ჭილაძე და ქარჩხაძე

385

ოთარ ჭილაძის “რკინის თეატრი” – ცხოვრება რომ თეატრია, ეს ჯერ კიდევ საუკუნეების წინ თქვა დიდმა პიროვნებამ… კიდევ ერთმა დიდმა პიროვნებამ კი “წარმოდგენა” ბათუმის თეატრის სცენაზე გაათამაშა. თეატრი რკინისაა – ცვლილებებს ძნელად თუ დაექვემდებარება… “მყარია” ფონიც – რუსეთის იმპერია ისე ერწყმის კომუნისტურს და ქვეყანა – ოჯახს, რომ ზღვარი იშლება. ანექსირებული ქვეყანა უფსკრულშია ჩაძირული და ჯერ “ხანჯლებით მოცეკვავე” ყაზბეგს სწირავს, შემდეგ – ილიას. ცენზურას და პოლიციას არ სძინავთ. სამაგიეროდ სძინავს ხალხს… სძინავს ნიღბების მიღმა, რომლებიც მყარად “ასწებებიათ” სახეზე და ვეღარ “იდღლიზავენ”… თუ პროტესტის ნიშნად დააპირებენ, დაიღუპებიან… თუმცა ნიღბებს მიღმაც იღუპებიან… იღუპებიან, როგორც ბერძნული ან შექსპირის ტრაგედიების გმირები სცენაზე…

ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური” – 80-იან წლებში გამოცემულ ამ კრებულში რვა მოთხრობა და ერთი მოზრდილი ნაწარმოებია შესული. მოთხრობები ერთი ამოსუნთქვით იკითხება (თუმცა მოცულობის გამო ოდნავი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დამრჩა) – აქეთ აბზიანიძეების ოჯახი იშლება, იქეთ წარსული სიყვარული ცოცხლდება, მოსწავლის ცხოვრებაში სასწაული ხდება, “ნაღდი” ქართული სუფრა იშლება, მარიანა ოცნებობს, ვინმე სიკო “ოპერაცია დეიდა ტასოს ატარებს” (ეს ყველაზე სახალისო მოთხრობაა), კაპიტონ მანაგაძე კი – ბოლო ექსპერიმენტს,დიდი მსახიობი ზაალ ნიჟარაძე მეთერთმეტე მცნებაზე ფიქრობს… თუმცა მთავარი ამ კრებულში “მდგმურია” – გაორებული მდგმური და მისი ორი ქალი (რაღაცით ანა-მარია და ტერეზა გამახსენეს)… ეგვიპტე და სოფელი… ჩასაბარებელი გამოცდა და გზა ამ გამოცდისკენ… რეალობა და ფანტაზია, რომლებიც პარალელური ხაზებივით გასდევენ ერთმანეთს და ბოლოს ერთ წერტილში იკვეთებიან…

P.S.

  • არეტე; ფასი: 28.00
  • ქარჩხაძის გამომცემლობა; ფასი: 12.00 (ეს გამოცემა შესაძლოა სრულად არ ემთხვეოდეს ძველ კრებულს).
Advertisements

13 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jun 28, 2013 @ 20:55:39

    არეტე რომც არ დაგეწერა. ფასზე იცნობდა დაინტერესებული მკითხველი :)))

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Jun 28, 2013 @ 21:33:23

    მე ლატერნა მახსოვდა. ენივეი. 80-იანების გამოცემა ძალიან კარგი იქნება.

    Like

    Reply

  3. rusa111
    Jun 30, 2013 @ 21:53:56

    ო. ჭილაძის “რკინის თეატრმა” თავის დროზე ჩემზეც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა.

    ჯ. ქარჩხაძის “დეიდა ტასოს” მეორად ფაკულტეტზე, ანუ სარეჟისოროზე – ინსტიტუტში ვდგამდით. ისე ცუდად ვიცნობ ამ ავტორს, როგორც იტყვიან, მთელი სიამოვნება წინა მაქვს.

    Like

    Reply

  4. rusa111
    Jul 02, 2013 @ 15:33:55

    ჰო, მუშაობის პროცესში ვხალისობდით, სცენამდე ვეღარ მივედით, აუდიტორიის დონეზე დავრჩით.

    Like

    Reply

  5. კუში–კუში
    Jul 26, 2013 @ 13:43:53

    ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური”––– როგორ მინდა რომ შევიძინო და წავიკითხო…მორჩა, სასწრაფოდ წასაკითხთა სიაში!!!

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jul 26, 2013 @ 13:46:33

      მგონი, საინტერესო “მოგზაურობა” გამოვა :))

      Like

      Reply

      • კუში–კუში
        Jul 26, 2013 @ 13:48:46

        სასწრაფოდ უნდა ვიმოგზაურო…!!!!!! მიყვარს შენი ბლოგი, და რა ბედნიერი ხარ რომ ორგინალებში კითხულობ ხოლმე საერთოდ, შენთან ხშირად ჯერ ართარგმნილი წიგნები გვაწონებენ თავს…

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Jul 26, 2013 @ 14:01:46

          დიდი მადლობა 🙂 ორიგინალში ხშირად ვერ ვახერხებ (სულ ორი უცხო ენა ვიცი), მაგრამ ონლაინ-სივრცეში არაქართული თარგმანების დიდი არჩევანია 🙂

          Like

          Reply

  6. Trackback: ქარავანი მიდის… | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: