ისევ ლილე…

ალბათ გახსოვთ, რომ დახლოებით ერთი თვის წინ ლილე იროელზე ვისაუბრეთ . ასე საინტერესოდ დიდი ხანია არ “მიმოგზაურია”. ჰოდა ამ ერთ ამბავზე ხომ არ შევჩერდებოდი… მერე როგორ დამაინტრიგებლად დასრულდა… 🙂

…ბოლოს ლილე საიდუმლო კართან დავტოვეთ. თუ გაინტერესებთ რა აღმოჩნდა მის მიღმა, მაშინ “როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან” უნდა გადაშალოთ. ამ საიდუმლოს გარდა კიდევ ბევრი საინტერესო შეხვედრა გელოდებათ – ბიგოში შერისხულებს და მათ დედოფალ იორუბას გაიცნობთ, ომდურმანში – პატარა გალი-გალასა და სველთვალებიანი ნიღბის ოსტატებს, სალიტულაში მსაჯულთა წიგნს ნახავთ და გრძნეულებსაც შეებრძოლებით… და რაც მთავარია, ლილესთან ერთად გახდებით ისტორიული წამის მოწმენი – სიყვარულისა  და სიძულვილის ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად ფრთოსანი ლომი ბრუნდება…

ჩემი მოკრძალებული აზრით, ლილე იროელის მეორე თავგადასავალი პირველზე საინტერესოც კია (ან მე “შევედი ეშხშში”). აქ ბევრ საყვარელ გმირს ვეღარ შეხვდებით (განსაკუთრებით კაისასა და კოპალაზე დამწყდა გული), მაგრამ ახლებსაც მაიამატებთ “ფავორიტებს”… და აუცილებლად გაგიჩნდებათ შემდეგი ნაწილის გადაშლის სურვილი…

…რა თქმა უნდა, ლილე მშობლიურ როშკაშში დიდხანს ვერ გაჩერდებოდა. თუ გაჰყვებით, ოთხი მხარისა და ოთხი სვეტის ძებნაში დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ. ჯერ ზაარში ამოყოფთ თავს და უსახურებსა და რკინისსახიანებს გაიცნობთ (მარტო სპილენძისფერთმიანი ლაა რად ღირს), შემდეგ ჰექათიონში – მოტირალ დებს, ჩრდილოეთში – დათვებსა და მათ მტრებს… სულ ბოლოს კი ამომავალი მზის ქვეყანას მიადგებით. საფრთხისა ნუ შეგეშინდებათ – ლილესა და რუფიასთან ერთად უჩინარი მჭედელი ბერები და მათი რჩეულებიც გიცავენ…

მგონი, მესამე თავგადასავალი ყველაზე საინტერესო იყო. ნელ-ნელა ლილე იროელი სულ უფრო და უფრო საინტერესო თავგადასავლების გმირი ხდება (მარტო ჰარი პოტერი ან ფროდო კი არ არიან “რჩეულები” 🙂 ).  იმედია, მალე შემდეგი ნაწილიც გამოვა, მანამდე კი “ნისლებში და ნისლებს მიღმა” მაქვს “დასაგემოვნებელი” 🙂

P.S. პოსტის გამოქვეყნების დღე მწერლის დაბადების დღეს დაემთხვა 🙂 ვისარგებლოთ შემთხვევით, მივულოცოთ და შემოქმედებითი წინსვლა ვუსურვოთ 🙂

12 Comments (+add yours?)

  1. kevana
    ივლ 03, 2013 @ 21:27:50

    კაისა და კოპალა ჩემი საყვარელი წყვილია ❤
    იახსარზე და ხელზე არ ვგიჟდები იმდენად, რამდენადაც ამათზე.. და თუთა ცხადია…. ❤ რა იქნება ცალკე თავგადასავალი კაისა კოპალისათვის ^_^ სასტიკად ცუდად ხომ არ ვიქცევი ახლა? :დდდ

    Like

    პასუხი

  2. Nato Davitashvili
    ივლ 03, 2013 @ 21:43:32

    კეჟერაძის ბლოგმა შესანიშნავი საჩუქარი მომართვა დაბადების დღეზე 🙂

    Like

    პასუხი

    • tami
      ივლ 03, 2013 @ 22:55:21

      გილოცავთ ქალბატონო ნატო, იმედიამეცმალე გავეცნობი თქვენს შემოქმედბას. სულ ვაპირებ და ჯერ ვერ მოვაბი თავი:)

      Like

      პასუხი

      • Kejeradze
        ივლ 03, 2013 @ 23:57:31

        კიდევ ერთხელ შევუერთდები მილოცვას 🙂 რაც შეეხება თავის მობმას, წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება 😉

        Like

        პასუხი

  3. მოლი ბლუმი
    ივლ 04, 2013 @ 09:39:58

    კიდევ ერთხელ და დიდი სიამოვნებით გილოცავ, ნატო ❤

    Like

    პასუხი

  4. MaryBell
    ივლ 04, 2013 @ 10:50:44

    მე წაკითხული მაქვს და მომეწონა

    Like

    პასუხი

  5. Trackback: საახალწლო მოგზაურობები 2013 | კეჟერაძის ბლოგი
  6. Peter Merabishvili
    ივლ 11, 2014 @ 21:36:17

    ეხლა ვკიტხულობ ლურჯი სუფრის მოცეკვავეს და ძალიან მომწონს. იმედია ახალი წიგნი მალე გამოვა!!!!

    Like

    პასუხი

  7. Trackback: აიას გზა ანუ კაისას დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: