1968 წელი, ამერიკის შეერთებული შტატები… მემფისში მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს. ამ მოვლენამ ისედაც დაპირისპირებული შავკანიანები და თეთრკანიანები კიდევ უფრო გადაამტერა. ამერიკა არეულობამ, აჯანყებებმა, პროტესტმა და ძალადობამ მოიცვა… ამ ფონზე რომენ გარის ცხოვრებაში ძაღლი გამოჩნდა… ძაღლი, რომელიც შავკანიანებზე დაგეშეს… ძაღლი, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს, გარდა შიშისა. მწერალმა ძაღლის ხელახლა გაწვრთნა მოინდომა… მაგრამ შესაძლებელია ცნობიერების შეცვლა? ძაღლის მზერა ხომ ნამდვილი ადამიანის მზერაა…
რომენმა, რომელიც ერთდროულად ებრაელიც იყო, ფრანგიც და ამერიკელიც, კარგად იცოდა, რას ნიშნავს უმცირესობაში ყოფნა. უმცირესობა ისეთ დემოკრატიულ ქვეყანაშიც კი არსებობდა, როგორიც აშშ-ა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათი პრეზიდენტი აფროამერიკელია, ალბათ იქ ისევ ცხოვრობენ რასისტები და მრავალსაუკუნოვანი ჩაგვრის კომპლექსით შეპყრობილი შავკანიანები… მაგრამ 60-იანი წლების რასობრივ კონფლიქტს ისე ებმის პარიზის საპროტესტო გამოსვლები, რომ ნათელი ხდება მწერლის ჩანაფიქრი – თეთრი ძაღლი მხოლოდ აშშ-ში არ ცხოვრობს – ის თითოეული ჩვენგანის ქვეცნობიერში ბინადრობს და კრიტიკულ მომენტში თავს ესხმის უმცირესობებს. თითქოს განსხვავებული ადამიანების “კბენა” აზრადაც კი არ მოგვდის, დიდი გატაცებით ვკითხულობთ ისეთ წიგნებს, როგორებიცაა: “ბიძია თომას ქოხი”, “ნუ მოკლავ ჯაფარას”, “მოსამსახურე” და შემდეგ მათ რასისტ გმირებს ვკიცხავთ… მაგრამ ვინ იცის, როგორ მოვიქცევით მათ ადგილას… ჩვენი საკუთარი თვალით ხომ უკვე იმდენჯერ ვნახეთ სცენა, თუ როგორ “გლეჯს თეთრი ძაღლი” უმცირესობებს… ალბათ მხოლოდ კითხვა არ კმარა – მეტი ფიქრია საჭირო… ვეძებოთ ჩვენს თავში თეთრი ძაღლი და შევეცადოთ მის ხელახლა გაწვრთნას… ოღონდ ისე არ გამოვიდეს, რომ ამჯერად უმრავლესობას დავესხათ თავს… უბრალოდ წავშალოთ ზღვარი უმცირესობებსა და უმრავლესობებს შორის…
P.S. “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მორიგი წიგნი ძალიან აქტუალური აღმოჩნდა. შემდგომი დაანონსებული წიგნი კი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერლის (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაოა”. როგორც გამომცემლებმა შეგვატყობინეს, ეს ნაწარმოები სერიის მიღმაც გამოვა… ასეა თუ ისე, ყდას დიდი მნიშვნელობა არ აქვს – რაც მთავარია, წინ ნამდვილად დაუვიწყარი “მოგზაურობა” გელით 😉
ივლ 19, 2013 @ 21:18:00
გარი მართლაც ღირსეული და მნიშვნელოვანი ტომია.
და პრაღის სასაფლაო ორივე ფორმატად მინდა 🙂
LikeLike
ივლ 19, 2013 @ 22:57:18
წესით “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფორმატი უფრო დიდი ტირაჟი უნდა იყოს. სქელყდიანი “დასწრებაზე” იქნება 🙂
LikeLiked by 1 person
ივლ 20, 2013 @ 23:07:11
ძალიან ჩამოვრჩი ცხოვრებას და წიგნებს:0 კიდევ კარგი აქ ხარ და მამარაგებ ინფორმაციით. ❤
LikeLike
ივლ 20, 2013 @ 23:51:38
არა უშავს. ზაფხული – ტურისტებს, ზამთარი – წიგნებს :))
LikeLike
ივლ 23, 2013 @ 00:59:06
შენს ბლოგზე ბლოკნოტით და კალმით შეიარაღებული შემოვდივარ და ახალ წიგნებს ვიწერე, მერე შეძლებისდაგვარად ვკითხულობ ❤
LikeLike
ივლ 23, 2013 @ 01:12:46
სერიოზული კომპლიმენტი იყო 🙂
LikeLike
ივლ 26, 2013 @ 21:34:20
მეც სულ ვიმახსოვრებ ხოლმე და მიხარია ხოლმე იმ წიგნს, რომ ვკითხულობ ხოლმე შენს ბლოგზე, რომ გავიგე პირველად ან თუ პირველად არა მისი შენეული შეფასებით მეც დავინტერესდი და სხვა.
LikeLike
ივლ 27, 2013 @ 13:08:20
თქვენ რომ გიხარიათ, მეც მიხარია, ბლოგსაც, მწერლებსაც და წიგნებსაც… 😀
LikeLike
ივლ 31, 2013 @ 15:53:26
“დიოგენეს ბიბლიოთეკიდან” მხოლოდ კერუაკის, კუტზეესა და მილერის გაცნობა მოვახერხე, თუმცა როგორც ვატყობ შემდეგი არა, როგორც ვგეგმავდი პალანიკი, არამედ გარი იქნება: )
LikeLike
ივლ 31, 2013 @ 21:43:00
ამ შემთხვევაში გამიჭირდება არჩევანის გაკეთება… ორივე ისეთი “მაგარი” იყო… :))
LikeLike