ჩე გევარა – მოტოციკლისტის დღიური

images ჯეკ კერუაკის ორი მოგზაურობის  შემდეგ ერნესტო ჩე გევარას მოგზაურობას გულგრილად ვერ ჩავუვლიდი. ამიტომ სასწრაფოდ “დავავლე ხელი ზურგჩანთას და გზას გავუდექი”, ამჯერად ლათინური ამერიკის მიმართულებით.

თუ ელით რომ ჩე მორიგ რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად გვეპატიჟება, ძალიან ცდებით. ის ამ წიგნის ფურცლებზე ჩე არც არის – სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი ერნესტო გევარაა და ალბერტო გრანადოსთან ერთად სამოგზაუროდ მიდის. გზად რა არ გადახდებათ – ჯერ “მოხუცი” მოტოციკლი “გარდაეცვლებათ”, შემდეგ სხვადასხვა ტრანსპორტით აგრძელებენ გზას, სხვადასხვა სამუშაოთი ირჩენენ თავს და ხან ჩილეს მიადგებიან, ხანაც – პერუს და ა.შ.

თავად ავტორს თუ დავუჯერებთ დღიურში შთამბეჭდავ გმირობებს ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ ეს არც უბრალო 221901ლაყბობაა. ეს ორი ადამიანის ცხოვრების ის “ნაგლეჯია”, როდესაც ისინი ერთად მოძრაობდნენ არჩეულ გზაზე საერთო მიზნებითა და საერთო ოცნებებით, თავისუფლების წყურვილით. ცხრა თვის მანძილზე ადამიანი ბევრ რამეზე ასწრებს დაფიქრებას – ფილისოფიური თემებით დაწყებული, უბრალო კერძით დამთავრებული. და თუ ის ცოტათი ავანტიურისტიცაა, მაშინ ცხოვრების ამ მონაკვეთში მას ისეთი რამეც შეემთხვევა, რაც სხვებსაც დააინტერესებთ და ასეთი დღიურებიც იქმნება…

P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ ეწვიოთ წიგნის მაღაზიას და ქართული თარგმანი მოიკითხოთ. “მოტოციკლისტის დღიური” სულ ახლახანს გამოსცა “დიოგენემ” (ფასი: 9.90). მანამდე კი ფილმის თრეილერს ვუყუროთ – საინტერესო ჩანს…თან დღეს ჩეს დაბადების დღეა 🙂

5 Comments (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    Jun 14, 2013 @ 22:46:01

    85ის გახდებოდა 🙂

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Jun 14, 2013 @ 23:17:07

    მე ჩეს მაისური მაქვს შინ 🙂 საგანგებოდ ჩამოვატანინე საფრანგეთიდან 🙂

    Like

    Reply

  3. mochkhubaridze
    Jun 15, 2013 @ 17:17:15

    ოხ ჩე ჩე….

    Like

    Reply

  4. Anna
    Jun 21, 2013 @ 18:21:16

    ფილმი ძალიან მიყვარს ❤

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: