ფლობერის თუთიყუში

გამოგიტყდებით და გუსტავ ფლობერი ჩემი ფავორიტი მწერალი არ არის. უფრო მეტიც – მისი მხოლოდ ერთი ნაწარმოები მაქვს წაკითხული და მადამ ბოვარის ისტორიით სათანადოდ ვერ აღვფრთოვანდი… თუმცა “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ახალი “წევრის” გაცნობა მაინც გადავწყვიტე – როგორ არ გამეგო, რა კავშირი ჰქონდათ ფლობერსა და თუთიყუშს:)

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ჯეფრი ბრაითუეიტმა გუსტავ ფლობერის ბიოგრაფიის დაწერა გადაწყვიტა. თავად მწერალმა კი ოდესღაც თქვა, რომ როცა მეგობრის ბიოგრაფიას წერ, ისე უნდა დაწერო, თითქოს მის გამო შურს იძიებ (საყვარელი მწერალი მეგობარი არ არის? თან ყველაზე ერთგული მეგობარი)… ჯეფრიმაც დაწერა… და თუ გეგონათ, რომ ფლობერს კარგად იცნობდით, შეცდით. მისი შემოქმედება მაინც არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ თავი დაანებოთ და შეწყვიტოთ ნადირობა მასზე. ბიბლიოფილებს არასდროს მიაჩნიათ საკმარისად ის, რაც მწერალმა დაწერა. მათ სჭირდებათ მისი სახე, სკულპტურა, ფოტოსურათი, ავტოგრაფი, ტანსაცმლის ნაგლეჯი… და თუთიყუში…

ერთ-ერთი მთავარი ფიგურა აქ სწორედ თუთიყუშია. ამ ფრიად “განათლებული” ფრინველის ფიტული გუსტავ ფლობერს julian barnesრუანის მუზეუმმა ათხოვა და სამი კვირის მანძილზე მაგიდაზეც ედო. ამ თუთიყუშის გავლენით შეიქმნა მისი გმირი ლულუ (ამბობენ, რომ ფელისიტე ფლობერის ხასიათია, ლულუ – ხმა). არც არის გასაკვირი. ფლობერი ხომ მუდმივად “ცხოველი იყო” – ხან დათვი, ხანაც აქლემი, ცხვარი ან ძაღლი.

თუთიყუშის გარდა, ჯეფრი ფლობერის ქალებს, მეგობრებს გვაცნობს… ასეთია მისი ფლობერი, თუმცა ჩვენ ყველას ჩვენი ფლობერი გვყავს – ბიოგრაფია რაღაცით თევზაობას ჰგავს. ავტორი ბადეს აგდებს და რომ ივსება, იღებს, მონაგარს არჩევს, ახარისხებს, ამუშავებს და შემდეგ ყიდის. ბევრი რამ ბორტს მიღმა რჩება…

P.S. თუ გიყვართ ფლობერი, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ. თუ არა, მაინც სცადეთ:) მე კი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” შემდეგ “წევრს” – რომენ გარის დაველოდები (უკვე იმდენჯერ გადავდე სამომავლოდ…). სამწუხაროდ, უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაოს” “პირველწაკითხვის ბედნიერება” უკვე “დავხარჯე”. თუ თქვენ ჯერ კიდევ წინ გაქვთ ეს სიამოვნება, მაშინ “ბიბლიო-შურით” მშურს თქვენი 🙂

Advertisements

9 Comments (+add yours?)

  1. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  2. მოლი ბლუმი
    Jun 12, 2013 @ 23:24:40

    გარის და ეკოს ველოდებით ❤

    Like

    Reply

  3. tami
    Jun 13, 2013 @ 21:53:42

    რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი თაროზე იმტვერება ეს წიგნი და არც მახსენდება რომ წასაკითხად ვიყიდე.:(

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 14, 2013 @ 00:00:51

      ყველა წიგნს თავისი დრო აქვს 🙂 …თან ამ ბოლო დროს გამომცემლობები “გვანებივრებენ” 🙂

      Like

      Reply

  4. umuzowriter
    Jun 13, 2013 @ 22:16:17

    sxvatashoris damainteresa….wavikixtav aucileblad….

    Like

    Reply

  5. Trackback: ჯულიანი, ბორისი და აბო – სამი ამბავი “დიოგენესგან” | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: დასასრულის განცდა – biblani

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: