჭებასაც ახერხებენ) 🙂

      Like

      Reply

  4. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  5. დავით რაჭველი
    Oct 15, 2014 @ 12:52:36

    ”ქალაქი ილეუსი” მეც მაქვს, მეტი მგონი არაფერი არ იშოვება

    Liked by 1 person

    Reply

  6. GVANTSA
    Jan 25, 2016 @ 13:49:31

    ჟორჟი ამადუ არის ნათარგმნი ქართულად, კერძოდ “დონა ფლორი და მისი ორი ქმარი”, ბუკინისტებში მოიკითხეთ, ძველი გამოცემაა

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: