მწვანე გზა სიკვდილისკენ

book_519b51e33edadროცა ღმერთი ციხის ზედამხედველ პოლს და მის მეგობრებს სამსჯავროზე უხმობს და ჰკითხავს, რატომ წაართვეს სიცოცხლე მის ქმნილებას, რას ეტყვიან? რომ ეს მათი სამუშაოა? რომ მათთვის ადამიანის სიკვდილით დასჯა, მასთან უკანასკნელი საათების გატარება, უკანასკნელი სურვილის დავიწყება, ამ თემაზე ხუმრობა ჩვეულებრივი ამბავია? მართალია, ყველა ჩვენგანი გადის ოდესმე მწვანე გზას სიკვდილისკენ (ზოგი გზა გრძელია, ზოგი – მოკლე), მაგრამ არავის აქვს იმის განადგურების უფლება, რაც არ შეუქმნია…

…პოლმა და მისმა მეგობრებმა კი ეს 78-ჯერ გააკეთეს. მათ ათეულობით ადამიანი დასვეს ელექტროსკამზე და გაანადგურეს მათი სხეული და არა მათში არსებული ბოროტება. მათ შორის იყო დელაკრუა – სასტიკი მკვლელი, რომელიც ისე “შეიწვა”, როგორც ინდაური. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ეს სამართლიანია, მაგრამ ადამიანი, თუნდაც ყველაზე საშინელი, მაინც ღმერთის ქმნილებაა, რომლის გულშიც სულ პატარა სიკეთის მარცვალი ყოველთვის არსებობს. მასაც შეუძლია სიყვარული ისეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო არსების მიმართ, როგორიც თაგვია…

დელაკრუას ცრემლებს და შემზარავ სიკვდილს ვერასდროს დაივიწყებთ, მაგრამ თუ მაინც გაიფიქრებთ, რომ ვინმე (დამნაშავე იქნება ის თუ 8cick4fnjbfc6xues2უდანაშაულო) სიკვდილს იმსახურებს, აუცილებლად გაიხსენეთ ჯონ კოფი – ჯონ კოფი, რომლის გვარიც სასმელს ჰგავს, მაგრამ სხვანაირად იწერება, ჯონ კოფი, რომელსაც სიბნელის ეშინოდა, ჯონ კოფი, რომელსაც ცრემლები ისე მოსდიოდა თვალებიდან, როგორც სისხლი მარადიული ჭრილობიდან, ჯონ კოფი, რომელიც დაღალა ადამიანთა სიძულვილმა ერთმანეთის მიმართ და ამ სიბნელით გამოწვეულმა ტკივილმა…

ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება… არც წიგნებში… პოლი შემთხვევით არ შეხვედრია ჯონ კოფის. არც მისი განკურნება, ბოლო “სამუშაო” და ძალიან გრძელი მწვანე გზა ყოფილა შემთხვევითი. თუ ამ წიგნს გადაშლით, ეს შემთხვევით არ მოხდება. ეს იმის ნიშანი იქნება, რომ დროა დაფიქრდეთ – დაფიქრდეთ ჩვენს მისიაზე დედამიწაზე. სამართლიანობის აღსრულება (იქნება ეს ჭეშმარიტი სამართლიანობა, თუ მხოლოდ ჩვენი პირადი) ჩვენი საქმე არ არის. ყველაზე დიდი ბოროტება სწორედ სამართლიანობის სახელით ხდება – ასე იყო ქრისტეს ჯვარცმისას და ასეა დღემდე…

18 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jun 19, 2013 @ 13:40:10

    უმაგრესი წიგნი ❤

    Like

    Reply

  2. Jane
    Jun 20, 2013 @ 12:07:15

    ფილმი ხო ძალიან მიყვარს და წიგნი რომ ათასჯერ უკეთესი იქნება, საუბარი არ უნდა…

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 20, 2013 @ 15:24:13

      იშვიათია კარგი ეკრანიზაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ასეა (რა თქმა უნდა, წიგნი მაინც წიგნია) 🙂

      Like

      Reply

  3. tami
    Jun 20, 2013 @ 15:30:24

    მშვენიერი წიგნი და ფილმი.

    Like

    Reply

  4. nanometri
    Jun 20, 2013 @ 17:00:29

    არც მიზერია ნაკლები 🙂 გინდა წიგნი, გინდა ფილმი! გირჩევთ!

    Like

    Reply

  5. tsotnee
    Jun 24, 2013 @ 20:06:30

    “მიზერიც” და “მწვანე გზაც” ორივე ფილმად მაქვს ნანახი ჯერჯერობით. რომ მოვიცლი აუცილებლად წავიკითხავ.

    Like

    Reply

  6. Anni
    Jul 30, 2013 @ 23:38:01

    ერთ-ერთი ფავორიტი ფილმი, ყოველ ყურებაზე რომ მატირებს :დ ახლა წიგნსაც ჩავუჯდები და დარწმუნებული ვარ კმაყოფილი დავრჩები, კინგის მეტი წიგნების თარგმანი მინდააა !!! თარგმნონ თარგმნონ და კიდევ ერთხელ თარგმნონ :დ

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 31, 2013 @ 13:01:10

      თარგმნიან 🙂 “დიოგენეს” და “პალიტრა L-ის” გეგმებს თუ შევაჯამებთ, კიდევ 10 თარგმანი მაინც გველის :))

      Like

      Reply

      • Anni
        Aug 01, 2013 @ 01:56:56

        დიდება ღმერთს, ბოლოს 49 წიგნშიც გამოჩნდა და მანამდე მხოლოდ მოთხრობები იყო გადათარგმნილი, ძალიან მიხარიაა 😀

        Like

        Reply

  7. marry_kinger1
    Oct 19, 2013 @ 18:17:24

    მეც მოუთმენლად დაველოდები შემდეგ წიგნება.. კინგი ჩემი სამყაროა… ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა როდის წავიკითხავ მის წიგნებს მთავარია წავიკითხო ,აგრამ რაც უფრო მალე იქნება მით უკეთესი 😀

    Like

    Reply

  8. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  9. Annie
    Jan 05, 2014 @ 15:29:56

    wigni aris shesanishnavi,gushin davasrule.imis miuxedavad rom mtliani wigni 4 dgeshi wavikitxe azri mainc davatane da boloshi vibghavle :3

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 06, 2014 @ 16:10:32

      აზრის დატანება მაინცდამაინც დროზეც არ არის დამოკიდებული :)) მიხარია, რომ წიგნმა მოწონება დაიმსახურა 🙂

      Like

      Reply

  10. გელა
    Apr 22, 2014 @ 19:58:07

    ფილმი უძლიერესია, წიგნი არ წამიკითხავს. კინგის წიგნებიდან ზოგი კარგია და ზოგიც დიდი არაფერი, საშინელებათა ჟანრი არ მომწონს. ფილმი იმდენად კარგია, რომ წიგნის წაკითხვა ძალიან მინდა.

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: