დოსტოევსკის ე.წ. “დიდი 5-წიგნეულიდან” ( “დანაშაული და სასჯელი”, “ყმაწვილი”, “იდიოტი”, “ეშმაკნი”, “ძმები კარამაზოვები”) “ყმაწვილი” ყველაზე “დაუფასებელი” ნაწარმოებია. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს დამოკიდებულება მცდარია. აქაც, ისევე როგორც ყველა სხვა რომანსა თუ მოთხრობაში, ფიოდორი საოცრად საინტერესო პიროვნებებს გვაცნობს. თითოეული მათგანი ისეთი საინტერესო ფსიქოლოგიით გამოირჩევა, რომ თუნდაც მცირე როლის მქონე გმირსაც კი ვერ დაივიწყებთ…
…თუმცა “ყმაწვილში” ყველაზე დაუვიწყარი გმირი თავად ყმაწვილი არკადი დოლგორუკია. მისი “ყმაწვილობა” შემთხვევითი არ არის – ის თავისი ასაკისთვის შესაფერისად ცხოვრობს – ეძებს ადგილს ცხოვრებაში, მიზანს, “იდეას”… აკრიტიკებს საკუთარ თავსა და სხვებს… მის გონებასა და გულში ერთმანეთშია არეულია სიყვარული და სიძულვილი… ასეთი ყმაწვილები ქმნიან თაობას…
არკადი დოლგორუკის წარსულის გათვალისწინებით მისი ხასიათი (ტრადიციული “დოსტოევშინის” თანხლებით) გასაკვირი არ არის. მან – თავადი ვერსილოვის (ეს გმირიც საოცრად საინტერესოა, თუმცა სჯობს თავად ნახოთ) უკანონო შვილმა – ხომ მთელი ცხოვრება მშობლების, განსაკუთრებით კი მამის, სიყვარულზე ოცნებაში გაატარა… მამების და შვილების ურთიერთობა სხვაგანაც შეგვხვედრია, მაგრამ ფიოდორი ამ თემას განსაკუთრებით კარგად წარმოაჩენს. ე.წ. “რთული” მოზარდებიც ხშირია ლიტერატურაში (თუნდაც ჰოლდენ კოლფილდი), თუმცა ფიოდორი აქაც “ოსტატია”…
ამ თემების გარდა “ყმაწვილში” კიდევ არა ერთი საყურადღებო ეპიზოდია ( “მოთამაშეში” კარგად გაშლილი აზარტული თამაშების თემა და ა.შ.). საერთო ჯამში ძალიან საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა (თუმცა აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მსუბუქი საკითხავის მოყვარულებს არ მოგეწონებათ… არც იმ შემთხვევაში გირჩევთ მის წაკითხვას, თუ დაკავებულები ხართ – სჯობს შვებულებას ან არდადეგებს დაელოდოთ). ცოტა არ იყოს გულიც კი დამწყდა, რომ ფიოდორთან სულ ერთი მცირე შეხვედრა დამრჩა (“მკვდარი სახლის ჩანაწერები”)…
P.S. ქინდლში წაკითხული პირველი წიგნის “პატივი” სხვას ვის ერგებოდა, თუ არა ფიოდორს 🙂 სამწუხაროდ, ქართულად მაღაზიებში ვერ ნახავთ, რადგან კონკრეტულად ეს ნაწარმოები ბოლო დროს არ უთარგმნიათ (შეიძლება წლების წინ იყოს ნათარგმნი და ბუკინისტებს ჰქონდეთ შემორჩენილი). თუ რუსულად კითხულობთ, სადმე აუცილებლად აღმოაჩენთ (თუნდაც ბათუმში, სადაც სულ ახლახანს რუსულენოვანი წიგნების ნამდვილი ოქროს საბადო გაიხსნა 🙂 ).
ივლ 09, 2013 @ 13:48:41
მეც ეგ ორი რომანიღა დამრჩა წასაკითხი და “ეშმაკნი”.
LikeLike
ივლ 09, 2013 @ 20:30:55
ერთ-ერთი მთავარი სიამოვნება წინ გქონია “ეშმაკნის” სახით 🙂
LikeLike
აპრილი 07, 2014 @ 05:49:36
“ეშმაკნიმ” დამშოკა მე. საოცრებაა
LikeLike
ივლ 09, 2013 @ 21:24:28
ძალიან ვისიამოვნე ამ წიგნის კითხვისას, მაგრამ შენსავით კარგად ვერ ვწერ დოსტოევსკიზე, რაღაც ძალიან დიდია და ვერ ვბედავ,
LikeLike
ივლ 09, 2013 @ 22:07:49
ფიოდორზე ისე წერა, როგორც იმსახურებს, შეუძლებელია… და, რა თქმა უნდა, არც მე გამომდის.
LikeLike
ივლ 09, 2013 @ 22:55:24
მშვიდობაში ქინდლი 🙂
LikeLike
ივლ 10, 2013 @ 01:16:58
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
ივლ 16, 2013 @ 09:46:07
მე დიდი ხუთეულიდან, ჯერ-ჯერობით 1, თუმცა ჯერ-ჯერობით! :დ 😎
LikeLike
ივლ 16, 2013 @ 13:03:17
წინ კითხვის 4-წლიანი სეზონია 😉
LikeLike
ივლ 16, 2013 @ 13:04:06
ჰო!
LikeLike